ზურაბ ჯაფარიძე

13 Apr. 2022, 13:53

რატომ იქცევა "ოცნება" ასე გასაგები ხდება თუ გავიაზრებთ იმას, ვინ არიან ეგენი. ესენი არიან ხალხი, რომლებიც 10 წლის განმავლობაში ჩვენ და ამ ქვეყნის მოსახლეობას უმტკიცებდნენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩმორის მდგომრებაში, იმიტომ რომ რუსეთი არის ძლიერი და რუსეთი შეგვჭამს. ამიტომ, უნდა გავჩუმდეთ, უნდა ვიყოთ სოფელი, არ უნდა გვქონდეს ამბიცია, არ უნდა განვვითარდეთ, ამის გამო დედა გვეტირა, არავის ეს ქვეყანა აღარ აინტერესებს, ფული აქ აღარ იდება, ამიტომ გავღარიბდით, ამიტომ ლარი გაუფასურდა, ამიტომ ინფლაცია გვაქვს კატასტროფული, ამიტომ გავფარჩაკდით ბოლომდე, ოღონდ ისინი ამას ამართლებენ იმით, ხალხს ეუბნებიან 10 წლის განმავლობაში, რომ აბა ომი გინდათ?! ამიტომ მანდ ერთადერთი ამბავი, რითიც ყველაფერი იხსნება არის ის, რომ ისინი არიან რუსეთის მხარეს, ბუნებრივად არიან რუსების მხარეს. უნდათ, რომ უკრაინა დამარცხდეს, რომ მერე მოგვიტრიალდნენ და გვითხრან — აი, ჩვენ ხო ვიყავით მართლები?! 10 წელი რასაც ვამბობდით ხომ გამართლდა?! ხო ხედავთ რა უქნა რუსეთმა უკრაინას?! ამის თქმა უნდათ, ამას ელოდებიან, ეს მომენტი დადგეს, რომ მოგვიტრიალდნენ და ეს გვითხრან. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის

პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია…