კიდევ 10 ვარსკვლავი, რომელიც თბილისის მერობას ბრედ პიტზე არანაკლებ იმსახურებს
ვინ იქნებოდა თბილისის მერობის კარგი კანდიდატი? ამ კითხვაზე პარტია ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პასუხი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა, თუმცა თავად თემურ ჭყონიას თუ დავუჯერებთ, თბილისს ბრედ პიტი უფრო შეეფერება!
მართლაც, რატომ არ უნდა მივცეთ ფანტაზიას გასაქანი, როცა შესაძლოა, იდეალური მერი ჰოლივუდში, საფეხბურთო მოედანზე ან რომელიმე მოდის სახლში იმალებოდეს?! თანაც ბრედ პიტი ერთადერთი როდია, ვისაც ჩვენი მშვენიერი ქალაქის ბედს მივანდობდით!
მაშ ასე, გთავაზობთ 10 ვარსკვლავს, რომელიც თბილისის მერობას ბრედ პიტზე არანაკლებ იმსახურებს:
1. კიანუ რივზი
ქველმოქმედებით, თავმდაბლობითა და უბრალოებით გამორჩეული კიანუ რივზი უამრავი ადამიანის საყვარელი ვარსკვლავია. ის კარგი მაგალითი იქნებოდა მოქალაქეებისთვის და დარწმუნებული ვართ, მის ქალაქში ყველა ბედნიერი ივლიდა, თუმცა გვგონია, მერობას რომელიმე კაფეში მარტო ჯდომა და წიგნის კითხვა ურჩევნია.
2. ლილი კოლინზი
თბილისი ლილი კოლინზზე მეტად, ალბათ, არც ერთ ვარსკვლავს არ უყვარს. თბილისის მერი რომ იყოს, უპირველეს ყოვლისა, თბილისის კედლის მხატვრობას ააყვავებდა, რათა ფოტოების გადაღება ყველგან შეძლებოდა. თუ არ იცი, რას ვგულისხმობთ, მის მოგზაურობის დღიურებს გადახედე.
სად იყო პარიზი, როცა ლილი კოლინზი თბილისიდან და ბათუმიდან პოსტავდა
3. დემნა გვასალია
მას შემდეგ, რაც თავისი შემოქმედებით თბილისი და საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო, ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი და ბრენდ Vetements-ის დამფუძნებელი თბილისის მერობას ნამდვილად იმსახურებს! სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, ჩვენს ქუჩის ჩაცმულობაზეც აქტიურად იზრუნებდა, თავადაც შთაგონების ახალ წყაროებს მიაგნებდა და თანამდებობის დატოვების შემდეგ, მსოფლიოს გაოცებასაც არასდროს შეწყვეტდა.
4. მერილ სტრიპი
თუ გვკითხავ, რატომაა მერილ სტრიპი თბილისის მერობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი, ჩვენც კითხვითვე გიპასუხებთ: რატომ არაა მერილ სტრიპი თბილისის მერობის საუკეთესო კანდიდატი? საოცარი კარიერის გარდა, ნიჭიერი და ქარიზმატული მერილ სტრიპი ქველმოქმედებაშიც აქტიურადაა ჩართული და ქალთა ისტორიის ეროვნული მუზეუმის წარმომადგენელიცაა. მოკლედ, ქალაქის ბედს ჩვენს საყვარელ მერილს დიდი სიამოვნებით მივანდობდით!
10 საინტერესო ფაქტი ლეგენდარული მერილ სტრიპის შესახებ
5. ტომ ჰოლანდი
ტომ ჰოლანდი რომ თბილისის მერი იყოს, ქალაქში ერთი საიდუმლოც კი არ იარსებებდა! სპოილერების ხელმწიფე და მისი პრესსამსახური საზოგადოებას ვერაფერს დაუმალავდა და ჟურნალისტებს ყოველი პროექტისა თუ სამომავლო გეგმის შესახებ წინასწარ ჩაუკაკლავდა ყველაფერს!
10 სახალისო შემთხვევა, რომლითაც ტომ ჰოლანდმა თავი ყველას შეგვაყვარა
6. კრისტოფერ ნოლანი
თუ კრისტოფერ ნოლანის დროისადმი დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, საქართველოსა და თბილისში კომენდანტის საათის საჭიროება არც მანამდე და არც მომავალში არ იქნებოდა. თანაც ჩვენი საყვარელი რეჟისორი საქმეს ისე მოაწყობდა, რომ საცობში დროს კი არ დავკარგავდით, არამედ — დავზოგავდით. ამას როგორ იზამდა, ისევე ვერ გავარკვევდით, როგორც მის ფილმებს ვერ ვიგებთ ბოლომდე.
7. ენდრიუ სკოტი
სადაც გენიალურ შერლოკ ჰოლმსს უწევდა ღირსეულ მეტოქეობას, თბილისის მერობას როგორ ვერ გაუმკლავდებოდა?! გარდა იმისა, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას ხელს შეუწყობდა, მასში მონაწილეობას პირადადაც მიიღებდა!
8. ფიბი უოლერ-ბრიჯი
ფიბი აქტიურად დაგეგმავდა სახალისო ღონისძიებებსა და სთენდაფებს და მუდამ ჩვენს გამხნევებაზე იზრუნებდა. მისი დახმარებით, ქალაქში სიცილი-კისკისი და ბედნიერება დაისადგურებდა!
9. ემა უოტსონი
ჩვენი პატარა ჰერმიონი გაიზარდა და ამჟამად გაეროს ქალთა ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩია. ემა აქტიურად მუშაობს განათლების ხელმისაწვდომობისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ამიტომ დარწმუნებული ვართ, თბილისის მერობის შემდეგ განათლების მინისტრად ან პრეზიდენტადაც კი მოგვევლინებოდა!
10. ლეონარდო დიკაპრიო
ადამიანი, რომელმაც ცივ ოკეანეში ხის ნაფოტი ქეით უინსლეტს დაუთმო, ქალაქს ცივ ნიავს არ მიაკარებდა! თანაც ლეონარდო აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით კამპანიებსა და აქტივობებში და დარწმუნებული ვართ, თბილისის გამწვანებას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევდა.
ბონუსი: კრიშტიანუ რონალდუ
თემურ ჭყონიას ხათრით, კრიშტიანუ რონალდუ ათეულში ვერ მოვახვედრეთ, მაგრამ სიას მის გარეშე ნამდვილად ვერ დავასრულებდით. წარმატებული ფეხბურთელი მერად? რატომაც არა?! იმის გარდა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწევდა პოპულარიზაციას, ვარსკვლავი, რომელსაც ინსტაგრამზე ყველაზე ბევრი გამომწერის ჰყავს, თბილისში ტურისტებსაც მოიზიდავდა.
თუ თბილისში მიმდინარე ამბები და მოვლენები გაინტერესებს, შემოგვიერთი ჯგუფში რა ხდება თბილისში.
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
-
პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა პაპუაშვილმა რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "ფსევდორელიგიური სექტა" კიდევ ერთხელ უწოდა
გადახედვა
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა











კომენტარები