NGO-ები: ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას, თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია
ფოტო: მედია ჩეკერი
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველოში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, ხოლო ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას და ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები უმეტესად გამოუძიებელია. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის NGO-ების ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
NGO-ები მიუთითებენ, რომ სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები აქციის ორგანიზატორებისა და მედიის დასაცავად, ამასთან ძალადობის ფაქტები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით და ნათელი იყო, რომ არასაკმარისი საპოლიციო ძალები ინერტულად მოქმედებდნენ და ვერ ახერხებდნენ წესრიგის აღდგენას.
"უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის დაცვის მექანიზმად ჟურნალისტების გადაღების მოედნიდან გაყვანა გამოიყენა", — ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, ასევე სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოითხოვენ:
- 2021 წლის 5 და 6 ივლისს დაშავებული მედიის წარმომადგენლების საქმეებზე ჩატარდეს სწრაფი და ეფექტური გამოძიება, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ დამნაშავე პირებს;
- ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან და ღიად დაუჭიროს მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას;
ასევე, მიმართავენ საქართველოს პარლამენტს:
- უახლოეს პერიოდში დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით და შეაფასოს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯები;
- მკაფიოდ და არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები და ქმედებები;
- მკაფიოდ გააკეთონ განმარტებები გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ და ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი — IDFI;
- ლიბერალური აკადემია თბილისი;
- მედიაკლუბი;
- მედიის განვითარების ფონდი;
- მედიის უფლებები;
- სატელევიზიო ქსელი;
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი — AB;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
- სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება — ISFED;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია — GYLA;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა — GDI;
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია — GRMA;
- საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- უფლებები საქართველო;
- ღია საზოგადოების ფონდი — OSGF
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
კომენტარები