ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი TIMES HIGHER EDUCATION მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიTimes Higher Education-ის 2022 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში (THE World University Ranking) შევიდა.
რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1622 ინსტიტუციის შედეგებს ასახავს, საქართველოდან მხოლოდ ორი საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციაა წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.
2022 წლის რანგირებისთვის ბიბლიომეტრული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერი (Elsevier) შეისწავლა და გააანალიზა 14,4 მილიონ პუბლიკაციასთან დაკავშირებული 108 მილიონზე მეტი ციტირება, რომლებიც ეფუძნება 24 600-ზე მეტი აკადემიური ჟურნალის მონაცემებს, ინდექსირებულს Scopus-ის მონაცემთა ბაზაში. რანგირებულ სიას ასევე საფუძვლად უდევს მსოფლიო მასშტაბით 22 000 მეცნიერის გამოკითხვის შედეგები.
Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (THE World University Ranking) წარმოებულია 13 ინდიკატორისგან, რომელთაგან თითოეული გაერთიანებულია 5 კატეგორიაში – მნიშვნელობის მიხედვით შეწონილ სვეტებში, რომლებიც, თავის მხრივ, უმაღლესი განათლების სრულყოფის ძირითად სფეროებს წარმოადგენს. ეს სვეტებია:
- სწავლება (30%): სასწავლო გარემო;
- კვლევა (30%): მოცულობა, შემოსავალი და რეპუტაცია;
- ციტირება (30%): კვლევის გავლენა;
- ინდუსტრიისგან შემოსავალი (2,5%): ცოდნის გადაცემა;
- საერთაშორისო პერსპექტივა/International Outlook (7,5%): საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და კვლევითი თანამშრომლობა.
როგორც სვეტებიდან ჩანს, რეიტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა (შეწონილი მნიშვნელობით 30%) "ციტირება: კვლევის გავლენა". ამ კატეგორიით ფასდება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ შესრულებული სამეცნიერო საქმიანობის გავლენა გლობალურად მეცნიერებაზე. კვლევის გავლენის ინდიკატორი უნივერსიტეტებს აფასებს ახალი ცოდნისა და იდეების გავრცელების თვალსაზრისით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელი ამ კატეგორიაში მომიჯნავე საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია და 34,6 ნიშნულს შეადგენს (იხილეთ გრაფიკი).
აღნიშნული რეიტინგი ასევე ითვალისწინებს უნივერსიტეტების შეფასებას დარგობრივი სფეროების მიხედვით / World University Rankings 2022 by Subject.
დარგობრივ რეიტინგში Physical Sciences (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გარდა ბიოლოგიისა) მიმართულებით აისახა მსოფლიო მასშტაბით 1 227 უნივერსიტეტის მონაცემები; მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიკავა საკმაოდ მაღალი პოზიცია – 600+.
აღნიშნულ რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ციტირების (კვლევის გავლენის) კატეგორიაში, რომელიც საგნობრივი რანგირების ყველაზე წონად ერთეულად ითვლება (შეწონილი მნიშვნელობით 35%).
ამ თვალსაზრისით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელმა შეადგინა 65.9 ნიშნული. შედარებისთვის: იმავე მიმართულების დარგობრივი რანგირების სისტემაში ტოკიოს უნივერსიტეტის ციტირების მაჩვენებელი 64.3-ს უტოლდება.
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი დაიკეტა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა რომში კოლიზეუმი დაიკეტა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა

კომენტარები