ქართველი მუსიკოსები ევროპის წლის 100 საუკეთესო ინდი ხელოვანის კონკურსზე წარადგინეს
ფოტო: Tamada / Erekle Getsadze / Circus Mircus / Facebook
ქართველი მუსიკოსები — ორი მომღერალი და ერთი ჯგუფი — ევროპის წლის 100 საუკეთესო ინდი ხელოვანის კონკურსზე არიან წარდგენილები. Tamada, ერეკლე გეწაძე და ჯგუფი ცირკუს მირკუსი პრესტიჟულ რეიტინგში მოხვედრას ეცდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ მუსიკის ქართული გამომცემელი GMI Rights Management ავრცელებს.
"წელს გვქონდა პატივი IMPALA-სთან კოლაბორაციით ჩავრთულიყავით კანდიდატების შერჩევის პროცესში, რომლებიც ნომინირებულები იქნებოდნენ ევროპის წლის 100 საუკეთესო ინდი არტისტის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად", — წერია განცხადებაში.
GMI Rights Management-ის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობა იყო, პოტენციურ ნომინანტს მიმდინარე წლის განმავლობაში რაიმე აქტივობა ჰქონოდა განხორციელებული. ამასთან, მას უნდა დაეკმაყოფილებინა სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმებიც, როგორიცაა ინოვაციურობა, შემოქმედებითობა და კომერციული წარმატება.
"Tamada-ის 2021 წლის შემოქმედება შეფასდა, როგორც მაღალი ორიგინალურობისა და იდენტობის მქონე შემოქმედება. Erekle Getsadze-მ გაიმარჯვა ELECTRONAUTS-ს მთავარ ნომინაციაში, ელექტრონავტი XII, ხოლო Circus Mircus-მა გაიმარჯვა ევროვიზიის შიდა კონკურსში და იბრძოლებს საერთაშორისო დონეზე საქართველოს სახელით".
აღსანიშნავია, რომ IMPALA-ის ყურადღების ცენტრში რამდენიმე წლის წინ ცნობილი ქართული ჰიპ-ჰოპ ჟანრის დუეტი KayaKata-ც აღმოჩნდა, რომლის ალბომიც წლის საუკეთესო ალბომის დაჯილდოებაზე 22 ნომინანტს შორის მოხვდა.
რაც შეეხება GMI-ის, ეს პირველი ქართული მუსიკალური გამომცემლობა და ლეიბლია. 2018 წლიდან დღემდე GMI-მ მოახერხა გაეციფრულებინა 290 ავტორის 4000-ზე მეტი ფონოგრამა, რომლებიც ხელმისაწვდომია ისეთ პლატფორმებზე, როგორებიც არიან YouTube, Spotify, Apple Music, Deezer, Amazon და სხვა. 2018 წელსვე ლეიბლი საქართველოს ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელიც დამოუკიდებელ მუსიკალურ გამომცემელთა ფორუმში გაწევრდა.
დღესდღეობით კომპანია იცავს და მართავს ისეთი ავტორების შემოქმედებას, როგორებიც არიან გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, რევაზ ლაღიძე, გოგი ცაბაძე, ნიაზ დიასამიძე, ალექსანდრე ბასილაია, ბიძინა კვერნაძე, ჯემალ სეფიაშვილი, ვატო კახიძე, ირინა სანიკიძე და სხვა მრავალი. GMI 2019 წლიდან საქართველოში წარმოადგენს ისეთ გიგანტ მუსიკალურ გამომცემელს, როგორიცაა Universal Music Publishing Group.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები