რუსეთში ირონიით პასუხობენ შეთავაზებას, პრორუსი მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ
ფოტო: Volodymyr Zelensky / Instagram
რუსეთში ირონიით პასუხობენ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, პრორუსი უკრაინელი დეპუტატისა და ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის გაცვლის შესაძლებლობაზე.
კრემლის პრესსპიკერი ამტკიცებს, თითქოს მედვედჩუკს არასდროს ჰქონია კულისებს მიღმა რუსეთთან ურთიერთობა. დმიტრი პესკოვის თქმით, ის არ არის რუსეთის მოქალაქე და კრემლში არ იციან, სურს თუ არა პრორუს პოლიტიკოსს მოსკოვის ჩართულობა მის საქმეში.
"რაც შეეხება გაცვლას, რომელზეც კიევში სხვადასხვა ფიგურა ასე აღტკინებით და ხალისით, საუბრობდა: მედვედჩუკი არ არის რუსეთის მოქალაქე, მას არანაირი კავშირი არ აქვს სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან, ის არის საზღვარგარეთის პოლიტიკური ფიგურა", — ამბობს ის, თუმცა აღნშნავს, რომ მოსკოვი თვალს მიადევნებს მედვედჩუკის ბედს.
ამ საკითხს გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი მედვედევიც და უკრაინის ხელისუფლებას დაემუქრა.
"ცალკეული ნაძირლები, რომლებიც საკუთარ თავს უკრაინის მთავრობას უწოდებენ, ამბობენ, რომ სურთ ვიქტორ მედვედჩუკისგან ჩვენების მოპოვება, მისი "სწრაფად და სამართლიანად" გასამართლება და შემდეგ ტყვეებში გაცვლა.
ამ მოღვაწეებს ურჩევნიათ გარშემო ყურადღებით იყურონ და ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, რომ გასაცვლელ პირებს შორის თავად არ აღმოჩნდნენ", — წერს მედვედევი.
უკრაინაში პრორუსი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, მედვედჩუკს უკრაინის შეიარაღებული ძალების ფორმა ეცვა, რათა შენიღბულიყო. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაკავებულის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ხალხს კოსმონავტიკის დღე მიულოცა.
მოგვიანებით მან რუსეთის ფედერაციას მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა.
"თუ მედვედჩუკმა აირჩია საკუთარი თავისთვის სამხედრო ფორმა, ის ომის წესებს ექვემდებარება. მე რუსეთის ფედერაციას ვთავაზობ, რომ ეს თქვენი ბიჭი გაგვიცვალეთ ჩვენს ბიჭებსა და გოგოებში, რომლებიც ახლა რუსეთის ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა და სამხედროებმაც განიხილონ ეს შესაძლებლობა", — განაცხადა მან.
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები