ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის გვარისა და ეროვნული კუთვნილების შეცვლის შესაძლებლობის შექმნაზე მუშაობს.
გამოცემა Abkhazeti.info-ს ცნობით, დე ფაქტო პარლამენტში "სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ" კანონპროექტია წარდგენილი, რომელიც გალის რაიონში მცხოვრებთ ქართული გვარების აფხაზური სტილით გადაკეთებას და "აფხაზებად" რეგისტრაციას მოსთხოვს, რის სანაცვლოდაც მათ "მოქალაქეობას" ჰპირდებიან.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ე.წ აფხაზური ეროვნებისა და გვარების აღდგენის უფლება მიეცემათ იმ უცხოელებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად ცხოვრობენ და ეთნიკური აფხაზები არიან, ან წარმოადგენენ იმ პირთა პირდაპირ შთამომავლებს, რომლებმაც XIX და XX საუკუნეებში გატარებული ანტიაფხაზური ეროვნული პოლიტიკის შედეგად "აფხაზური ეროვნება დაკარგეს". რომ ცვლილება დაახლოებით 30 000 ადამიანს შეეხება, რომლებსაც ე.წ აფხაზეთის მოქალაქეობა 2011 წელს იმის გამო ჩამოერთვათ, რომ საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი ამ ეტაპზე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. მსგავსი ხასიათის ინიციატივები გალის რაიონში ადრეც ფიქსირდებოდა.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთში არასდროს ყოფილა "ქართველიზაციის" მიზანმიმართული პოლიტიკა და ის, რაზეც აფხაზები ახლა საუბრობენ, არანაირ კავშირში არ არის მე-19 საუკუნესთან ან სტალინ-ბერიას რეჟიმთან.
მისი განმარტებით, დღეს აფხაზების მთავარი პრობლემა დემოგრაფიაა და ისინი ამის მოგვარებას ისტორიაზე აპელირებით ცდილობენ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზები ოდენობით ცოტანი არიან და მათი მიზანია, ეს სურათი საკუთარი სასარგებლოდ რამენაირად შეცვალონ. მისივე თქმით, არსებობს გალის რაიონი, სადაც ბევრ ადამიანს საერთო გვარები აქვს, მათ შორის ისეთი გვარებიც, რომლებიც გავრცელებულია როგორც ქართველებში, ისე აფხაზებში, და ისინი ამის გამოყენებას ცდილობენ. ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია სომხური ან რუსული გვარის აფხაზურად გადაკეთება, მაგრამ მეგრული წარმოშობის ქართული გვარების გამოყენება მარტივია.
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ არგუმენტი იმის შესახებ, თითქოს გალის მოსახლეობისთვის "მოქალაქეობის" მინიჭებას საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენებს, სრული სისულელეა. მისი განმარტებით, ქართული ოცნება მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებითაა დაინტერესებული და არა ოკპუირებული აფხაზეთის.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები