საბჭოთა მილიცია და კგბ-ს სკოლა ისევ მუშაობს — უჩა ნანუაშვილი შსს-ს კადრებზე
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი, უჩა ნანუაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კადრებს ეხმაურება. გუშინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ორი ბრიფინგი გამართა და ორივე მათგანზე გარდაცვლილი ოპერატორის წინა დღით გადაადგილების კადრები აჩვენეს.
თავდაპირველად ჭელიძემ განაცხადა, რომ "ზედოზირების ვერსიაც განიხილება", თუმცა დასძინა, რომ არ იქნება სწორი, გამოძიებამ წინასწარ ისაუბროს. მეორე ბრიფინგზე შსს-მ კვლავ გარდაცვლილი ოპერატორის გადაადგილების კადრები გაავრცელა და ისევ მის "არაფხიზელ მდგომარეობაზე" ისაუბრა.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გავრცელებული კადრები მეტყველებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულებრივად მოქმედებს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.
უჩა ნანუაშვილის სიტყვებით, შსს-ს კადრებით ცხადი ხდება, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს უთვალთვალებს და სურვილის შემთხვევაში, ერთ დღეში შეუძლიათ ვინმეს მადისკრიდეტირებელი მასალის შეგროვება.
"თუ სურვილი აქვთ გამოიძიებენ საქმეს და ასობით მოძალადეს დააკავებენ 53 ჟურნალისტის ცემისთვის; უბრალოდ არაა ამის სურვილი", — აცხადებს ნანუაშვილი.
ყოფილი სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამ კადრებით ცხადი გახდა, რომ სურვილის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო გასულ წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადგილსამყოფელსაც დროულად დაადგენდა და ამისთვის 3 დღე არ დასჭირდებოდა. ხოლო თბილისის ქუჩიდან 2017 წლის 29 მაისს გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის კადრები რამდენიმე კამერაზე მაინც დაფიქსირდებოდა.
ნანუაშვილის განცხადებით, კადრებმა ასევე აჩვენა, რომ შსს-მ სხვადასხვა დანაშაულის წინ წინასწარ იცის, თუმცა სპეცოპერაციებს კონკრეტული ფაქტის გადასაფარად ატარებს.
"იციან სად იყიდება ნარკოტიკები; ნარკომოვაჭრეებს არ აკავებენ, მათ სახლთან კამერებს აყენებენ; ანუ სახელმწიფო მფარველობს ნარკოდილერებს და მოჩვენებით სპეცოპერაციებს ატარებს გარკვეულ უბნებში რამის გადასაფარად პერიოდულად".
უჩა ნანუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო "კერძო პირების თუ ე.წ. სააგენტოების მეშვეობით" ავრცელებს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომელიც მხოლოდ სახელწიფოსთვისაა ცნობილი:
"მისი გამჟღავნება კანონის დარღვევაა და დასჯადია, და ეს გავრცელება არა დანაშაულის გამოძიებას, არამედ პირის დისკრედიტაციას ემსახურება; მსგავსი ინფორმაცია აქვთ სავარაუდოდ ბევრ ადამიანზე და საჭირო დროს ვრცელდება, არაერთი მსგავსი ფაქტი გვახსოვს წინა თუ ამჟამინდელი ხელისუფლებების დროს.
ამ ყველაფერში იხარჯება გადასახადის გადამხდელის რესურსი, ნაცვლად იმისა, რომ ებრძოლოს კრიმინალს, დაიცვას მოსახლეობის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შავ პიარში მიდის უზარმაზარი რესურსი".
უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მოქმედებები მაღალი თანამდებობის პირების გარეშე შეუძლებელია და ეს არაა "რომელიმე პოლიციელის თვითშემოქმედება". ის აცხადებს, რომ ეს სისტემა ხელისუფლებების ცვლილების მიუხედავად წლებია არსებობს:
"საბჭოთა მილიცია და კგბ-ს სკოლა ისევ მუშაობს", — დასძენს ის.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გუშინ ორივე ჯერზე კადრების გავრცელება "საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა" და თქვა, რომ გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.
გუშინ, 11 ივლისს მედიების წარმომადგენლების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა მთავრობის გადადგომის შესახებ დღეს, 12 ივლისს 12:00 საათზე ამოიწურა.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია.
11 ივლისს მედიის წარმომადგენლებმა ერთობლივი აქცია გამართეს. მათ გააპროტესტეს ჟურნალისტებზე ძალადობა და 5 ივლისს ნაცემი TV პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო მთავრობას პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვეს. აქციის მთავარი მოთხოვნები იყო პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა და დამნაშავეების დასჯა.
- არ გავაშუქებ არაფერს, ლექსოს სიკვდილის გარდა, ჩვენ მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე — გრიგოლია;
- მიშველაძე: სამღვდელოებავ, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით!
- ვითხოვთ მყისიერ რეაგირებას — მედია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.
აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა, ქართული ოცნების ოფისთან, პარლამენტთან, კანცელარიასთან. აქტივისტებმა პერფორმანსის სახით წითელი საღებავი შეასხეს კანცელარიისა და საპატრიარქოს კედლებს. ორივე დაწესებულებაში მალევე სცადეს პროტესტის ნიშნად შესხმული საღებავის წაშლა. ყველგან მობილიზებული იყვნენ დიდი ოდენობით სამართალდამცავები.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნას იზიარებდა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ პრემიერი უნდა გადადგეს.
- პრემიერმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს — 19 არასამთავრობო
- კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: პრემიერმინისტრმა და შს მინისტრმა დაუყოვნებლივ დატოვონ თანამდებობა
- ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი — ლომჯარია გარდაცვლილ ოპერატორზე
კონკრეტულად პრემიერის არა, თუმცა დამნაშავეების დასჯის აუცილებლობაზე ისაუბრა პრეზიდენტმაც. ის პირველი იყო სახელისუფლებო რგოლიდან, ვინც ოპერატორის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა.
რაც შეეხება ოპერატორის გარდაცვალების საქმეს, დაწყებულია გამოძიება. გუშინ შსს-მ ორი საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა და ორივეთი მიანიშნა, რომ გარდაცვლილი შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო. ეს ვერსია აქტიურად ვითარდებოდა სოციალურ ქსელში პროსახელისუფლებო ტროლგვერდებზეც, რომლებიც მედიისა და გარდაცვლილის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.
პროტესტის მიზეზი გახდა ისიც, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის ნების საწინააღდეგოდ გადაიტანეს. როგორც დედა ამბობს, ცხედარს იყო გადაფარებული, თუმცა ხელიდან გამოგლიჯეს. პოლიციელებმა პარკში გახვეული ცხედარი სწრაფი ტემპით ჯერ ლიფტში შეიტანეს, ტექნიკური ხარვეზის გამო კი ცხედრით კიბეებზე ჩამოირბინეს. სუბარის ვარაუდით, ცხედარი ექსპერტიზაზე სწრაფად იმიტომ წაიღეს, რომ წინააღმდეგობა აერიდებინათ. საიას ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბევრ კითხვას ბადებს, რა გააკეთეს ან არ გააკეთეს საგამოძიებო ორგანოებმა ექსპერტიზაზე ადვოკატის მისვლამდე.
ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები