ცხოვრება ტყეში — სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი შემოდგომის ლეგენდა 2021 იწყება
ფოტო: შემოდგომის ლეგენდა / Facebook
შემოქმედები შთაგონებას არცთუ იშვიათად ბუნების წიაღში დაეძებენ. ზოგიც ამბობს, დედამიწა ყოველთვის ჰყვება ამბავს, ყურს თუ კარგად დაუგდებო. ცხადია, ამას ვერანაირი საბუთით დავამტკიცებთ, თუმცა, შეგიძლიათ, თავად დარწმუნდეთ, თუკი ბუნებაც გიყვართ და კალამიც "გიჭრით".
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი შემოდგომის ლეგენდა 2021 დაიწყო. ტრადიციულად, კონკურსის ორგანიზატორი წელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, თუმცა, კონცეფცია — განსხვავებული. "ცხოვრება ტყეში" — ასეთი სახელით გაიმართება ახალგაზრდა მწერლების წლევანდელი შეჯიბრება.
შემოდგომის ლეგენდაში მონაწილეობის მიღება საქართველოში აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსი კი, როგორც ყოველთვის, ორ ეტაპად ტარდება.
პირველ ეტაპზე თქვენ ელექტრონული განაცხადის ფორმით უნდა გაგზავნოთ ნებისმიერი ჟანრისა და თემატიკის პროზაული ტექსტი, რომლის მოცულობაც არც ერთ გვერდს ჩამორჩება და არც სამ გვერდს აღემატება. ამის შემდეგ, კონკურსის შიდა ჟიური 10 საუკეთესო მონაწილეს გამოავლენს, რომელიც ფინალურ, იმპროვიზაციულ ტურში გაემგზავრება — წელს პირველად, კურორტ კოხტაზე, სადაც მათ Rooms Hotels უმასპინძლებს.
ფინალური ტურის მერე ჟიური სამ რჩეულს გამოავლენს. მეორე და მესამე ადგილი მფლობელები 700 და 500 ლარს მიიღებენ, შესაბამისად. გამარჯვებული კი 1 000 ლარითა და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება.
წელს სიახლე სწორედ იმპროვიზაციული ტურის ადგილმდებარეობაა. შემოდგომის ლეგენდის ფინალისტები, როგორც წესი, კახეთში იყრიდნენ ხოლმე თავს. ეს ტრადიცია კი უკვე ათწლეულზე მეტს ითვლიდა — კონკურსი წელს უკვე მეცამეტედ ტარდება.
აღსანიშნავია, რომ წინა წელი გამონაკლისი იყო. ეპიდსიტუაციის გათვალისწინებითა და რეგულაციების დაცვით, იმპროვიზაციული ტური სამი დღის ნაცვლად, ერთი დღის განმავლობაში გაიმართა თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში.
2020 წლის შემოდგომის ლეგენდის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გოდერძი გორგილაძე, გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი დავით კილაძემ და ანი კილაძემ დაიკავეს.
ფოტო: შემოდგომის ლეგენდა / Facebook
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი შემოდგომის ლეგენდა 2009 წლიდან ტარდება. სხვადასხვა წლებში შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ქართულ ლიტერატურულ სივრცეში დღეს უკვე ცნობილმა სახელებმა, მათ შორის — ბექა ადამაშვილმაც, რომელიც 2019 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრიზით დაჯილდოვდა.
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი დაიკეტა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა რომში კოლიზეუმი დაიკეტა მას შემდეგ, რაც მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
კომენტარები