გიგა ბოკერია

23 Jun. 2022, 14:19

ყველა ილუზია იმ ადამიანების, რომლებიც საზოგადოებას ეუბნებიან დღეს, რომ შესაძლებელია რაღაც ტრანსფორმაცია, დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება მოხდება, არის ან თავის ან საზოგადოების მოტყუება. ამიტომ, შემოგვიერთდით და შემოუერთდით იმ გზავნილს, იმ მოძრაობას, რომელიც ერთადერთ ამოცანას ისახავს, ამ რეჟიმის და ივანიშვილის ჩამოშორებას ძალაუფლებიდან, ახალ არჩევნებს და ახალ ლიბერალურ დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ღირსებაზე, ჩვენი ევროპული იდენტობის დაბრუნებაზე ორიენტირებულ ახალი ხელისუფლების შექმნას. ეს არის ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას გამოიყვანს ამ ვითარებიდან.

საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ყველას, ვინც თუნდაც გულწრფელი გულუბრყვილობით დააპირებს ხვალ ან ზეგ ისევ საუბარს, რომ ამ რეჟიმთან ერთად შესაძლებელია არსებითი ნაბიჯების გადადგმა. იმიტომ რომ ეს არის იმ ტიპის გზავნილი, რომელიც ასეთ უტიფარ რეჟიმებს მხოლოდ აძლიერებს. გუშინ ღარიბაშვილს ერთადერთი მიზანი ჰქონდა — ეჩვენებინა, რომ ოპონენტები და შესაბამისად საზოგადოება არის უძალო, რომ მას შეუძლია უბრალოდ გვითხრას, რომ ფეხებზე კიდია და ეს გაუვა, მერე ეს ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე, არამხოლოდ მათზე, ვინც იქ იჯდა, დარბაზში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის…