მამუკა ხაზარაძე

17 Jun. 2022, 16:57

დღეს ჩვენ მოვისმინეთ ევროკომისიის განცხადება, რომელიც არის ძალიან მძიმე მოსასმენი. საქართველო აღმოჩნდა აუტსაიდერებში, განსხვავებით მოლდოვისა და უკრაინისაგან, როცა საქართველოს ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა, რომ ვყოფილიყავით ლიდერი ამ მარათონში.მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უნდა გამობრძანდეს და ქართველს ხალხს უთხრას, რატომ მიიყვანა ქვეყანა მისმა პოლიტიკამ ამ მდგომარეობამდე.

ჩვენ დაველოდებით 24-ს, მაგრამ თუ შედეგი არ შეიცვალა, 24-მდე არის დარჩენილი ის ქმედითი ნაბიჯები, რომლებმაც, შეიძლება, შეცვალოს სიტუაცია. ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტთან დაბრუნება, რომელსაც ლელო პირველი დღიდანვე იძახის და ერთგული რჩებოდა. ეს არის კონსტიტუციური ცვლილებები. ეს არის სრულად პროპორციული არჩევნების კანონმდებლობის მიღება რიგგარეშე არჩევნებისთვის. თუ ეს ყველაფერი არ მოხდა, ქართული ოცნება და მისი მთავრობა უნდა გაეშუროს სახლში. ქართველი ერი და ხალხი უნდა მოემზადოს მშვიდობიანი, რიგგარეშე სრულად პროპორციული არჩევნებისთვის და გაატაროს ის საჭიროო რეფორმები ევროკომისიამ საქართველოს წარუდგინა.

ამბობს პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ევროკომისიის რეკომენდაციის დასკვნის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, 24 ივნისს გახდება ცნობილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

TORCAL-ის პრემიერა — ბენტლიმ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა

"107 წელია, "ბენტლი" ნებისმიერი მნიშვნელობით არაჩვეულებრივ ავტომობილებს აწარმოებს - სამაგალითო კომფორტით, ხელით…