გაუპატიურება, ფიზიკური ძალადობა, მუხლებზე დაჩოქების იძულება — რას ჰყვებიან პანსიონის ყოფილი ბენეფიციარები
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარები დაწესებულებაში არსებული ძალადობის შესახებ საუბრობენ. ტელეკომპანია ფორმულა ესაუბრა გოგოს, რომელიც ამბობს, რომ 15 წლის ასაკში პანსიონის თანამშრომელმა გააუპატიურა და ემუქრებოდა.
"დირექტორმა გამაგზავნა კაჩიგარიში, უნდა მეთქვა, წყალი გაეცხელებინათ. არავინ რომ არ დამხვდა, მოვტრიალდი უკან და ამაფარა ხელი, გაჩუმდიო, ასე მითხრა, არ ილაპარაკოო, თორემ რაც მოგივა, შენს თავს დაბრალეო. [სექსუალურად იძალადა] იქვე, იმ შენობაში, კაჩიგარიაში. ვერ გამოვექეცი, ფეხები გამიკოჭა", — ამბობს გოგო.
ის ჟურნალისტს უყვება, რომ კაცი დაახლოებით 40 წლამდე იყო, ემუქრებოდა და აშინებდა, რის გამოც მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა. გოგოს თქმით, აცდენდა სკოლას და 2 თვის განმავლობაში არავის ეკონტაქტებოდა, მომხდარს კი მალავდა.
"შემეშინდა. მეგონა, თუ ამას დავმალავდი, არაფერს დამიშავებდნენ. იმის შიშიც მქონდა, რომ ჩემი ნათესავები ამას თუ გაიგებდნენ, რა რეაქცია ექნებოდათ. არ ვიცოდი, როგორ მეთქვა ჩემი ნათესავებისთვის და დღემდე არ იციან, რომ ეს ამბავი მოხდა", — ამბობს ის.
გოგო ფორმულასთან ინტერვიუში იხსენებს იმასაც, რომ მუქარა, თვალთვალი და დაშინება პანსიონიდან წამოსვლის შემდეგაც გრძელდებოდა
"მივდიოდი მაღაზიაში და დავინახე, იქ იდგა. გამოვტირიალდი და შემდეგ ისევ დავაპირე წასვლა. როცა წამოვედი მაღაზიიდან, დამხვდა ორი კაცი. გავიქეცი და დამედევნენ. შემომაბრუნეს და უეცრად დამარტყა მუცელში დანა. როცა ოპერაცია გამიკეთეს, მომწერა, როგორ გამოგფატრა ჩემმა კაცმაო".
ფორმულა ამბობს, მსხვერლმა ჟურნალისტს აჩვენა მიმოწერა, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდება — მოძალადე გოგოს ფსიქოლოგიურად ატერორებს, ძალადობას ახსენებს და მკაცრად აფრთხილებს, რომ ამ მიმოწერის შესახებ არავინ გაიგოს.
ეკრანზე ჩანს მიმოწერაც, სადაც ვკითხულობთ:
"არ მინდოდა შენი გა*იმვა, მაგრამ მიჩვეული ვარ ბავშვების გა*იმვას და მაგიტო გლახად არ გამიგო".
"სხვათა შორის, შენი საქმე არ არის, მე უწინ რამდენი გავ*იმე. თუ ასე ძალიან გაინტერესებს, გეტყვი. შეიძლება ზოგს იცნობ და ზოგს არა. ახლავე გეტყვი მუ*ელო. [...] დანარჩენების გვარებს ვერ გეტყვი, მაინც არ იცნობ".
ფორმულას ინფორმაციით, გოგომ ძალადობის შესახებ პოლიციას 2019 წელს შეატყობინა კა კაცი დაკითხეს კიდეც, თუმცა არაფერი შეცვლილა — ის ისევ თავისუფალია. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, კაცის ოჯახში მისულ ჟურნალისტს უთხრეს, რომ ბოლო დროს პოლიციიდან ორი ბიჭი იყო მისული. ოჯახის ახლობელი იხსენებს 2019 წლის დაკითხვასაც და ამბობს, რომ მაშინ კაცი არ დაუკავებიათ, თუმცა სცემეს.
გამოკითხვასა და ცემაზე მოძალადე გოგოსთან მიმოწერაშიც საუბრობს:
"შენ რო პოლიციაში ჩამიშვი და მე მცემეს, როგორი იყო მითხარი, აბა ამიხსენი".
"კარგი, ვნახოთ, შენ თუ არ დაგასისხლიანო, მე ვიყო არაკაცი".
"შენ მაინც ვერ დაამტკიცებ, იმიტომ რომ ძალიან გეშინია ჩემი და იმის გეშინია, რომ შენებს არაფერი დავუშავო".
"მიხვალ პოლიციაში და ყველაფერს პირიქით იტყვი, თორე რაც მოგივა, შენს თავს დააბრალე. ის სამი კაცი მონაგონი იქნება, კიდევ შემიძლია ბევრი ადამიანი გამოვუშვა".
სექსუალური ძალადობის გარდა, გოგო იხსენებს იმასაც, რომ როგორც მას, ასევე, სხვა ბავშვებს აღმზრელები ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სჯიდნენ.
"ბიჭები გამორჩეულად ჰყავდათ, ანუ ბიჭებს არაფერს უშვებოდნენ. გოგოებს გვირტყამდნენ, მუხლებზე გვაჩოქობდნენ, არ გვაძინებდნენ ღამით. ზოგჯერ იყო პერიოდი, როდესაც მთელი დღე არ გვაჭმევდნენ. იყო ისეთი შემთხვევაც, როდესაც კარიდორში გაგვითენებია მთელი ღამე, კაფელზე. ერთხელაც, მასე რომ დამაჩოქეს კაფელზე, ძაან გლახად გავხდი და საავადმყოფოშიც არ წამიყვანეს, ოთახში დამაწვინეს, ფიცარზე. გონს როცა მოვედი, სულ დალურჯებული მქონდა მკლავებზე, სახეზე, მუცელზე, არ ვიცი, რის გამო. ბავშვები თუ გაგაბრაზებენო, მეუფემ უთხრა, დასაჯეთ კატეგორიულადო, არც საჭმელი არ მისცეთო, თქვენ როგორც გინდათ, ისე დასაჯეთო. ჩვეულებრივი ციხე იყო, უბრალოდ კლეტკები არ ჰქონდა", — ამბობს გოგო.
ტელეკომპანია ფორმულა ნინოწმინდის პანსიონის კიდევ ორ ყოფილ ბენეფიციარს ესაუბრა. ძალადობის შემთხვევებს ისინიც იხსენებენ და თვითმკვლელობის მცდელობებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ყოფილი ბენეფიციარის თქმით, თვითმკვლელობის მცდელობის გამო უფრო მკაცრად ექცეოდნენ იმ მიზეზით, რომ ნათესავები მათგან პასუხს მოითხოვდნენ.
"პანსიონატში დამემართა ეპილეფსია. გამლახა მასწავლებელმა და ნერვიულობის ფონზე დამემართა ეპილეფსია, კედელზე მიმარტყმევინა თავი. იმის შემდეგ ვმკურნალობ. გვაყენებდნენ მარცვლებზე, გვსჯიდნენ და იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მასწავლებელს ეკავა ჯოხი ხელში და გვირტყამდნენ დალურჯებამდე. მერე შუაღამეს დაგვაყენებდნენ გამორთულ ტელევიზორთან, მასწავლებლებს ეძინათ, ჩვენ მთელი ღამე ფეხზე ვიდექით და ვათენებდით. რომ გავნძრეულიყავით, მასწავლებელი მოვიდოდა, ხან ჯოხს გამოგვიქანებდა თავში... მუხლისჩოქით გვატარებდნენ. პოლიციელებიც იყვნენ, როგორ გითხრათ, ზუსტად ზედამხედველებისა და მეუფის მხარეს, ბავშვების უფლებები მაგათ არ აინტრესებდათ არასდროს".
"დიდ ბიჭებს ნებას აძლევდნენ, რომ პატარები ეცემათ. მე გავიქეცი, მანდ მომსვლელი აღარ ვარ-თქო და 9-10 ბიჭი გამოუშვეს ჩემ დასაჭერად. პანსიონატის ბიჭები მცემდნენ. მარტო პანსიონატში არ ხდებოდა. სკოლაშიც მივიდოდით, ხელებს გვირტყამდნენ მასწავლებლები".
"სიცოცხლე მომაბეზრეს. იქედან რომ არ წამოვსულიყავი, ალბათ დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი".
რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედიასთან ისაუბრა პანსიონის კიდევ ერთმა ყოფილმა ბენეფიციარმა. ბიჭი, რომელმაც დაწესებულება 5 წლის წინ დატოვა, იქ არსებულ გარემოს იხსენებს და ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს. დათო ამბობს, რომ დასჯის მეთოდებად "რეიკებით" და სახაზავებით ცემას, იძულებით მეტანიებს, ბუქნებს, ბრინჯის მარცვლებზე მუხლებით დაყენებას და საჭმლის აკრძალვას იყენებდნენ. ფორმულას ეთერში მან განაცხადა, რომ იქ მომხდარზე ინფორმაცია საპატრიარქოსაც მიაწოდა, თუმცა პასუხად, დახმარების ნაცვლად, კრიტიკა მიიღო და "ღვთის მგმობი" უწოდეს.
- რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრობდა
- რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ პანსიონიდან ბავშვების გაყვანაზე — მარტივად
რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს პანსიონში შესვლის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში კი 4 ივნისს განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვთა ზრუნვის სამსახურს შესაძლებლობა მიეცა შესულიყო პანსიონში და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, 6-მა ბავშვმა დაწესებულება დატოვა, ხოლო ათთან მუშაობა მიმდინარეობს. ამას მოჰყვა პანსიონის დირექტორის, მეუფე სპირიდონის ფსიქოლოგიური ძალადობა იმ ბავშვებზე, რომლებმაც წასვლის სურვილი გამოთქვეს. სასულიერო პირმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბავშვებს ეკითხება, ნამდვილად უნდათ თუ არა წასვლა პანსიონიდან და პარალელურად, ესაუბრება მათ მშობლებს. ვიდეოში ჩანს ბავშვის ტირილი, რამდენიმე მოზარდის სახე, ასევე, სპირიდონი ამბობს მათ სახელებს. ამ ყველაფერს ესწრებიან, სავარაუდოდ, სოციალური მუშაკები, რომლებსაც, ვიდეოს მიხედვით, ფაქტზე რეაგირება არ აქვთ.
პანსიონში არ უშვებენ მედიასაც, თუმცა გამონაკლისი აღმოჩნდა პრორუსული Alt-info და TV ობიექტივი, რომელთა სიუჟეტები ეკლესიის დადებითად წარმოჩენას ისახავს მიზნად და ჟურნალისტი პანსიონში "იდეალური პირობების" არსებობას ამტკიცებს.
ნინოწმინდის პანსიონში არსებულ პრობლემებზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს, მათ შორის, ძალადობაზე და დასჯის შემთხვევებზე. ის, რომ სავარაუდო ძალადობაზე საპატრიარქოს და შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჰქონდათ, შსს-ს განცხადებითაც დასტურდება. კერძოდ, უწყება ამბობს, რომ 2016 წლიდან დღემდე პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 5 საქმე აღიძრა — 4 ძალადობაზე და 1 სავარაუდო გაუპატიურებაზე.
1 საქმე მედიაში ბენეფიციარის მიერ ძალადობაზე ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ აღიძრა, თუმცა მანამდე მიმდინარე 4 გამოძიების შედეგი ჯერ დამდგარი არ არის. შსს მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობას ასახელებს.
- იმის დასამტკიცებლად, რომ ბავშვებს პანსიონიდან წასვლა არ სურთ, სპირიდონი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობს
- რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრობდა
- პანსიონის ყოფილი ბენეფიციარის თქმით, საპატრიარქოს ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდა, პასუხად კი "ღვთის მოგმე" უწოდეს
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო ნინოწმინდის პანსიონზე ხელისუფლებას მიმართავს
-
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
-
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა
გადახედვა
-
ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
-
ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს
გადახედვა
-
ვულოცავ მადიარს და მის გუნდს სერიოზულ გამარჯვებას. მისასალმებელია ის პროცესი, რაც ვნახეთ უნგრეთში ვულოცავ მადიარს და მის გუნდს სერიოზულ გამარჯვებას. მისასალმებელია ის პროცესი, რაც ვნახეთ უნგრეთში
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ლადო ბოჟაძე სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოდის ლადო ბოჟაძე სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოდის
გადახედვა
-
მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება
გადახედვა
-
დაეჯერებინათ და ეროვნული ბანკისგან მოეთხოვათ ფულის ბეჭდვის შეჩერება. მალევე დაინახავდნენ შედეგს — ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე დაეჯერებინათ და ეროვნული ბანკისგან მოეთხოვათ ფულის ბეჭდვის შეჩერება. მალევე დაინახავდნენ შედეგს — ალექსანდრე რაქვიაშვილი ფასების შემსწავლელ კომისიაზე
გადახედვა
-
ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას
გადახედვა
-
თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს
გადახედვა
-
Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
-
სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
გადახედვა
-
დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება
გადახედვა
-
"ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე "ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე
გადახედვა
-
საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს
გადახედვა
-
რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი
გადახედვა
კომენტარები