ვარძიის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი — ევროპა ნოსტრას ჯილდო მიიღო
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის პროაქტიული კონსერვაციისა და მონიტორინგის სისტემის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/ევროპა ნოსტრას ჯილდო მოიპოვა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი იტალიელ კოლეგებთან ერთად უკვე მრავალი წელია კლდეში ნაკვეთ ისტორიულ ძეგლებზე კვლევა-მონიტორინგსა და გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოს შედეგად, რომელიც 2014 წელს დაიწყო, სრულად რეაბილიტირდა ვარძია და დღეისათვის მუშაობა უკვე უფლისციხის, დავით გარეჯისა და ვანის ქვაბების ძეგლებზე გრძელდება.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი ვარძიის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლზე მიმდინარე კვლევა-კონსერვაციის სამუშაოების აქტიური მონაწილე და მთავარი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციაა საქართველოში.
25 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. წელს ევროპის წამყვანი ჯილდო გადაეცემა ევროპის 18 ქვეყნის 24 სამაგალითო მიღწევას.
საუკუნეების განმავლობაში ქანების ეროზიის ბუნებრივი პროცესები სეისმურ ბიძგებთან ერთად საფრთხეს უქმნიდა ძეგლის მთლიანობას. კომპლექსის საქართველოს ყველაზე აქტიურ სეისმურ რეგიონში მდებარეობის გამო კლდოვანმა არქიტექტურამ სერიოზული ზიანი განიცადა.
ვარძიის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად პროექტის ფარგლებში 2015-დან 2019 წლამდე ვარძიაში ქვათაცვენისა და მეწყერების შესაჩერებლად არაერთი გადაუდებელი ღონისძიება ჩატარდა, ასევე შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია; შემუშავდა და დამონტაჟდა მონიტორინგის კომპლექსური სისტემა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ამუშავებს გარემო პირობების საკვანძო მონაცემებს და შემდგომ სამეცნიერო ჯგუფს გადასცემს ანალიზისთვის. მონიტორინგის სისტემა ხელს უწყობს ზიანის შემცირებას და ვარძიის გრძელვადიანი სტრუქტურული სტაბილურობის უზრუნველყოფას.
"ვარძიაში ბევრი კრიტიკულად დაზიანებული უბანი იყო, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებდა. პროექტში თავდაპირველად ჩართულები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო. კლდეში ნაკვეთი ძეგლების რეაბილიტაცია სპეციფიკური ამოცანაა, რადგან ეს, ერთი მხრივ, გეოლოგიური პროცესების შედეგია, მეორე მხრივ კი – ადამიანის მიერ შექმნილი და კლდეში გამოკვეთილია. ამიტომ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთობაა. შესაბამისად მრავალმხრივ და კომპლექსურ კვლევას საჭიროებს. ამ წლების განმავლობაში ვარძიაში ჩვენ შევიმუშავეთ ვარძიის კომპლექსური მონიტორინგის ქსელი, რომელიც მოიცავს ქვაბულებში მიკროკლიმატზე მონიტორინგს, სეისმური სენსორების დამონტაჟებასა და კონტროლს, ბზარების მონიტორინგს და ყველა ეს მონაცემი თბილისში ონლაინ გადმოგვეცემა", — აცხადებს კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ელაშვილი.
დღესაც მუშაობს სპეციალური გეორადარი, რომელიც ქარაფის სკანირებას ახდენს და მის სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი. ყველა ამ მონაცემის დამუშავებით ილიაუნის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი იტალიელ კოლეგებთან ერთად ადგენს იმ კრიტიკულ პროცესებსა და უბნებს, რომლებიც ჩარევას საჭიროებენ. ამ წლების განმავლობაში ვარძიაში ათამდე კრიტიკული უბანი გამაგრდა. ასეთი გამაგრებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გარედან არაფერი ეტყობა და ვიზუალურ სახეს იცავს. გაკეთდა წყალამრიდი სისტემაც. ასევ, გარკვეულ შრეებზე, ტურისტული ნაწილების ზემოთ, დამონტაჟდა ფოლადის დამცავი ბადეები ქვათა ცვენისგან დასაცავად. წელს დაგეგმილია ვარძიის ზემოთა მთაზე სპეციალური დამჭერი ბადეების დამონტაჟებაც დაცვის მიზნით.
"ვარძიაში მთელი რიგი ტექნოლოგიები პირველად მოვსინჯეთ. ისინი ინოვაციური იყო და, შეიძლება ითქვას, რომ აქ ძირითადი პრობლემები უკვე გადაიჭრა. ეს პრობლემები ნახევარ საუკუნეზე მეტი პერიოდის განმავლობაში იყო დაგროვილი და ძეგლი ახლა უკვე მიმდინარე მონიტორინგისა და მოვლა-პატრონობის რეჟიმში გადადის", — განაცხადა მიხელ ელაშვილმა.
პროექტი საქართველოს მთავრობამ და ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსეს. მას ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევების უმაღლეს ინსტიტუტსა (ISPRA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით.
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები