მამუკა მდინარაძე

1 Apr. 2022, 14:59

მიმდინარეობს ჰიბრიდული ცივი ომი და ეს ისტორიას დარჩება. ისტორიას დარჩება, რომ ჰიბრიდული ომი საქართველოში მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად. მე თქვენ ყველას გთხოვთ, მათ შორის, ოპოზიციას, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც აყოლილია ნაცმოძრაობას, ნაცმოძრაობის ტელევიზიებს, რომ ნუ გახდებით ამ ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები. ამის ნიშნები არის. საქართველოში ჩვეულებრივი ომია, ჰიბრიდული ომი, ცივი ომი და ეს, სამწუხაროდ, მიმდინარეობს რუსეთის მიერ წარმოებული ომის კვალდაკვალ უკრაინაში, შესაბამისად ამ ომის ჯარისკაცები არავინ არ უნდა გახდეთ, რაც არ უნდა პროპაგანდა მიდიოდეს შიდა ნიუსრუმებში პროპაგანდა, თუ შიდაპარტიული. ამ ომის ჯარისკაცებია რ უნდა გახდეთ, ეს უნდა შეძლოთ. ეს არის საქართველოსთვის გაკეთებული საქმე, თუ თქვენ ამას შეძლებთ და თავს ზევით ძალას იპოვით.

[...] კიდევ ერთხელ, უბრალოდ, მოგიწოდებთ, რომ ნუ გახდებით ჰიბრიდული ომის ნაწილი და ჯარისკაცები საქართველოს წინააღმდეგ. რაც შეეხება ხუმრობით, დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღეც მოგილოცოთ. 

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მან ჟურნალისტებს ჯერ "რჩევები მისცა", შემდეგ კი ირონიულად მიმართა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები

თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი გირჩი) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ IRI-მა კვლევა…