ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ტვ პირველის ეთერში ამბობს, რომ პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე აპარატმა მუშაობა 2025 წლის 26 დეკემბერს მსჯავრდებულის მომართვის საფუძველზე დაიწყო.
შემდეგ აპარატმა ჩანაწერები შეამოწმა. ომბუდსმენის თქმით, იმ ნაწილში, რომლის ვიზუალურად გადამოწმებაც ჩანაწერებით იყო შესაძლებელი, დავითაძის მიერ აღწერილი ძალადობის ფაქტები არ დადასტურდა. კერძოდ, ჩანაწერებში არ ჩანს არც ცემა, წამება და არც ის, რომ ვინმემ დავითაძე თითით გააუპატიურა.
რაც შეეხება შეურაცხყოფას, მუქარასა და სხვა შესაძლო ქმედებებს, ომბუდსმენის თქმით, ამის გამოძიება მის მანდატს სცდება, ამიტომ აპარატმა მასალები გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
"ეს არ დაწყებულა 2 ოქტომბერს. პირველად მსჯავრდებულმა 2025 წლის 26 დეკემბერს მოგვმართა. მომართვისთანავე, იმავე დღეს, ჩვენ შევედით პენიტენციურ დაწესებულებაში და მოვახდინეთ ამ ბრალდებულის გამოკითხვა. მივიღეთ ინფორმაცია და მისი ინფორმაციის საფუძველზე უკვე მოვითხოვეთ მის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეოჩანაწერის დაარქივება, რომელიც რამდენიმე დღეში იქნა ჩვენს მიერ შემოწმებული და გადამოწმებული ის ინფორმაცია, რომელიც მან მოგვაწოდა.
... მასთან გასაუბრების დროს გვითხრა, რომ მის მიმართ ჰქონდა გაუპატიურების მუქარას... და სხვა ტიპის შეურაცხყოფას. იქ საუბარი იყო გინებაზე, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ასევე არსებობს ამის სპეციალური ოქმი. და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ამ კადრების დაარქივება და ვნახეთ ეს კადრები, მივმართეთ გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით.
...იმის, რისი გადამოწმების საშუალებაც ჩვენ გვქონდა, გადავამოწმეთ და ეს არ დადასტურდა ვიზუალურად. ხოლო, რაც შეეხებოდა დანარჩენ ნაწილს, რაზეც ახლა ჩვენ ბუნებრივია გამოძიებას ვერ ჩავატარებთ, მივმართეთ პროკურატურას და მათ დაიწყეს გამოძიება. აქ საუბარია შეურაცხყოფაზე და სხვა ტიპის განცხადებებზე, რომელიც მას ჰქონდა აღწერილი.
...იქ არ ყოფილა საუბარი გაუპატიურებაზე. იქ იყო საუბარი იმდაგვარ ქმედებაზე, რომელიც რაღაც სექსუალურ ხასიათს ატარებდა. ...ოქმში წერია, რომ ხელი ჩამიყვანეს შარვალში და ამ საკითხის გადასამოწმებლად მივედით. მათ შორის, რომ ეს საკითხიც გადაგვემოწმებინა. იქ თითზე და გაუპატიურებაზე საუბარი იმ პერიოდში და იმ ოქმში არ არის.
...იქ ბევრი რაღაცა შეიძლება მოხდეს, რომ შემოწმების მიზნით შეიძლება ჩხრეკა განხორციელდეს რაღაც, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებდა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალადობას — ადამიანის წამებას, ცემას და ასე შემდეგ, რაც ძირითადად ჩვენი ინტერესის საგანი არის ამ შემთხვევებში. ამის იქით, ხო, ეს უკვე გამოძიების საკითხია, ჩვენ ხომ ვერ გამოვიძიებთ. იმ კადრებში, რაც ჩვენ ვნახეთ, ამდაგვარი რაღაცა არ ჩანს, რომ ვინმემ მისი თითით გააუპატიურა.
...ამის შემდეგ, დანარჩენ ნაწილზე, რაც შეეხებოდა გაუპატიურების მუქარას და მათ შორის იმ ტიპის ქმედებას, როგორც დღეს ის ეძახის გაუპატიურებას, ამ ნაწილზეც ასე ვთქვათ, ჩვენ მიერ იქნა დათვალიერებული და ასევე ეს ნაწილიც არ დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა რაღაცა ტიპის ისეთ ქმედებას, რომელიც დანაშაულს წარმოადგენს. ამის იქით უკვე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ყველაფერს. ერთი არის ფაქტი, რომ ამ კადრებში თვითონ გაუპატიურების ფაქტი არ ჩანს ,ის, რაზეც საუბარი იყო, არ დადასტურდა. მაგრამ ამის მიღმა, თუ რაღაცას ჰქონდა ადგილი, ეს უკვე გამოძიებამ უნდა გასცეს ამას პასუხი, ჩვენ ხომ არ ვართ საგამოძიებო ორგანო", — თქვა იოსელიანმა.
ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი თითით შეღწევა, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უპასუხა:
"ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი, იქ უნდა ვნახოთ. რამდენად არის საშუალება, რომ ასე სიღრმისეულად დაათვალიერონ. თუმცა ის, რომ უნდა დათვალიერდეს, მათ შორის, დეტექტორით და სკანერით ეს დებულებაში გაწერილია".
შეგახსენებთ, რომ გიორგი დავითაძე, რომელიც რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აცხადებს, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე რამდენიმე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მათი თქმით, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს დავითაძის ძალით შემოწმება და ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ჩანაწერს ხმა არ აქვს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ამ ეტაპზე ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ უნახავთ.
- ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
- პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო
- "მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე
- ადვოკატის თქმით, გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო ციხეში პატიმარი სცემეს
- "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
- სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
- "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
4 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ 21:12 საათზე რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა გიორგი დავითაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლისა და საკნის ვიდეოკამერის წინ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი დემონსტრაციულად გადაყლაპა. უწყების განცხადებით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგისთვის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა დავითაძემ უარი განაცხადა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიან მონიტორინგს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი ახორციელებს.
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
კომენტარები