გიგა ბოკერია

7 Aug. 2022, 11:32

ეს არის დღე, ბოლო ფურცელი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, როდესაც ჩვენი სახელმწიფროობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ადამიანები თავს წირავდნენ, ჩვენი გარე მტრის აგრესიის ბოლო ფურცელი სწორედ დღეის სწორს, 7 აგვისტოს იყო. ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფროობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ეს ბრძოლა, რასაც ამ ხალხმა თავი შესწირა, არ დამთავრებულა, გრძელდება. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის იმავე ბრძოლის გაგრძელება და ჩვენი ვალია, რომ ამ მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს, არავის არ მივცეთ შესაძლებლობა, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით, რომ ჩვენი თავისუფლება საკუთარ ინტერესებს შესწიროს.

წლებია უკვე ამ რეჟიმს ეს მავნებლური ნაბიჯი გადადგმული აქვს, რომ 8-ში აღნიშნავს წლისთავს, რაც არის რუსულ პროპაგანდასთან დამთხვევაში და პრინციპული საკითხია, მაგრამ ყველანაირი ცერემონიალის მოხსნა 7-ში დამატებითი ნაბიჯია ამ ასპექტის. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ უნდა გვიკვირდეს. ახლა ეს ყველაფერი უფრო მტკივნეულად და აშკარად ჩანს, თუმცა ზოგადად წლებია გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველაში თუ არა, მრავალ საკითხში ჩვენი მტრის პროპაგანდას უწყობს ხელს, იმიტომ რომ ამაში ივანიშვილი ამაში ხედავს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების შანსს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია

რუსეთის რეჟიმის კრიტიკოსის და ჭადრაკის ლეგენდის, გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილესმ, რომ მისი სიცოცხლე…