10 რამ, რაც სტუდენტობამდე უნდა მოასწრო
ფოტო: Walt Disney Studios
სტუდენტობა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდიაო, ასე ამბობენ. ამაზე დარწმუნებით ლაპარაკი მხოლოდ უნივერსიტეტის გამოსაშვებ ღონისძიებაზე შეიძლება, თუმცა, ცხადია, ადამიანი მხოლოდ ერთხელ არ შეიძლება სტუდენტი გახდეს. "მაგრამ სულ სხვაა" სტუდენტობა პირველად — როცა სკოლას ამთავრებ და საკლასო ოთახიდან პირდაპირ აუდიტორიაში ხვდები და იაზრებ, რომ შენს ცხოვრებაში ნამდვილად მოხდა გარდამტეხი ამბავი.
გარდამტეხი ამბისათვის კი საგანგებოდ ემზადებიან ხოლმე. ამიტომ, თუკი სტუდენტობის პირველად გამოცდის გზას ადგახარ და ხურჯინში რჩევებს აწყობ, რამდენიმე შეგიძლია ამ სტატიიდან გააყოლო ხელს.
1. ორიენტირებაში წავარჯიშება
ფოტო: Tenor
აზრი არ აქვს, მოგიწევს თუ არა უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ საცხოვრებლის შეცვლა — ნებისმიერ შემთხვევაში ახალ გარემოში ხვდები და ორიენტირების უნარი ნამდვილად გამოსადეგია. თუმცა, ცხადია, საქმეს ცოტათი ართულებს ის გარემოება, როცა მშობლიურ ქალაქს ან სოფელს ტოვებ და არა მხოლოდ აუდიტორიის, არამედ უნივერსიტეტის, მახლობლად მდებარე კვების ობიექტების და სხვა საჭირო ადგილების პოვნაც გიწევს. ამ შემთხვევაში გუგლის რუკა ყველაზე საჭირო იარაღია, ამიტომ, აუცილებლად შეისწავლე ის ტერიტორია, სადაც დროის გატარება მოგიწევს.
2. საპრეზენტაციო პროგრამებში გარკვევა და ორატორობაში ვარჯიში
ფოტო: Teno
რაც არ მოგაკლდება უნივერსიტეტში — ეს პრეზენტაციებია. საგნების უმეტესობაში შეფასების ერთ-ერთი, თანაც დიდი წონის მქონე კრიტერიუმი, პრეზენტაციის გაკეთებაა, რაც, ცხადია, ორ კომპონენტს მოიცავს: სიტყვით გამოსვლა და ვიზუალური მხარე. ასე რომ, ალბათ სჯობს, წინასწარვე განეწყო ამ ყველაფრისათვის და ცოტა ხნით PowerPoint-ის ტუტორიალებსაც ჩაუჯდე. დარწმუნებული იყავი, რომ ორიგინალური ხერხებითა და ვიზუალური მრავალფეროვნებით აუდიტორიის მოხიბვლას ადვილად შეძლებ. რამდენად რთულიც უნდა გეჩვენებოდეს ეს საქმე, სლაიდებზე ეფექტებისას დამატებისას აუცილებლად იხალისებ, პრეზენტაციის გაკეთების უნარი კი სამომავლოდაც გამოგადგება.
3. გამოსადეგი რუტინის და ჩვევების გამომუშავება
ფოტო: Tenor
ამბობენ, ჩვევის გამომუშავებას, დაახლოებით, სამი კვირა სჭირდებაო, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ცხოვრების ახალ ეტაპს ახლადშეძენილი სასარგებლო რუტინით შეხვდე. მაგალითად, ელექტრონული ფოსტის შემოწმება — თუკი სტუდენტურ პლატფორმას არ ჩავთვლით, უნივერსიტეტის ცხოვრებაში ეს კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა, ამიტომ, "მეილი გვიან ვნახე" თავის გასამართლებელ არგუმენტად ნამდვილად არ გამოგადგება. დღესვე თუ დაიწყებ დილაადრიან ან ძილისწინ ფოსტის შემოწმებას, ეს მალე ჩვევად იქცევა.
4. ბიუჯეტის დაგეგმვის სწავლა
ფოტო: Tenor
სტუდენტობა ერთგვარი გარდამავალი პერიოდია ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის, თუმცა, ამ პერიოდში ზრდასრულობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან — ფინანსების განაწილებასთან — გამკლავება მაინც ბევრ სტუდენტს უხდება. ამიტომ ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა ნამდვილად გამოსადეგი (უნარ)ჩვევაა, მით უმეტეს, რომ სტუდენტებს, როგორც წესი, დიდი ბიუჯეტი არ გვაქვს; უმჯობესი იქნება, თუკი ფინანსებს დროის მოკლე პერიოდებზე გაანაწილებ და გეცოდინება, მაგალითად, მომდევნო ერთი კვირისთვის რამდენი გაქვს გამოყოფილი.
5. მომავლის "დასტალკვა" — ანუ ყველაფრის გაგება, რაც გელოდება
ფოტო: Gfycat
როცა უნივერსიტეტში ჩაირიცხები, სიხარულისგან ტირილის შემდეგ პირველივე, რაც უნდა გააკეთო, სოციალურ ქსელებში სტუდენტების ჯგუფებში დამატებაა. ეს არის სივრცე, რომელიც ყველაზე მეტ ინფორმაციას მოგაწვდის, რა გელოდება წინ — რომელ ლექტორია "ბულკი", რომელ კიბეზე ცურავს ფეხი, სად იჭერს Wi-Fi ყველაზე უკეთ და სხვა. ამ ჯგუფების გარდა, მალევე შეძლებ, გაიგო, რისი სწავლა მოგიწევს პირველ სემესტრში ან იმ წელს, ასე რომ, არც ამ ინფორმაციებისთვის დაგეზაროს თვალის გადავლება; ასე მენტალურად შემზადებული იქნები იმისთვის, რაც უნივერსიტეტს სკოლისგან განასხვავებს.
6. გამოძინება
ფოტო: Tenor
თითქმის ყველა სტუდენტის სუსტი წერტილი დილის ლექციებია. ალბათ იმიტომ, რომ გვეგონა, დილის შვიდზე ან რვაზე გაღვიძება სკოლასთან ერთად მოვიტოვეთ უკან. თუმცა, ნურას უკაცრავად. ლექციების დიდი ნაწილი სწორედაც რომ დილითაა, საღამოს კი თუკი სამეცადინოს ან ძილის პროკრასტინაციის გამო, ანდაც სერიალის ყურებაში გართული გვიანობამდე შემორჩი, მეორე დილით, დაახლოებით, ტომის მდგომარეობაში აღმოჩნდები (იხ. ზედა სურათი). ამიტომ, ნურაფრის ფასად ნუ გაცვლი ფუმფულა ბალიშს ახლა — ის მალე მოგენატრება, თუმცა, როგორც მინიმუმ, არდადეგებამდე ვეღარ მოახერხებ შენს გემოზე გამოძინებას. ისე კი, თუკი უძილო ან ძილნაკლული ღამეები დიდხანს გრძელდება, ეს აუცილებლად აისახება შენს პროდუქტიულობასა და უნივერსიტეტში მიღებულ ქულებზეც, ამიტომ, ამ შემთხვევაში დღის განრიგის გადახედვა მოგიწევს.
7. საყვარელი სერიალის თავიდან ყურება
ფოტო: Tenor
სერიალის ყურებაში გათენება ვახსენეთ და ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ დიდად საეჭვოა, სწავლის პერიოდში ამისთვის დრო თუ გამონახე, ენერგია მაინც გეყოს. მაქსიმუმ თითო-ოროლა სერიას უყურო საუზმობისას ან გზაში, ერთიანად მთელი სეზონის ნახვა კი კვლავაც არდადეგებამდე იქნება წარსულს ჩაბარებული. ამიტომ, სწავლის დაწყებამდე დარჩენილ დროში შეგიძლია გული იჯერო და იმდენ სერიას უყურო, რამდენიც გაგიხარდება (ცხადია, სანტა-ბარბარასა და გრეის ანატომიის გარდა).
8. წასაკითხი წიგნების თაროს მაქსიმალურად შემცირება
ფოტო: Tenor
TBR (to be read), ანუ წასაკითხი წიგნების თაროს რომ ვეძახით, საგულდაგულოდ შევავსე უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე და მეგონა, სტუდენტობის პირველ წელს ლაღად გავატარებდი მყუდროდ მოკალათებასა და კითხვაში. არც ერთი გამომივიდა და მით უმეტეს, არც მეორე; პირველ კურსზე იმდენად ვიყავი გართული სასემინარო მასალების კითხვითა და იმის გარკვევით, თუ სად მოვხვდი, რომ სულ ცალ ხელზე ჩამოსათვლელი წიგნების რაოდენობა წავიკითხე. მერე დაიწყო საკუთარ თავთან ჭიდილი — მეცადინეობა თუ კიდევ ერთი თავის წაკითხვა; ამიტომ, ამ გარდაუვალი ბრძოლის შედარებით მსუბუქ ფორმაში გადატასანად, დარჩენილ დროში იმასაც ეცადე, მაქსიმალურად გაავლო მუსრი წასაკითხ წიგნებს.
9. გემოზე დანაყრება
ფოტო: Tenor
სტუდენტობაზე ბევრი გაზვიადებული ისტორია არსებობს, მათ შორის, მთელი ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ ნუდლების ჭამა. თუმცა, საჭმელად, ისევე როგორც სხვა ბევრი სასიამოვნო საქმიანობისთვის, შესაძლოა, ბევრი დრო არ დაგრჩეს; როცა სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებ, გინდა, არ გინდა, არაერთხელ მოგიწევს ფენოვანი ხაჭაპურის ან ლობიანის ნაჩქარევად ჭამა. ამიტომ, გემოზე გამოძინებასთან ერთად, გემოზე დანაყრებაც მნიშვნელოვანია ცხოვრების ახალ ეტაპთან შესაჭიდებლად.
10. საკუთარი თავისთვის მომავალში წერილის მიწერა
ფოტო: Tenor
ეს ისეთი რაღაცაა, რაც თავად არ მიცდია, თუმცა, მოგვიანებით მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა, გამეკეთებინა — დათქვი დრო, ერთი ან ორი წლის შემდეგ, ან თუნდაც, უნივერსიტეტის გამოსაშვების დღე. წარმოიდგინე, სად იქნები და რა გექნება ამ დროისთვის გაკეთებული (რასაც გეგმავ) და მისწერე იმ დღეს მცხოვრებ საკუთარ თავს წერილი. ასე შეძლებ, უკეთ დააფასო და შეაფასო დრო და ის გეგმები, რომლებიც ამ ხანში გაქვს განსახორციელებელი. ამასთან, წერილში თუ ამჟამინდელ განცდებზე გულწრფელად მოჰყვები — რას გრძნობ, სანამ სტუდენტი გახდები, მომავალში სასიამოვნო მოგონებაც გექნება გასახსენებელი.
ბონუსი: იმის არდავიწყება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე ზრუნვაა
ფოტო: Tenor
რამდენად ტრაფარეტულიც უნდა იყოს ყოველთვის საკუთარ თავზე ზრუნვის მნიშვნელობაზე ხაზგასმა, იმ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით, რომ სამყარო ხშირად ძალიან სასტიკი ჩანს, განსაკუთრებით კი, უკვე ბევრჯერ ხსენებულ "ცხოვრების ახალ ეტაპზე". თუმცა, კვლავაც გახუნებულად თუ ვიტყვით, "ახალი ეტაპი ახალი გამოწვევაცაა", ამიტომ, ეცადე, მისი ყოველი მომენტით დატკბე და, სხვა თუ არაფერი, დასამახსოვრებელი მოგონებები მაინც შეიქმნა, რომლებიც უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უკვე დარწმუნებით გათქმევინებს, იყო თუ არა სტუდენტობა შენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი.
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში? კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში?
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს
გადახედვა
-
როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი — თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი — თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

კომენტარები