შალვა პაპუაშვილი

28 Jun. 2022, 14:40

სამწუხაროდ, ჩვენთან პროპაგანდა იმ დონეზეა მისული, რომ რეკომენდაციებიდან პირველ პუნქტს ისე გადააბიჯებენ და გადაბიჯებული აქვთ, რომ საზოგადოებასაც აზრს უბნევენ. დეპოლარიზაციის არსი რაშია? — დანარჩენი პუნქტები რომ სწორად შესრულდეს და იყოს კონსტრუქციული დისკუსია, თანამშრომლობა, ერთობლივი გადაწყვეტილება, ამისთვის საჭიროა, პოლარიზაციის ხარისხმა დაიკლოს. ეს არის უმარტივესი რეკომენდაცია და თან მასში ჩადებული ლოგიკა — იმისათვის, რომ ყველა დანარჩენი პუნქტი განხორციელდეს, მინიმუმი წინაპირობა პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაა. რას ვხედავთ? არათუ პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იმის ნაცვლად, რომ დეპოლარიზაციის ხელშემწყობი იყოს, თავად აღვივებს პოლარიზაციას.

პოლარიზაციისთვის ყველაზე მაღალი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა. როცა ამას ითხოვენ, რა დეპოლარიზაციის სურვილზეა საუბარი? სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ეწინააღმდეგება მათ ნეიტრალობის პრინციპს, მაგრამ დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია მონაწილეა პოლიტიკის ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან. მათ მიმართ მოწოდება მექნება, რომ ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და უნდა ამ დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყოს, რეორგანიზდეს პოლიტიკურ პარტიად, შემოვიდეს ჩვენს მოედანზე, როგორც პოლიტიკური პარტია, გაამხილოს თავისი თავი პოლიტიკურ პარტიად და იბრძოლოს ამ ველზე და არა სხვა ველზე, არასამთავრობო სექტორის თუ მედიის ველზე, რომ იქიდან კვაზი არასამთავრობო, კვაზი მედიის სახით იყოს და რეალურად, პოლიტიკური პარტიის როლს ასრულებდეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ცდილობს. კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. მმართველ გუნდს აქამდეც გაუკეთების მსგავში შინაარსის განცხადებები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პესტიციდებისა და…