GMI Rights Management-მა Audio Network-თან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება დადო
ფოტო: GMI
გლობალური მუსიკალური კომპანიის Audio Network Limited-ის წარმომადგენელი საქართველოში GMI Rights Management გახდა. Audio Network კატალოგში არის მაღალი ხარისხის მუსიკალური ნაწარმოებები ტელევიზიის, სარეკლამო ბაზრის, ბიზნესისა და ციფრული მედიისათვის. GMI პირველი კომპანიაა, რომელმაც აღმოსავლეთი ევროპის ტერიტორიაზე შეძლო და გახდა Audio Network-ი რეგიონული პარტნიორი.
GMI-სთვის ეს კოლაბორაცია წარმოადგენს უნიკალურ შანსს, გაზარდოს თავისი ავტორების შემოსავლები, რადგან თანამშრომლობა ასევე მოიცავს ერთობლივად რეგიონზე მორგებული ახალი ფლეილისთების შედგენასაც.
"ძალიან საამაყოა, რომ Audio Network-ის რუკას დაემატა საქართველო, ეს საშუალებას მოგვცემს, ერთი მხრივ, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სხვადასხვა ინდუსტრიისთვის მუსიკის ლიცენზირება და მეორე მხრივ, საერთაშორისო დონეზე გავზარდოთ საქართველოში შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებების ცნობადობა", — ზუკა ბეჟაშვილი, GMI Rights Management-ის დირექტორი. "ერთობლივი ძალისხმევით მეტად გამარტივდება ლიცენზირების პროცესი და გაიზრდება რეგიონში მუსიკის ხელმისაწვდომობა".
კატალოგი და ფასები მორგებული არის სხვადასხვა ტიპის მოსარგებლეებზე, დაწყებული ტელევიზიებით, დამთავრებული ე.წ. "ინფლუენსერებით". Audio Network-ი თანამშრომლობს უამრავ ცნობილ კომპოზიტორთან, პროდიუსერთან თუ არტისტთან. ეს თანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს GMI-სა და Audio Network-ის ავტორებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასაც. Audio Network-ის მრავალფეროვანი კატალოგი 1000-ზე მეტი ავტორის 200 000-ზე მეტ მუსიკალურ ნაწარმოებს მოიცავს.
"ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ GMI-სთან ამ თანამშრომლობის დაწყებით, რაც კიდევ უფრო მეტად განავითარებს საქართველოს ბაზრის პოტენციალს", — რობ სმიტი, Audio Network-ის დირექტორი. "ამ თანამშრომლობით ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოვებთ ჩვენს საზღვრებს აღმოსავლეთ ევროპაში და ვცდილობთ მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ხარისხიანი მუსიკა".
მოკლედ GMI RIGHTS MANAGEMENT-ის შესახებ
GMI არის პირველი ქართული მუსიკალური გამომცემლობა და ლეიბლი. 2018 წლიდან დღემდე GMI-მ მოახერხა გაეციფრულებინა 290 ავტორის 4000-ზე მეტი ფონოგრამა, რომლებიც ხელმისაწვდომია ისეთ პლატფორმებზე, როგორებიც არიან YouTube, Spotify, Apple Music, Deezer, Amazon ა.შ. დღესდღეობით კომპანია იცავს და მართავს ისეთი ავტორების შემოქმედებას, როგორებიც არიან გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, რევაზ ლაღიძე, გოგი ცაბაძე, ნიაზ დიასამიძე, ალექსანდრე ბასილაია, ბიძინა კვერნაძე, ჯემალ სეფიაშვილი, ვატო კახიძე, ირინა სანიკიძე და სხვა მრავალი. GMI-ს არტისტების ჰონორარები კვარტალურად სტაბილურად, 30%-ით იზრდება. GMI 2019 წლიდან საქართველოში წარმოადგენს ისეთ გიგანტ მუსიკალურ გამომცემელს, როგორიცაა Universal Music Publishing Group.
მოკლედ AUDIO NETWORK-ის შესახებ
Audio Network არის მუსიკალურ კომპანია, რომელიც ქმნის მაღალი ხარისხის ორიგინალურ მუსიკალურ ნაწარმოებებს მაუწყებლობებისთვის, ბრენდებისთვისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მსოფლიოს მასშტაბით. Audio Network-ის მუსიკალურმა ნაწარმოებებმა შეძლო და გადმოსცა ისტორიები სხვადასხვა მასშტაბზე. კომპანიის კატალოგს სისტემატურად იყენებენ Hollywood-შიც YouTube-ზეც, Coca-Cola-ც და Vice-ც. Audio Network-ის კატალოგი აერთიანებს ყველა ჟანრისა და ხასიათის მუსიკას.
როგორ მუშაობს Audio Network
ზოგადად, საყოველთაოდ ცნობილი და ხელმისაწვდომი მუსიკალური ნაწარმოებების ლიცენზირების პროცესი რამდენიმე მნიშვნელოვან, ძვირ და დროში გაწელილ ნაბიჯს მოიცავს:
- მუსიკალური ნაწარმოების საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა იდენტიფიცირება
- აპლიკაციის შევსება/გაგზავნა
- პასუხის ლოდინი — 2 კვირიდან 6 თვემდე
- მაღალი სალიცენზიო ფასები
რადგანაც Audio Network-ი საკუთარ კატალოგში შემავალი ნაწარმოებების უფლების ერთადერთი მფლობელია, ადგილობრივი წარმომადგენლის მეშვეობით შეუძლია, პოტენციურ მომხმარებელს მისცეს ლიცენზია სულ რაღაც ერთ დღეში, ზოგ შემთხვევაში კი ერთი დაწკაპუნებით ხელმისაწვდომ ფასად. მომხმარებელს შეუძლია, მოძებნოს სასურველი მუსიკა ონლაინ მარტივად, საძიებო სისტემით ან ჟანრების მიხედვით დაწყობილი კატალოგის საშუალებით.
შესაძლებელია დაყენდეს ფილტრი:
ჟანრის მიხედვით
ხასიათის მიხედვით
პროდაქშენის კატეგორიის მიხედვით
სეზონების მიხედვით
დამატებითი ძებნის ფუნქცია აძლევს მომხმარებელს საშუალებას, დააყენოს სპეციალური ფილტრი და შეამციროს ძებნის არეალი ხანგრძლივობის, ტემპის (ნელი, ჩქარი) ჟღერადობის (მაჟორული, მინორული, სპეციალური ტონალობა) ან უბრალოდ ტექსტში სასურველი სიტყვების მიხედვით.
სისტემა ასევე იძლევა შერჩეული მუსიკალური ნაწარმოებების დახარისხების შესაძლებლობას პროექტების მიხედვით:
როგორ დაიწყო თანამშრომლობა?
"GMI-ს დაფუძნების დღიდან ვცდილობდი, საქართველო გამხდარიყო საერთაშორისო მუსიკალური ინდუსტრიისა და რუკის ნაწილი. ვინაიდან ამ სფეროში ქვეყნის ცნობადობა ძალიან დაბალი იყო, საკმაოდ რთული გზის გავლა მოგვიწია.
დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი, რაიმე ფორმით დავკავშირებოდი Audio Network-ს, მაგრამ უშედეგოდ, სანამ ერთ დღეს არ მომეცა შესაძლებლობა პირისპირ შევხვედროდი მის წარმომადგენელს:
MIDEM-ის საერთაშორისო ფესტივალზე ერთ-ერთი სესია იყო "Meet the Publisher". დგები რიგში, მაგიდასთან სხედან სხვადასხვა ფაბლიშერები, უნდა აირჩიო ერთ-ერთი მათგანი და გეძლევა სულ 5 წუთი. Audio Network-ის გამო მიზანმიმართულად ჩავდექი გრძელ რიგში, სადაც ალბათ ნახევარი საათი ვიდექი. ბოლოს კი ჩემი დრო რომ მოვიდა, დავჯექი მის მაგიდასთან. როგორც აღმოჩნდა, ვესაუბრებოდი ფაბლიშინგის დირექტორს, საიმონ ანდერსონს. ალბათ ასეულობით ადამიანი აწვდიდა მას არაფრისმომცემ ინფორმაციას, მაგრამ ეს იყო შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა. 5 წუთში ჩავატიე ინფორმაცია საქართველოს, ბაზრის განვითარების ტემპის, მუსიკალური ფაბლიშინგის პრობლემების, ჩვენი უპირატესობებისა და ბაზარზე Audio Network-ის საჭიროების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, წარმატებით შევძელი შთაბეჭდილების მოხდენა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, რომელიც დღეს წარმატებით დასრულდა პირდაპირი წარმომადგენლობის ხელშეკრულების დადებით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მას ამ ნდობისათვის და შანსისთვის", — ზუკა ბეჟაშვილი, GMI-ს დირექტორი.
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს ქვეყანაში სტუმრობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩამოსვლა, მიუხედავად მისი წარმოშობისა — კახა კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა







კომენტარები