ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების მე-10 საბჭოზე, ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით 157 მილიონი ევრო გამოუყო.

ეს მესამე ტრანში მოლდოვას რესპუბლიკის ზრდის გეგმის (Growth Plan) ფარგლებში მას შემდეგ გამოიყო, რაც კომისიამ დადებითად შეაფასა მოლდოვას მიერ წარმატებით განხორციელებული 18 რეფორმა. ეს რეფორმები ზრდის გეგმის შვდივე სფეროს მოიცავს: კერძო სექტორის განვითარებას, ეკონომიკურ მდგრადობას, ეკონომიკურ მმართველობას, სოციალურ ერთიანობასა და შრომის ბაზარს, ენერგეტიკას, მწვანე გადასვლასა და კარგ მმართველობას.

აღნიშნული ბოლო გადახდის შედეგად, ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვასთვის ხელმისაწვდომი თანხების ჯამურმა ოდენობამ 661 მილიონი ევრო შეადგინა.

ევროკომისიის ცნობით ამ ინსტრუმენტს შესწევს უნარი, მხარი დაუჭიროს მოლდოვას ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას რეფორმების დაჩქარებისა და ევროკავშირის ერთიან ბაზართან ქვეყნის წვდომის გაუმჯობესების გზით.