ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან კანონპროექტი წინასწარ იყო შეთანხმებული — ლომჯარია
ფოტო: სახალხო დამცველის პრესსამსახური
საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, სამოქალაქო საზოგადოებასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციისა და საკმარისი დისკუსიის გარეშე განიხილა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან კანონპროექტი წინასწარ იყო შეთანხმებული.
მისივე თქმით, დაუშვებელია, მხოლოდ 2-3 დღე ეთმობოდეს მსგავს საკითხებზე მსჯელობას, კომიტეტის სხდომა ინიშნებოდეს კანონპროექტის გამოქვეყნების გარეშე და დაინტერსებულ პირებს წართმეული ჰქონდეთ განხილვაში ინფორმირებული მონაწილეობის შესაძლებლობა.
"იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლის უპირველესი კონსტიტუციური ვალდებულება სწორედ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვაა, ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე დუმს, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან კანონპროექტი წინასწარ იყო შეთანხმებული.
სამწუხაროა, რომ ცვლილებებზე ამ დრომდე არ მოგვისმენია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის მოსაზრება. სხვა არამოსამართლე წევრები, რომლებიც პარლამენტს უნდა აერჩია, ამ დროისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არ არიან და 5 ასეთი პოზიცია მიმდინარე წლის ივნისიდან ვაკანტურია", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ომბუდსმენის განცხადებით, იმისათვის, რომ რეფორმა სწორად დაიგეგმოს, საჭიროა არსებული ვითარების სწორად შეფასება.
"მსგავსი შეფასების გარეშე ვერ მოხერხდება რაიმე პროგრესული ცვლილების მიღწევა და პროცესებში დადებითი დინამიკის შემოტანა. აღნიშნული საკითხის მიღმა, წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე არ პასუხობს 19 აპრილის შეთანხმებას და არ ეხება იმ სარეფორმო საკითხებსა და სულისკვეთებას, რაც შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული", — აცხადებს ლომჯარია.
სახალხო დამცველის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი შეფასდეს არა განზოგადებულად, არამედ მოცემულ კონტექსტში, არსებული საბჭოს პირობებში და იმ უმძიმესი გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგას მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა. ომბუდსმენი ჩამოვთვლის კანონპროექტით გათვალისწინებულ იმ საკითხებს, რომლებსაც უაღრესად პრობლემურად აფასებს. ნინო ლომჯარიას თანახმად, საკითხები, რომელიც პირდაპირ მიმართულია სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების გაუარესებისაკენ შემდეგია:
- უკიდურესად იოლდება საქმის განხილვისაგან მოსამართლეთა ჩამოცილება და ჩნდება სივრცე მანიპულაციებისათვის;
- მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგელობის საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა მცირდება და ამისათვის საკმარისი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების ხმა, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში;
- ოთხჯერ იზრდება მოსამართლეთა არანებაყოფლობითი მივლინების ვადები, უქმდება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქვედა ინსტანციაში არანებაყოფლობით მივლინების აკრძალვა, რითაც იქმნება ახალი სადამსჯელო ბერკეტები მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელში, მათთვის მიუღებელი კოლეგების წინააღმდეგ;
- მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლება იზღუდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი საფუძვლით, რომლის განმარტებაც პრაქტიკაში შეიძლება პრობლემური იყოს;
- მკაცრდება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა;
- კიდევ უფრო არაგამჭვირვალე ხდება მოსამართლეთა პირველ და მეორე ინსტანციაში დანიშვნის სისტემა, იქმნება ნიადაგი ინტერესთა კონფლიქტებისათვის, კიდევ მეტად სუსტდება მოსამართლეთა შერჩევა დამსახურების მიხედვით;
- დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი წარიმართება დაჩქარებულ ვადებში, რამაც შესაძლოა შეასუსტოს გამჭვირვალობა.
"მთლიანობაში, წარმოდგენილი კანონპროექტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ემზადება მისთვის არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად და სასამართლო სისტემიდან ჩამოსაცილებლად. სამწუხაროა, რომ ასეთი მკვეთრად უარყოფითი შინაარსის მატარებელი კანონპროექტი მმართველი პარტიის დეპუტატების ხელით არის ინიცირებული და დაჩქარებულად განიხილება", — აღნიშნავს ნინო ლომჯარია.
ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდა, არ დაეჭირა მხარი წარმოდგენილი ცვლილებებისთვის. კანონპროექტის მიღების შემდეგ კი, სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობა და კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს.
პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაზე 81 მომხრე და 7 წინააღმდეგი იყო.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც წინასაახალწლო პერიოდში, 22 დეკემებერს, დააინიცირეს დეპუტატებმა — გურამ მაჭარაშვილმა, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ.
გაიგე მეტი:
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
-
"თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
კომენტარები