რასა იუკნევიჩიენე

13 Jul. 2022, 12:34

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ ქართულ ოცნებას არ ესმის რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე მათ ავუხსნი. ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობა არ იყოს ერთი ადამიანის მძევალი. ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა. ჩვენ უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს, ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან.

ჩემი ბოლო წინადადებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც მოაწყო ყველაზე დიდი გამოსვლა ამ ქვეყნის ისტორიაში. მე ვხედავ მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების დადებით მცდელობებს ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, ეს ხალხი გახდება ევროკავშირის წევრი. [მთავარი არხის სინქრონული თარგმანი]


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…