შალვა პაპუაშვილი

24 Jun. 2022, 15:33

დეპოლარიზაციის შედეგი იქნება იმ "ტროიკების" დაშლა, რომელიც დღეს არის შექმნილი ზოგი სოციალურ ქსელში, ზოგი ასე, ზოგი ისე. ტროიკები, რომლებსაც სამიზნედ ამოჰყავთ ადამიანი. გაასამართლებენ, იარლიყს მიაწებებენ, სასჯელსაც მიუსჯიან და ერთადერთი, აღსრულება აკლიათ ხოლმე ამ სასჯელის. იარლიყების მიწებებისთვის გამოყენება, მათ შორის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის, აი, ეს აჩვენებს სწორედ იმას, თუ რამდენად არ არის მზად ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო სექტორის ნაწილი იმისთვის, რომ ამ ისტორიული მომენტის სიმძაფრე და მნიშვნელობა გააცნობიეროს. როდესაც ასეთი ისტორიული მომენტის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, "ტროიკების" რეჟიმში, ანუ, ერთი-ორი ადამიანი ერთმანეთს რომ რაღაცს დაააჯერებს და ამის შემდეგ იარლიყს მიაწებებს, განაჩენს გამოუტანს, სანქციებს დააწესებს, აღასრულებს და ყველაფერი ასე, ყველა მიმართულებას ვგულისხმობ, ამისთვის რომ იყენებენ ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების ამ ისტორიულ მომენტს, მერე ეს არის უმწიფრობის ყველაზე დიდი მაგალითი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა,…