ევროპარლამენტარები აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ
ფოტო: ევროპარლამენტი / On.ge
წერილის ავტორები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერენ მხარს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ევროპარლამენტარების მიერ აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებაა.
დეტალები: ხაზს უსვამენ, რომ რუსი სამხედროები საქართველოში საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით შემოიჭრნენ, ქვეყნის 20% კი დღემდე ოკუპაციის ქვეშაა.
- ისინი აგვისტოს ომს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის პირველ არაპროვოცირებულ ომს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს დემოკრატიულ საზოგადოებას ამაზე მკაფიო და ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია.
- "აქედან გამომდინარე, რუსეთმა განაგრძო სამხედრო პოლიტიკა, 2014 წელს უკრაინაში შეიჭრა და უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო 8 წლის შემდეგ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ".
ევროპარლამენტარები წერენ, რომ მსოფლიომ წარსულის გამოცდილებით უნდა ისწავლოს.
- მათი თქმით, დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავარი მიზანი საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაციაა.
- "რათა საქართველო ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას აღარ ესწრაფვოდეს".
- ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული ოცნების ლიდერების ქმედებებს "შეშფოთებით ადევნებენ" თვალს და აღნიშნავენ, რომ ეს ზიანს აყენებს საქართველოს შესაძლებლობას, უახლოეს მომავალში მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი.
- წერენ, რომ ერთადერთი გზა საქართველოსთვის კრემლის ჰიბრიდული თუ სხვა ტიპის თავდასხმებისგან თავდასაცავად ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაა "დაწყებული დეპოლარიზაციით და დამთავრებული დეოლიგარქიზაციით".
წერილის ბოლოს, კუბილიური და იუკნევიჩიენე მმართველი გუნდის წევრების მიერ კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელზე გაკეთებულ განცხადებებს ბავშვურს უწოდებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ნაცვლად ამისა, EU-ს პირობების შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან.
- ყურადღებას ამახვილებენ ქართული ოცნების ლიდერების, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძინა ივანიშვილის "დასაცავად" გაკეთებულ განცხადებებზეც.
- მიიჩნევენ, რომ ასეთი მცდელობები მხოლოდ დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ივანიშვილი განსაკუთრებული გავლენების მქონე ოლიგარქია.
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
კომენტარები