მეამა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს "ქართული ქსოვილი" უერთდება
ფოტო: თიბისი
თიბისისა და ხელოვნების სასახლე — კულტურის ისტორიის მუზეუმის ერთობლივ პროექტს, "ქართული ქსოვილი", მეამა შეუერთდა.
ბრენდები, გაერთიანებული ძალებით, ტრადიციულ ქართულ მოტივებზე ახალ და საინტერესო პროდუქციას შექმნიან. ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას ისახავს.
ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით, მეამამ, თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, მეამა ქოლექთისთვის ორი უნიკალური კოქტეილი შექმნა. ქართული რთველის ტრადიციით შთაგონებული ყავისა და ჩაის ორი სასმლის მთავარი ინგრედიენტი ბადაგი იქნება, სასმელი კი ქართული ქსოვილის ორნამენტებით გაფორმებულ ჭიქებში ჩამოისხმება. შეფუთვისთვის გამოყენებული ორნამენტები აღებულია გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხალხური ფრესკებისა და დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდან.
თანამშრომლობის ფარგლებში, მეამას მიერ შექმნილი პროდუქციის შეძენას მსურველები 26 ოქტომბრიდან მეამა ქოლექთის 15 ლოკაციაზე, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში, შეძლებენ. მეამა ქოლექთის ახალი კოქტეილების შექმნა ორ ბრენდს შორის თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია, სამომავლოდ კი, პროექტის ფარგლებში, ყავისა და ჩაის სასმელებს მეამას სხვა პროდუქტებიც დაემატება.
"თიბისისა და ხელოვნების სასახლის ამ საინტერესო წამოწყებას ყოველთვის ვგულშემატკივრობდით და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ახლა მათთან ერთად ვაგრძელებთ 'ქართული ქსოვილის' პოპულარიზაციის პროექტს", — ამბობს მეამას მარკეტინგის დირექტორი, ნათია ჩომახაშვილი.
"თანამშრომლობის ფარგლებში მეამა ქოლექთისთვის შეიქმნა ყავისა და ჩაის ახალი კოქტეილები, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ქართული ყურძნის ბადაგია. ამ კოქტეილებისთვის კი ჩვენ ამოვირჩიეთ ის პატერნები, რომლებიც საუკეთესოდ ასახავდა ახალი სასმელების ხასიათს და ქართული ქსოვილის ორნამენტები დავიტანეთ მეამა ქოლექთის ჭიქებსა და ჰოლდერებზე.
"ეს ჩვენი დიდი კოლაბორაციის მხოლოდ დასაწყისია. ყავის მოყვარულებს მეამა 'ქართულ ქსოვილისთან' ერთად ბევრ არომატულ თავგადასავალს უმზადებს", — დასძენს ნათია.
ხელოვნების სასახლემ ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენასა და შესწავლაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევრების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და შეისწავლა. 2018 წელს გამოიცა წიგნი "ქსოვილი საქართველოდან", სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან აღებული 300-მდე ორნამენტია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს, რამდენად მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო თუ სასულიერო სამოსი.
ქართული ქსოვილის ნიმუშების თანამედროვე სახით გამოსაყენებლად, თიბისიმ დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა, წიგნში თავმოყრილ ორნამენტებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეექმნათ. კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და დაინტერესებულ პირებს მათი შეძენა Qsovili.ge-ზე შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობა კი გრძელდება.
"პროექტი, რომელიც თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად შექმნა, მიზნად ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევას, ტრადიციების აღდგენასა და მათ თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრებას ისახავს", — აღნიშნავს ნინო ეგაძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი, — "თიბისისთვის, რომლის მთავარი პრიორიტეტი მემკვიდრეობა და ახალი თაობაა, პროექტი 'ქართული ქსოვილი' განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოხარულები ვართ, რომ საერთო მიზანი ვიპოვეთ ისეთ ძლიერ ბრენდთან, როგორიც მეამაა და გაერთიანებული ძალებით ვაგრძელებთ პროექტს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ახალი აღმოჩენების საწყისია".
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები