რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი საქართველოშია
ფოტო: Moskva News Agency
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
როგორც ფორმულასთან საუბარში სობჩაკი ამბობს, საქართველოში პირადი ვიზიტით ჩამოვიდა და თბილისი "უყვარს". მისივე თქმით, საზღვარზე არანაირი პრობლემა არ შექმნია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სობჩაკი რუსეთში ოპოზიციონერ ჟურნალისტად და აქტივისტად პოზიციონირებს, თუმცა ხშირად მას "ვითომ ოპოზიციონერს" და "პუტინის ნათლულს" უწოდებენ.
- აგვისტოს ომის შემდეგ სობჩაკი თბილისში ჩამოვიდა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა — ის პრეზიდენტის რეზიდენციაში პუტინის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა.
- წლების წინ ის ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მოიხსენიებდა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ღიად პოზიციონირებას ერიდება.
ვინ არის სობჩაკი: ის სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, ანატოლი სობჩაკის შვილია. წლებია მუშაობს ტელევიზიაში — თავიდან ე.წ. ყვითელი გადაცემების წამყვანობით დაიწყო, შემდეგ კი პოლიტიკურ თემებზე გადავიდა.
- 2017 წელს განაცხადა, რომ რუსეთის საპრეზიდენტო მარათონში ერთვებოდა — მედიაში წერდნენ, რომ მანამდე ის პუტინს შეხვდა და თავისი კანდიდატურის წამოყენება შეუთანხმა, რასაც თავად უარყოფდა.
- სობჩაკისგან განსხვავებით, მაშინ არჩევნებზე არ დაარეგისტრირეს პუტინის ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნი — ის ამბობდა, რომ სობჩაკი მონაწილეობას იღებდა კრემლის ამაზრზენ თამაშში.
- 2018 წელს სობჩაკმა სასამართლოში იჩივლა და გააპროტესტა პუტინის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება.
- უკრაინაში შეჭრის შემდეგ მან რუსეთი დატოვა, თუმცა ამტკიცებდა, რომ დროებით — ის ომს მხარს არ უჭერს, მაგრამ გადაცემებში რუსული კანონის შესაბამისად, ე.წ. სამხედრო ოპერაციას უწოდებს.
- გარდა ამისა, სობჩაკი გამოეხმაურა პროპაგანდისტი დარია დუგინას მკვლელობას და განაცხადა, რომ შოკშია. მანვე აღნიშნა, რომ "ბავშვები არაფერ შუაში არიან".
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს ტეილორ სვიფტი The Life of a Showgirl-სთვის 4 ახალ სიმღერას გამოუშვებს
გადახედვა
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
კომენტარები