სპეციალური პენიტენციური სამსახური საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავდა, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარება დაძაბულია.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა და პოსტში მოყვანილი ფაქტები სიცრუეა.

"კატეგორიულად უარვყოფთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი ვენების გადაჭრა, შიმშილობა და ა.შ. დაწესებულებაში არის სრული სიმშვიდე. სრული სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები და დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა", — აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა საბა სხვიტარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში " ვითარება დაძაბულია". მისი განმარტებით, პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და პატიმრების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. მისივე თქმით პატიმარმა ვენები გადაიჭრა. ასევე, როგორც სხვიტარიძე ამბობს, მის საკანთან პატიმარი სცემეს.