ანტიოკუპაციური მიდგომის გამო დედაენის ბარი რუსული კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა
ფოტო: დედაენის ბარი / Facebook
ბარის დამფუძნებელმა On.ge-ის განუცხადა, რომ შეტევა დღეს დილით Facebook-ზე, Instagram-სა და Google-ზე დაიწყო. ასევე, გატეხეს ვებგვერდიც.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დედაენის ბარს ანტიოკუპაციური მიდგომა და რუსი მომხმარებლებისთვის სპეციალური წესები აქვს, ასევე, ღიად უჭერს მხარს უკრაინას.
- ამის პასუხად რუსეთის მოქალაქეები ბარის სოციალურ ქსელებში მუქარისშემცველ კომენტარებს წერენ.
დეტალები: კიბერთავდასხმისას ბარის მონაცმები Google-ზე სხვადასხვანაირად შეცვალეს. ბარის დასახელებად დენაციფიკაცია ეწერა, ხოლო ვეგვერდის მისამართად kremlin.ru იყო მითითებული.
- დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ დროისთვის, დაახლოებით, 10 500 შეფასებაა დაწერილი, როცა 4 წლის განმავლობაში ბარს Google-ში მხოლოდ 370-მდე შეფასება ჰქონდა.
- მისი თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად კონსულტაციებს გადიან და ეძებენ პროფესიონალებს.
მუქარა და დამცირება კომენტარებში: ანგარიშები რუსული სახელითა და გვარით ბარს, საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყანას შეურაცხმყოფელად და დამამცირებლად მოიხსენიებენ, ასევე, აგვისტოს ომის გამეორებით იმუქრებიან.
- გთავაზობთ რამდენიმე კომენტარის თარგმანს, სადაც ჩანს რა ტიპის ლექსიკას იყენებენ რუსები:
- "საჭმელში შემხვდა იმ ბავშვის ცხედრის ნარჩენები, რომლებიც 2008 წლის 8 აგვისტოს მოკლეს."
- "მედვედევი რა ხუმრობდა? თქვენ რა 2008 არ გეყოთ? მხოლოდ ერთი სიტყვა და რუსული ტანკები თბილისს აატალახებენ. სამხრეთ ოსეთი რუსეთია."
- "ძველი რუსული ტრადიციით, კოვზი უნდა დაიჭირო მარჯვენა ხელში, ქართველები კი ამყოფო შიშში."
რუსეთისა და პუტინის მხარდაჭერა: რუსები Z სიმბოლოებსა და ქვეყნის დროშებს აკომენტარებენ, ასევე მხარდაჭერას გამოხატავენ პუტინის მიმართ.
- "დიდება რუსეთს, დამპალ მღრღნელებს [ქართველებს] სირცხვილი."
- "ვლადიმერ პუტინი მაგარია, პოლიტიკოსი, ლიდერი და მებრძოლია. ჩვენმა პრეზიდენტმა ქვეყანა წამოაყენა."
- "პოლონეთიდან ენისეამდე! რუსეთო, ჩემო რუსეთო."
დედაენის ბარში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და ე.წ. ვიზა მოიპოვონ. ის შემდეგი პირობებისგან შედგება:
- ხმა არ მიმიცია პუტინისთვის, ის დიქტატორია;
- ვგმობ რუსეთის აგრესიაში უკრაინაში;
- ყირიმი უკრაინაა, ისევე, როგორც სხვა სადავო ტერიტორიები;
- აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა;
- საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
- საქართველოს ყოველი მე-12 მოქალაქე რუსეთის აგრესიის გამო დევნილია;
- მე მომწონს ფრაზა Russkii Voennii Karabl, Idi Na Xui;
- დიდება უკრაინას.
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა


კომენტარები