Gruni — მზად ხარ სტუდენტური თავგადასავლებისთვის?
სტუდენტობა ცხოვრების ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპია, როდესაც ადამიანები ეუფლებიან პროფესიას და დიდწილად განსაზღვრავენ საკუთარ პერსპექტივას. ამდენად, მნიშვნელოვანია ისეთი უნივერსიტეტის შერჩევა, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ახალგაზრდის კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბებას ანუ ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული სტუდენტის ნიჭისა და შესაძლებლობის მაქსიმალურ გამოვლენას.
საინტერესო დევიზი აქვს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს: თითოეული სტუდენტისგან შესაძლებლობების მაქსიმუმი - თითოეულ სტუდენტს საუნივერსიტეტო ზრუნვისა და მხარდაჭერის მაქსიმუმი. როგორ ახორციელებს ეს უნივერსიტეტი ამ სლოგანს? ეს არის სწავლებისა და შეფასების ეფექტური მეთოდები, ფართო საერთაშორისო ურთიერთობები, ოპტიმალური ბალანსი პრაქტიკულ და თეორიულ სასწავლო კურსებს შორის, უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სწავლისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო, შრომის ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამები, რაც მთავარია, უმაღლესი კლასის პროფესორთა კორპუსი დასავლეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორების ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შემადგენლობა თეორეტიკოსების გარდა პრაქტიკოს სპეციალისტებსაც მოიცავს. ისინი სტუდენტებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ დარგში მიმდინარე თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით. საკმარისია რამდენიმე გვარის დასახელება, რომ ნათელი წარმოდგენა შეიქმნას უნივერსიტეტის პროფესურის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - პროფესორ მერაბ ტურავა; უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე - პროფესორი ვალერი ხრუსტალი; - ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე - პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი; ეკონომიკის ცნობილი ექსპერტი - პროფესორი დემურ გიორხელიძე; ასევე ცნობილი ექსპერტი საფინანსო საკითხებში - პროფესორი გიორგი ცუცქირიძე, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი; მედიცინის პროგრამის ახალგაზრდა პროფესორი გიორგი დუღაშვილი და სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები.
"ყველა ის წარმატება, რომლითაც ამაყობს უნივერსიტეტი, სწორედ აკადემიური და მოწვეული პერსონალის დამსახურებაა. ტრადიციულად, ჩვენთან, ყოველთვის მაღალი რანგის მეცნიერები მუშაობდნენ. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, გრუნის პროფესურას ამშვენებდნენ მარიკა ლორთქიფანიძე, ლევან სანიკიძე, რევაზ მიშველაძე, აკაკი ბაქრაძე, კოტე მახარაძე, გურამ შარაძე... დღეს კი ახალი თაობის ცნობილი მეცნიერები წარმოადგენენ გრუნის აკადემიურ პერსონალს", — განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ.
აკადემიურ პერსონალთან ერთად სწავლის მაღალი ხარისხის მიღწევის საქმეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა. სასწავლო გარემოს პირდაპირი გავლენა აქვს სტუდენტის განწყობასა და მოტივაციაზე. სწორედ ამიტომ, გრუნის კამპუსი, დასავლური უნივერსიტეტების მსგავსად, ქალაქის შემოგარენში, ეკოლოგიურად სუფთა, 15 000 კმ. ფართობზეა განლაგებული. უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალება აქვთ სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობა განახორციელონ არასტანდარტულ, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილ, ფუნქციურად დიფერენცირებულ აუდიტორიებში. სწავლის პარალელურად, გრუნი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს დაკავდნენ სპორტული აქტივობებით, რელაქსაციითა თუ დამოუკიდებელი შემეცნებითი პროცესით. სტუდენტების განკარგულებაშია ლაუნჯ-კლუბი, სპორტული მოედანი, ორიგინალური რეკრეაციული სივრცე, რომელიც სრული რელაქსაციის საშუალებას იძლევა და ბიბლიოთეკა, სადაც ინახება 21 000-ზე მეტი წიგნი და ციფრული მასალა.
გრუნი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სიღრმისეულ თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძინონ უახლესი დარგობრივი ცოდნა და პრაქტიკული უნარები. სწორედ ამ მიზნით უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს კრიმინალისტიკის სწავლებისა და ექსპერტიზის ლაბორატორიული ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მათ შორის, FBI-ის აპარატურით. ლაბორატორია თავისი აღჭურვილობით უნიკალურია და ანალოგი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში არ მოეპოვება.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს, აგრეთვე, მედიცინისა და სტომატოლოგიის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი. სწავლების საწყის ეტაპზე, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, სტუდენტები მუშაობენ თანამედროვე სიმულაციურ ლაბორატორიებში, ხოლო შემდგომ ეტაპზე კლინიკურ გამოცდილებას იღებენ სხვადასხვა პროფილის კლინიკებში.
სხვა სასწავლო რესურსებს შორის აღსანიშნავია სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო და მულტიმედია ცენტრი, შესაბამისი გადასაღები და სამონტაჟო ტექნიკით აღჭურვილი, კომპიუტერული სწავლების ცენტრი და მედიცინის სკოლის სხვა ლაბორატორიები.
სწავლის შემდეგ დასაქმების შესაძლებლობა ერთი-ერთი მთავარია, რასაც უნივერსიტეტის შერჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება. იუნესკოს განათლების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა შორის. სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგ Gruni ხელს უწყობს სტუდენტებს დასაქმებაში. ამ მიზნით უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული განვითარების სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს მჭიდრო კონტაქტის დამყარებას ბიზნეს სექტორთან, სხვადასხვა მსხვილ კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან. სერვისი ეხმარება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კარიერის დაგეგმვასა თუ სამუშაოს მოძიებაში. შედეგად, კურსდამთავრებულთა 85 - 95% სწავლის დასრულებიდან 6 თვეში ახერხებს შესაბამის სფეროში დასაქმებას.
გრუნიში უკვე ემზადებიან, ახალი სასწავლო წლისთვის, ახალ სტუდენტებთან შესახვედრად, რომელთაც ელოდებათ საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სასწავლო კურსები, გაცვლითი პროგრამები დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში; მაღალკვალიფიციური ლექტორები; პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება; გადახდის მოქნილი სისტემა; კარიერულ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი და რაც მთავარია - საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე სტუდენტური ცხოვრება!
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს ირმა ინაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკურ კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
კომენტარები