თბილისში ტრანსგენდერ ქალსა და გეი მამაკაცს შეურაცხყოფა მიაყენეს
ფოტო: Getty Images
3 მარტს, ღამით, თბილისში, ლეონიძის (თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია) ქუჩაზე ტრანსგენდერ ქალსა და გეი მამაკაცს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ვარცხნილობის გამო მათ დისკრიმინაციას ახდენდნენ. ამის შესახებ On.ge-ს ლგბტ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის - თემიდას აღმასრულებელმა დირექტორმა, კობა ბიწაძემ განუცხადა.
მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ დაახლოებით 23:30 საათზე ლეონიძის ქუჩაზე ტრანსგენდერ ქალსა და გეი მამაკაცს ორმა უცნობმა პირმა ფული სთხოვა. მას შემდეგ კი, რაც ფულის მიცემაზე უარი უთხრეს მათ მიმართ, ჰომოფობიური ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს.
"ერთ-ერთი თავდამსხმელი ცდილობდა ფიზიკურ თავდასხმაზე გადასვლას და დააპირა ტელეფონი ესროლა მათი მიმართულებით. თუმცა, თანმხლებმა პირმა ხელი ჩააწევინა," - ამბობს ბიწაძე.
მისი თქმით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა გამოიძახა პოლიცია, რომელიც დაახლოებით 5 წუთში მოვიდა ადგილზე, თუმცა თავდამსხმელები უკვე წასული იყვნენ. მოგვიანებით, როცა პოლიციის თანამშრომელი მოხსენებით ბარათს წერდა, ქუჩაზე იმ პირმა გაიარა, რომელსაც ლგბტ პირები შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ. პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. რამდენიმე წუთის გასვლის შემდეგ ლგბტ პირებთან, მათი თქმით, მეორე თავდამსხმელიც მივიდა.
"პოლიციის მოსვლამდე თავდამსხმელი ერთ-ერთ დაზარალებულს ესაუბრა და სთხოვდა მასთან ერთად გასვლას. თუმცა, ამაზე უარი მიიღო და დაუწყო კითხვების დასმა. ეკითხებოდა თუ ჰქონდა მასთან რაიმე პრობლემა. შემდეგ საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ნასამართლევია, 12 წელი იჯდა ციხეში და პირობითი აქვს. ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია და ისიც გადაიყვანეს განყოფილებაში," - აღნიშნავს ბიწაძე.
შსს-ს პრესსამსახურში ვინმეს დაკავებას არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ მომავალში რაიმე სამართლებრივი რეაგირება არ იგეგმება.
"შემოვიდა შეტყობინება სიტყვიერ შელაპარაკებაზე, გასული იყო პოლიციის ჯგუფი. პოლიციაში წარმოდგენილი იყო ორივე მხარის წარმომდგენელი. მათ თქვეს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა პრეტენზიები არ იყო, გაფორმდა ოქმები და ბოდიში მოიხადეს... მათ პრეტენზია აღარ ჰქონდათ, იმათ ბოდიში მოუხადეს... ანუ ერთმანეთში გაირკვა," - აღნიშნავენ შსს-ს პრესსამსახურში.
საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი 2014 წელს მიიღეს. ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის აღმოფხვრა, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად. ამავე კანონის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა დააკავეს პირი, რომელმაც თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემები გამოიყენა და უკანონო სესხები გაააქტიურა
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს ხმების 99.85%-ით რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები