მიხეილ სააკაშვილი

24 Mar. 2022, 16:49

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არ გამიცრუა იმედები და ჩემი სარჩელი განსახილველად დაუშვა. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა და ნამდვილად კარგად მესმის მისი ფასი, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის 1993 წლის კურსდამთავრებულს.

დღეს გადაიდგა უზარმაზარი ნაბიჯი სიმართლის დასადგენად ოცნების მიერ შეთითხნილ საქმეებზე და სამართლიანობის აღსადგენად. მინდა ყველას შევახსენო, რომ მე მოვუგე ჰოლანდიის ადგილობრივ სასამართლოში სარჩელი ივანიშვილის წარმომადგენელს, რუხაძეს 2018 წელს. 2020 წელს ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგი და 2022 წელს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოები, სადაც მე და სამხედროებს წინასწარი წარმოების ეტაპზე გვიცავდა მსოფლიოში სახელგანთქმულ იურისტთა ჯგუფი და სადაც წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ მე და ქართველი სამხედროები განსასჯელის სკამზე აღმოვჩენილიყავით.

ერთი სიტყვით, აქამდე, გავმართლდი ყველა საერთაშორისო სასამართლოში და რატომღაც ყოველთვის ვაგებ მურუსიძის სასამართლოს. მიზეზი, სრულიად გასაგებია — ის, რაც საქართველოში ხდება, ყველაფერია მართლმსაჯულების გარდა. თუმცა, ჭეშმარიტად, სამართალი ურმით, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად მოდის.

მინდა ვუთხრა ახლა პანიკაში ჩავარდნილ იუსტიციის სამინისტროს და მთელ ხელისუფლებას — შეეგუეთ მარცხს. ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი, ბოლოს და ბოლოს, ერთი სამშობლო გვაქვს, რომელიც ახლა უმძიმეს გასაჭირშია. სჯობს, თქვენ თვითონ გამიღოთ ციხის კარები, სანამ ამას მსოფლიო, ქართველი ხალხი და საერთაშორისო სასამართლო ფორუმები გაიძულებენ. ნუ შევარცხვენთ ჩვენს ქვეყანას. მე, პირადად, სიტყვას გაძლევთ, რომ არანაირი შურისძიების სურვილი კი არა, არამედ წყენაც კი არ დამრჩება, მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რომელშიც გამატარეთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  3. ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
  4. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი
  5. განათლების სამინისტრო: მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მამუკა მდინარაძე: მე პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ასეთ შემთხვევებთან [პოლიციელების ძალადობასთან] დაკავშირებით რეაგირება მექნება

ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ დღენიადაგ გვაძახებენ ბევრ რამეს, მათ შორის, რომ მაგალითად სამართალდამცავი ორგანოების…