ლევან ხაბეიშვილი

24 Oct. 2021, 21:32

მიშა სააკაშვილმა საქართველოს დაუბრუნა გამარჯვების დროშა, 5 ჯვრიანი დროშა. ჩვენს დროშაზე გამოსახულია 5 ჯვარი. ჩვენს გერბზე გამოსახულია წმინდა გიორგი. მესამე პრეზიდენტმა მისი საპრეზიდენტო ფიცი დადო გელათის სამონასტრო კომპლექსში, დავით აღმაშენებლის საფლავზე და აი, ამ მიშა სააკაშვილს რუსული ოცნება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი ხის ჯვარი, რომელსაც მკერდით ატარებდა საპატიმროშიც ჰქონდეს; ამ მიშა სააკაშვილს აბრალებს რუსული ოცნება, რომ თითქოს ვიღაცას ებრძვის და თურმე ეკლესიას ებრძვის და თურმე რწმენას ებრძვის.

არადა, მითხარით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა, როცა იმაზე მეტი ტაძარი აშენდა, ვიდრე სააკაშვილის პირობებში, ან იმაზე მეტი სამონასტრო კომპლექსი აღდგა და ჩაუტარდა რესტავრაცია, ვიდრე სააკაშვილის პერიოდში. მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა თუნდაც, საპატრიარქოს რეიტინგი იყო 99% და ნდობა, მითხარით კიდევ ერთი მმართველობის პერიოდი, როცა კიდევ უფრო მეტად დაფასებული იყო ეკლესია და მოძღვარი, სწორედ იქ ურტყამენ რუსები, სადაც ყველაზე ძლიერია მიშა სააკაშვილი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს

ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს საკუთარ ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის, თუკი ისინი მტრულ სახელმწიფოებსა და კონკურენტებთან…