ციფრული ტელეპათია - ილონ მასკისა და მარკ ცუკერბერგის ამბიციური პროექტები
ფოტო: agsandrew / Shutterstock
ხელოვნური ინტელექტის ადამიანებზე გაბატონება მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა არაა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ილონ მასკი, სტეფან ჰოკინგი და ბევრი სხვა მეცნიერი.
ზოგიერთი ვერსიით, ხელოვნური ინტელექტი 2100 წლისთვის უკვე სრულად დაეპატრონება დედამიწას და ადამიანებს და ვინ იცის, იქნებ ტერმინატორის ან მატრიცას სცენარიც კი განვითარდეს. ილონ მასკს გულის სიღრმეში იმისაც სჯერა, რომ ჩვენ, შეიძლება, მატრიცას მსგავს ვირტუალურ სიმულაციაში უკვე ვცხოვრობთ.
თუ ბილ გეითსი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტისგან შრომითი ბაზარი გადასახადების დაწესებით უნდა დავიცვათ, ილონ მასკი სულ სხვა მიდგომას გვთავაზობს.
SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც ორივე კომპანია უდიდეს წარმატებამდე მიიყვანა და დასახული გეგმები პირნათლად შეასრულა, ახლა ხელოვნური ინტელექტის უპირატესობის აღმოსაფხვრელად იმუშავებს. მასკი თვლის, რომ AI-მ და ადამიანებმა სიმბიოზურად უნდა იცხოვრონ და ამისთვის არც ტექნოლოგიის შეზღუდვაა საჭირო და არც დამონება.
ფოტო: Getty Images
Neuralink ახალი კომპანიაა, რომელსაც ილონ მასკი უხელმძღვანელებს ანუ ის ერთდროულად 3 კომპანიის CEO იქნება. Neuralink-ის მთავარი მიზანი ადამიანის ტვინისა და ხელოვნური ინტელექტის ერთმანეთთან დაკავშირებაა, ერთგვარი ვირტუალური გარემოს, ინტერფეისის, შექმნა, რომლითაც ტვინი და მანქანა ერთმანეთს დაუკავშირდებიან. კომპანიის მოკლევადიანი გეგმა ბაზარზე იმპლანტების შემოტანაა, რომლებიც ტვინის დაზიანებულ ნაწილებს ჩაანაცვლებს ან ფუნქციონირებაში დაეხმარება.
"დაახლოებით 4 წელიწადში ბაზარზე შემოვიტანთ მოწყობილობას, რომელიც ტვინის ტრავმის მქონე ადამიანებს დაეხმარება, იქნება ეს ინსულტის, კიბოს თუ კოგნიტური აშლილობის შედეგად მიღებული დაზიანებები," ამბობს მასკი Wait But Why-სთან საუბარში.
ტვინის იმპლანტები და ბიონიკური პროთეზები სიახლე არ არის და ამ ტექნოლოგიაზე უამრავი კომპანია მუშაობს, არის გარკვეული პროგრესიც, მაგრამ ის, რასაც მასკი უახლოეს მომავალში გეგმავს, აქამდე მხოლოდ შორეულ პერსპექტივაში არსებობდა. მას უნდა, რომ შექმნას მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთს და ხელოვნურ ინტელექტს, შეიძლება ითქვას, ტელეპათიურად დაუკავშირდებიან და ეურთიერთებიან.
ამ ტექნოლოგიის საშუალებით, მასკს სურს, რომ ენა, როგორც საკომუნიკაციო მედიუმი შეცვალოს ან საერთოდ ამოაგდოს.
ანუ ჩვენ, როცა ჩვენი აზრის გადმოცემა გვინდა, ამ აზრს ვთარგმნით და ვაქცევთ სიტყვებად, რომელსაც ვერბალურად გადმოვცემთ, ხოლო ადამიანი, რომელსაც ვესაუბრებით ამ ინფორმაციას იღებს, აგზავნის ტვინის შესაბამის ნაწილში, რა დროსაც ხდება ინფორმაციის გაშიფრვა და აღქმა. ცხადია, ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ ამ პროცესის მიმდინარეობას ვერც კი ვამჩნევთ, მაგრამ კომუნიკაციის პროცესი, რეალურად, ასე მიმდინარეობს. სწორედ ამ პროცესის გამარტივება უნდა მასკს.
მასკის აზრით, კომუნიკაციის ასეთი ასწრაფების შედეგად ცივილიზაცია უფრო მალე განვითარდება და შესაბამისად, ვერც ხელოვნური ინტელექტი გვაჯობებს. რადგან ეს არა - შეჯიბრი, არამედ ჰარმონიული თანაცხოვრება იქნება.
ადამიანების ტელეპათ-კიბორგებად ქცევას მასკი და Neuralink დაახლოებით 10 წელიწადში გეგმავენ.
თითქმის იგივე გზას ადგას Facebook-იც, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელის ფორმატს უკვე გასცდა. F8 კონფერენციის პირველ დღეს მარკ ცუკერბეგმა დამატებული რეალობის ტექნოლოგიის შესახებ ისაუბრა და წარმოგვიდგინა სამყარო, რომელიც მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში გვინახავს.
F8-ის მეორე დღეს, საზოგადოების წინაშე Building 8-ის ხელმძღვანელი რეჯინა დუგანი წარდგა, რომელმაც ტვინისა და მანქანების საკომუნიკაციო პლატფორმაზე ისაუბრა. Building 8 Facebook-ის ერთ-ერთი განყოფილებაა, რომელიც ახალი მოწყობილობების შექმნაზე მუშაობს.
"Building 8 არის განყოფილება, რომელიც მუშაობს ახალი ტექნიკის შემუშავებაზე, რომელიც მსოფლიოს დაკავშირების მისიის შესრულებას დააჩქარებს", ვკითხულობთ Buildin 8-ის გვერდზე. გუნდი ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური და დამატებული რეალობის ტექნოლოგიებზე მუშაობს.
სწორედ ამ გუნდის გეგმებზე ისაუბრა დუგანმა კონფერენციაზე. მისი თქმით, მალე შეიქნება ხელსაწყო, რომელიც ადამიანებს თავიანთ კომპიუტერებთან, სმარტფონებთან და სხვა მოწყობილობებთან ფიქრით დააკავშირებს. ანუ თქვენ გაიფიქრებთ ტექსტს და თქვენი მობილური ავტომატურად აკრეფს, გაიფიქრებთ მეგობრის სახელს და გაგზავნის ბრძანებას და ეს ტექსტი იმ ადამიანთან გაიგზავნება.
მოწყობილობა, რომელზეც Facebook მუშაობს ექსპერიმენტულ სტადიაშია, მაგრამ იმედისმომცემად გამოიყურება.
"ჩვენს ტვინს წამში 1 ტერაბიტი ინფორმაციის წარმოქმნა შეუძლია. ანუ თქვენს ტვინში წამში 4 HD ხარისხის ფილმი გადაიცემა. ამ დროს არსებობს ერთი პრობლემა, როგორ ავიღოთ ეს ინფორმაცია და ტვინიდან ჩვენს გარემოში გადმოვიტანოთ? მე, როცა ახლა გელაპარაკებით, წამში 100 ბიტ ინფორმაციას გადმოგცემთ, ეს კი იგივე სისწრაფეა, რაც Dial-up მოდემებს ჰქონდათ. ანუ წარმოიდგინეთ, 4 HD ფილმს ვუყურებთ 1980-იანი წლების მოდემის სიჩქარით", განაცხადა დუგანმა კონფერენციაზე. მისი თქმით, საუბარი კომპრესიის ალგორითმია, რომელიც უამრავ ინფორმაციას კარგავს.
"რა იქნებოდა, ტექსტის აკრეფა პირდაპირ ტვინიდან რომ შეგვეძლოს?" იკითხა დუგანმა.
ფოტო: Facebook
კითხვის პასუხად მან ვიდეო დემონსტრაცია წარმოადგინა და გვაჩვენა ქალი, რომელსაც ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი აქვს. ამ დაავადებით იტანჯება ცნობილი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგიც, რომელიც კომუნიკაციისთვის სპეციალურად შექმნილ მანქანას იყენებს, რომელსაც ლოყის კუნთით აკონტროლებს, კრეფს ტექსტს, ხოლო მის ნათქვამს მოწყობილობა ახმოვანებს.
დუგანის მიერ წარმოდგენილი მოწყობილობა კი ყველანაირი ფიზიკური მოქმედების გარეშე მუშაობს.
"ამ ქალს ტექსტი თავისი ტვინის საშუალებით შეჰყავს. ის არც თვალებს ახამხამებს და არც მოძრაობას აკეთებს, ამ ინფორმაციას მთლიანად ტვინიდან გადმოსცემს," განაცხადა დუგანმა. ქალს ტვინის იმ ნაწილში, რომელიც სხეულის მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, ბარდის მარცვლის ზომის იმპლანტანტი აქვს ჩადგმული.
როცა ქალი წარმოიდგენს, რომ კურსორს ამოძრავებს, ელექტროდები იწერენ მისი ნეირონების მოძრაობას და ინფორმაციას გადასცემენ კომპიუტერს, რომელიც იგებს, რომ კურსორი უნდა გაანძრიოს. ამ სისტემის დახმარებით ქალს წუთში 8 სიტყვის დაწერა შეუძლია.
წუთში რვა სიტყვის დაწერა დიდად შთამბეჭდავად შეიძლება არ მოგეჩვენოთ, მაგრამ, გაგიმეორებთ: ქალი კომპიუტერს პირდაპირ ტვინიდან მართავს, ის ტელეპათიურად ეურთიერთება მოწყობილობას, რომელიც მის ტვინში მიღებულ ინფორმაციას იღებს, თარგმნის და შესაბამისად მოქმედებს.
ანუ უკვე თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ Facebook-მა ციფრული ტელეპათიის ტექნოლოგია შეიმუშავა.
დუგანის თქმით, რამდენიმე წელიწადში, ის და მისი გუნდი წარმოადგენენ გაუმჯობესებულ ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც წუთში რამდენიმე ასეული სიტყვის დაწერა იქნება შესაძლებელი.
ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ რასაც გაიფიქრებთ ყველაფერი დაიწერება. ამ მოწყობილობით მხოლოდ იმ ფიქრებს გააზიარებთ, რომლებიც გინდათ. ანუ ზუსტად ისე, როგორც ლაპარაკისას.
ფეისბუქის პრიორიტეტი ისეთი მოწყობილობის შექმნაა, რომელიც კომუნიკაციის საშუალებას ქირურგიული ჩარევის გარეშე მოგვცემს. ეს კი, პალო ალტოში, კანის სენსორებით მოსმენისა და აღქმის ტექნოლოგიით ესახებათ - დაახლოებით ისე, როგორც უსინათლოები აღიქვამენ ტექსტს ბრაილის შრიფტით.
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ დუგანმა ამ ტექნოლოგიის დემოც გვაჩვენა.
ფოტო: Facebook
ვიდეო, რომელშიც Facebook-ის ინჟინრები ჩანან, გვაჩვენებს თუ როგორ მუშაობს კანით მოსმენის ტექნიკა. გოგოს, რომელიც ვიდეოში ჩანს მხარზე დამაგრებული აქვს სამართავი მოწყობილობა, რომელიც ყურის ლოკოკინის ფუნქციას ასრულებს - ანუ ხმოვან სიგნალებს გარკვეული ტიპის სიხშირეებად თარგმნის და ტვინს გადასცემს.
აშკარაა, რომ ამ ორი ადამიანის და კიდევ სხვა კომპანიებისა და მეცნიერების წყალობით, რამდენიმე წელიწადში, სულ მალე, ხვალ, ზეგ, მაზეგ, ადამიანები ევოლუციის საფეხურზე კიდევ უფრო მაღლა ავიწევთ.
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
კომენტარები