რუსულ უკვდავ პოლკს ქართული დანაყოფიც შეემატა
ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავზე, თბილისში, პირველად უკვდავი პოლკის მსვლელობა შედგა. ეს სამხედრო-პატრიოტული მარში ბოლო წლებში პუტინის რუსეთის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცა. ოფიციალურად უკვდავი პოლკის იდეა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად.
რეალურად კი მოსკოვიდან დაფინანსებული ეს მასშტაბური „საერთაშორისო მოძრაობა“, როგორც თავად რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, „ისტორიული სიმართლის დაცვას“ ემსახურება, რომელმაც „საზოგადოება და ხალხები სულიერად უნდა შეადუღაბოს და ისტორიის რევიზიის უფლება არავის მისცეს“.
პუტინის აზრით, „ისტორიის რევიზია გზას უხსნის, მეორე მსოფლიო ომის შედეგად დამდგარი, მსოფლმხედველობის, საერთაშორისო სამართლისა და უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების წაშლას“, რაც „ყველასთვის უზარმაზარ რისკებთან არის დაკავშირებული“.
9 მაისს, თბილისში, რუსული უკვდავი პოლკის ქართული „დანაყოფის“ მსვლელობის ორგანიზატორებად, „მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“ და „მრავალეროვნული საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესი“ მოგვევლინა. ამ ორგანიზაციებს რევაზ გოგიძე და მისი მეუღლე ანჟელიკა ზახაროვა ხელმძღვანელობენ.
რევაზ გოგიძემ ხაზი გაუსვა, რომ უკვდავი პოლკის მსვლელობა მოსკოვიდან დაფინანსებული არ იყო:
"არანაირი პრორუსულობა ჩვენს მოძრაობაში არ არის, ჩვენს დაღუპულ გმირებს ვიხსენებთ. თავიდანვე გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ გვინდა საქართველოს უკვდავი პოლკის შეკრება და მსვლელობის ჩატარება, ამიტომ ვინც დღეს ვაკის პარკში მოვა და შემოგვიერთდება, ის დღეიდან ჩვენი უკვდავი პოლკის წევრი იქნება".
„არანაირი პრორუსულობა ჩვენს მოძრაობაში არ არის, ჩვენს დაღუპულ გმირებს ვიხსენებთ. თავიდანვე გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ გვინდა საქართველოს უკვდავი პოლკის შეკრება და მსვლელობის ჩატარება, ამიტომ ვინც დღეს ვაკის პარკში მოვა და შემოგვიერთდება, ის დღეიდან ჩვენი უკვდავი პოლკის წევრი იქნება.“
უკვდავი პოლკის ქართული დანაყოფი ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან დილის 11 საათზე გამოჩნდა, მსვლელობაში სულ 40-მდე ადამიანი მონაწილეობდა. გამარჯვების პარკში, პოლკის წევრებს მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ოჯახის წევრების პორტრეტები, გეორგიევსკის ლენტები და დროშები მოჰქონდათ, წმინდა გიორგის გერბით და წარწერით საქართველოს უკვდავი პოლკი, ქართულ და რუსულ ენებზე.
აქციის მონაწილეთა სიმცირეს, საქართველოს პრორუსული ორიენტაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის მწვავე დაპირისპირებით ხსნიან.
მას შემდეგ, რაც აპრილში, მოსკოვმა უკვდავი პოლკის ორგანიზაციის უფლება თბილისში, მრავალეროვნული საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციასა და რუსულენოვან თემთა კონგრესს ჩააბარა, პრორუსული ინტერნეტ გამოცემა საქინფორმი ღიად დაესხა თავს გოგიძე-ზახაროვას დუეტს.
„ავანტიურისტ-ანტიფაშისტებს, მოსკოვმა უკვდავი პოლკის დაარსების უფლება მისცა... რითაც კიდევ ერთი საჭირო წამოწყების საფუძველშივე დისკრედიტირება ხდება... რაც თავის მხრივ, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის, რუსული ფონდების: გორჩაკოვის, «Русский мир»-ის, «Российский Фонд мира»-ს, ფედერალური სააგენტო «Россотрудничество»-ს დისკრედიტაციას ნიშნავს“ - წერს საქინფორმის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, რომელიც გოგიძე-ზახაროვას „მოსკოველ უფროსად“ რუსეთის დუმის დეპუტატ ლეონიდ სლუცკის ასახელებს.
უკვდავი პოლკი მოსკოვში, 09.05.2017.
უკვდავი პოლკის აქციას დღეს, ბატალიონ ავაზას ყოფილი მეთაური, თადარიგის პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილიც შეუერთდა და განაცხადა, რომ ეს იდეა მისთვის სავსებით მისაღებია:
"უკვდავი პოლკის იდეა ჩემთვის მისაღები იყო, რამდენიმე წელია უკვე, ეს ღონისძიება რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ტარდება და აქ შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ფაშიზმს".
„უკვდავი პოლკის იდეა ჩემთვის მისაღები იყო, რამდენიმე წელია უკვე, ეს ღონისძიება რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ტარდება და აქ შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ებრძოდნენ ფაშიზმს.“
უკვდავი პოლკის იდეა 2011 წელს რუსეთის ქალაქ ტომსკში ჩაისახა, თუმცა, კრემლის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო მასშტაბი 2015 წლიდან მიიღო, როცა აქცია 17 ქვეყანაში გაიმართა. 2016 წელს კი უკვდავმა პოლკმა უკვე 42 ქვეყანაში ჩაიარა. წელს, 9 მაისს, უკვდავი პოლკის მსვლელობამ, დაახლოებით, 50 ქვეყანა მოიცვა, ტრადიციულად, მარში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც შედგა.
უკვდავი პოლკი ვაშიგნტონში
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში უკვდავი პოლკის დღევანდელმა მარშმა, ახალი რეკორდი დაამყარა, აქციაზე 850 000 ადამიანი შეკრიბა, მათ შორის, ბუნებრივია პრეზიდენტი პუტინიც იყო.
წელს, მსვლელობისას, მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი და სომეხი მებრძოლების კოლექტიური პორტრეტებიც გამოფინეს, რომელიც სპეციალურად, 9 მაისისთვის, რუსულ-ქართული აკადემიის პრეზიდენტმა ნოდარ ერიაშვილმა დახატა.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები