რუსი ჯაშუშები საქართველოში — რა ვიცით
FSB-ის ყოფილმა აგენტებმა CNN-თან ინტერვიუში აღიარეს, რომ საქართველოში ჯაშუშობისთვის გამოგზავნეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მიხაილ სოკოლოვი და ვსევოლდ ოსიპოვი ჰყვებიან, თუ როგორ გადაიბირა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) და სპეციალური მისიით საქართველოში გამოგზავნა.
- აღსანიშნია, რომ 11 აგვისტოს ოსიპოვი სუს-ში გამოჰკითხეს.
რას ამბობს სოკოლოვი: 2016 წელს სტუდენტი იყო, 19 წლის ასაკში პოლიტიკურ აქტივიზმში ჩაერთო და კორუფციის საკითხებით დაინტერესდა.
- ამბობს, რომ სამხედრო კომისარიატში დაიბარეს, სადაც FSB-ს ოფიცერი დახვდა, უთხრა, რომ გარკვეული პერიოდი აკვირდებოდნენ და ორი არჩევანი შესთავაზა — დასთანხმებოდა თანამშრომლობაზე, ან "ორი წლით წასულიყო ციხეში".
- სოკოლოვის თქმით, იქ არსებული ძალადობრივი რეჟიმის გამო ციხეში წასვლა შეეშინდა და აგენტობას დასთანხმდა.
- როგორც ის ჰყვება, 2017 წელს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ ორგანიზაციაში მოხალისედ დაიწყო მუშაობა, რადგან FSB-ს სჯერა, რომ ის ამერიკული დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსგან ფინანსდება (CIA) — თუმცა, თავად, ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვა.
როგორ მოხვდა საქართველოში: მისი თქმით, FSB-მ საქართველოში მოავლინა, რათა იმ მზარდ რუსულ დიასპორაში მოეპოვებინა ნდობა, რომლებმაც რუსეთი რეპრესიების შიშის გამო დატოვეს.
- "ეგონათ, რომ ქართული სპეცსამსახურები CIA-ს დავალებით რუს ოპოზიციონერ წევრებს იბირებენ", — განაცხადა მან, თუმცა აღნიშნა, რომ ამის მტკიცებულებებიც ვერ ნახა.
- ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შიში დაამარცხა და FSB-ს ზურგი აქცია — ახლა ამსტერდამში ცხოვრობს და ნიდერლანდებში პოლიტიკური თავშესაფარს ეძებს.
რას ამბობს ოსიპოვი: FSB-მ ის 2021 წელს ნავალნის დაპატიმრების გასაპროტესტებლად გამართულ აქციაში მონაწილეობისთვის დააკავა, აგენტობა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა.
- როგორც ის ამბობს, საქართველოში გამოგზავნეს, სადაც ევალებოდა თვალი ედევნებინა რუსული დიასპორისთვის — გაეგოთ რას ფიქრობდნენ უკრაინის ომზე, როგორ ეხმარებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქვეყნები უკრაინელ ლტოლვილებს.
- "როგორც კი ომი დაიწყო, დამავალეს გამეგო, რას ფიქრობს საზოგადოება, ზოგადად უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. FSB დაინტერესებული იყო ნებისმიერი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციით დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურებთან".
კიდევ ერთი ჯაშუში: 21 აგვისტოს ალბანეთში რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე სამხედრო ქარხანაში შეჭრისთვის, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
- მათ შორის, ერთ-ერთი ლანა სატორია, რომელიც თბილისში წლების მანძილზე ცხოვრობდა.
- ქალს სინამდვილეში სვეტლანა ტიმოფეევა ჰქვია და ლანა სატორინი ფსევდონიმია.
- მისი მეგობრები ამტკიცებენ, რომ სამხედრო ბაზას საკუთარი ბლოგისთვის იკვლევდა, ხოლო პოლიცია ამბობს, რომ მასთან ერთად მყოფმა პირმა ჯაშუშობა აღიარა.
- რუსი ბლოგერის ინსტაგრამიდან ირკვევა, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სოფლებში იმყოფებოდა — იღებდა მუზეუმებს, ძეგლებს, საბჭოთა არქიტექტურას, ასევე, ჩანს, რომ 2017 წელს იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეც.
კიდევ რა გავიგეთ: ერთ-ერთ პოსტში ის ჰყვება, რატომ დატოვა რუსეთი. მისი თქმით, მრავალი მიზეზის გამო გაუჩნდა განცდა, რომ "ახლა რუსეთში ყოფნა სახიფათო და არასასიამოვნოა", თუმცა იქვე დასძენს, რომ მხოლოდ ომის დაწყების გამო არა.
- წერს იმასაც, რომ საქართველო სასიამოვნო ქვეყანაა, ორჯერ არის ნამყოფი და "ბევრი საუბრობს რუსულად", არის ნაცნობი გარემო, კარგი ხალხი და ეკონომიკა ნორმალურ დონეზე.
- მისივე თქმით, ზოგადად, რუსებს საქართველოში ცუდად არ ექცევიან, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მათი შემოდინებით უკმაყოფილოა.
- აღნიშნავს, რომ საქართველოში აკეთებს იმას, რასაც მოსკოვში: "ვნადირობ საბჭოთა მემკვიდრეობასა და მონუმენტურ ხელოვნებაზე, ბევრს ვსეირნობ, ვგეგმავ გადაღებებს, ტურებს".
ქართულ ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამ საკითხში "ცოტა ღრმად ჩახედვას" გვთავაზობს. მისი თქმით, რომ არა აგენტთა ამ ჯგუფის სამხედრო ობიექტზე შეჭრა, "შეიძლება ვერც ვერავის გაეგო" ამის შესახებ.
- ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის, FSB-ს აგენტები ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებიან, არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები და კონკრეტულ დარღვევებზე სახელმწიფო არ რეაგირებს.
-
29 მარტს ქუთაისში, "თავისუფლების მოედნის" იმერეთის ერთკვირიანი ეროვნული კამპანია სამოქალაქო ფორუმით დასრულდა 29 მარტს ქუთაისში, "თავისუფლების მოედნის" იმერეთის ერთკვირიანი ეროვნული კამპანია სამოქალაქო ფორუმით დასრულდა
გადახედვა
-
მეუფე ისაია: პატრიარქის არჩევნები მოდის და არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, რადგან ამას თავისი დრო აქვს მეუფე ისაია: პატრიარქის არჩევნები მოდის და არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, რადგან ამას თავისი დრო აქვს
გადახედვა
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა JRC-ის პროექტი AINews WAN-IFRA 2026 წლის Digital Media Awards-ის ფინალისტი გახდა
გადახედვა
კომენტარები