პიტერ სტანო

2 Aug. 2022, 17:09

სხვების დადანაშაულება იმაში, რაც თავად ვერ შეასრულე და შენი ამბიციები ვერ გაამართლე, არ არის ევროპული საქციელი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკომისიის გადაწყვეტილების სისწორეს, რომ კიდევ დაიცადოს, სანამ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. კანდიდატის სტატუსის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. ქვეყანას შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოქმედებს, იქცევა და ცხოვრობს ევროპული ინტერესებისა, ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით. თუ შენ ევროკაბშირის ელჩს ან სხვა ვინმეს აბრალებ იმას, რაც შენი გასაკეთებელი იყო და არ გააკეთე, ეს ნამდვილად არ არის ევროპული საქციელი.

მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს ევროკავშირი ძალიან ყურადღებით აკვირდება და კმაყოფილი ნამდვილად არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ აწ უკვე ყოფილ ელჩ ჰარცელს, რომელმაც უდიდესი სამუშაო გასწია, რომ საქართველოს დახმარებოდა წინსვლაში ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ასე რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ როგორც ყოფილ, ასევე ახალ ელჩს იმიტომ რომ ისინი საქართველოში ევროკავშირის სახელით არიან. ისინი ხელს უწყობენ ევროკავშირის პოლიტიკის გატარებას, რადგან ეს არის საუკეთესო გზა, რომ საქართველოს დავეხმაროთ მისი ხალხის უკეთესო ცხოვრების უზრუნველყოფაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვისმენთ ევროკავშირის ელჩის კრიტიკას იმის გამო, რომ საქართველომ თავად ვერ შეასრულა ის, რასაც მისგან მოელოდნენ


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გეგა გაგნიძე: ერთი დღით ადრე თეატრის დირექტორმა შემომითვალა, თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა
  2. "სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი იყო" — გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დ.ჩ.-ს დედა
  3. რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი დარჩება? — გივი მიქანაძის განმარტება
  4. რუსულმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
  5. მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის ფიგურანტ 3 ბრალდებულს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნინო დობორჯგინიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ "დეფორმას" ვერანაირად ვერ შევუერთდებით და ვერ შევურიგდებით.

"უნივერსიტეტის მმართველი საბჭოები შეიკრიბა და დღესვე გამოვაქვეყნებთ განცხადებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ…