ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის გასაზრდელად პარკირების კომპანია შექმნა, რომლისგანაც 2 მლნ-ს ნაცვლად 150 000 მიიღო — TI
ფოტო: Youtube
ქუთაისის მერიას შპს პარკინგსერვისისგან 2016-2020 წლებში იჯარის თანხად 2 259 988 ლარი უნდა მიეღო, თუმცა მხოლოდ 149 999 ლარი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) ავრცელებს. ორგანიზაცია მიუთითებს იმაზეც, რომ პარკირების კომპანია ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს სწორედ იმიტომ შექმნა, რომ პარკინგი მოეწესრიგებინა და მუნიციპალურ ბიუჯეტს შემოსავალი მიეღო, თუმცა, ვერცერთი ამოცანა ვერ შესრულდა.
TI-ის ინფორმაციით, შპს პარკინგსერვისის წლიური ხარჯი საშუალოდ 450 ათას ლარია და ამ ფასად ის მოქალაქეებისგან საშუალოდ 252 ათასი ლარის ჯარიმის მობილიზებას ახდენს — მოქალაქეების მიერ პარკინგში ჯარიმის სახით გადახდილი ყოველი 1 ლარი, გადასახადის გადამხდელებს დამატებით 1,8 ლარი უჯდებათ.
ფოტო: TI
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კომპანია შექმნის დღიდან ვერც ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს, რის გამოც მერიამ იჯარის ხელშეკრულება გააუქმა და შპს-ს ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა, ხოლო არასრულად დაანგარიშებული იჯარის თანხა და პირგასამტეხლო, ჯამში 1 784 890 ლარი, 10 წელზე გადაუნაწილა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიუთითებს, რომ შპს-ს დაარსების არასწორ გადაწყვეტილებაზე 2017 და 2018 წლებშიც საუბრობდა და მოწყო დისკუსიაც, რასაც რასაც თვითმმართველობის მხრიდან კომპანიისთვის პირობების შემსუბუქება მოჰყვა.
მუნიციპალური შპს-ს დაარსება
შპს პარკინგსერვისი ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს დააფუძნა. საიჯარო ხელშეკრულებით, კომპანიას სარგებლობაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, ყოველწლიურად იჯარისთვის კი 463 415 ლარი უნდა ეხადა. 2018 წელს ეს თანხა 444 386 ლარამდე შემცირდა.
შპს პარკინგსერვისის შექმნამდე, 2014-2015 წლებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალურ ადგილებზე ორგანიზების უფლების სასყიდლით გაცემისათვის ელექტრონული აუქციონი ოთხჯერ გამოცხადდა. ოთხივე შემთხვევაში პირობები იყო იდენტური და ამ უფლების გადაცემის საწყისი წლიური საფასური 660 000 ლარი იყო. მერიის განმარტებით, ოთხივე აუქციონი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობის სურვილი არცერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. TI-ის განცხადებით, მერიას აუქციონის განაცხადებში არ შეუტანია არსებითი ცვლილება, თან აუქციონთა განახლება ხდებოდა დროის მცირე ინტერვალში, ჩაშლის მიზეზების ანალიზისა და აღმოფხვრის გარეშე.
მოგვიანებით ქუთაისის მერიამ თავად შექმნა შპს პარკინგსერვისი. TI ხაზს უსვამს, რომ შედეგად, ქუთაისში პარკინგის საკითხის მოწესრიგება დაევალა არა კერძო კომპანიას, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა, არამედ მუნიციპალიტეტის მიერ საგანგებოდ დაფუძნებულ კომპანიას. მათივე ინფორმაციით, შპს-ს ფუნქციონირების დასაწყებად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2015 წელს 300 000 ლარი გამოეყო.
პარკინგსერვისის 5-წლიანი საქმიანობა და დაგროვილი დავალიანება
შპს პარკინგსერვისი საქმიანობას 2016 წლის 25 იანვრიდან შეუდგა. ამ დროისთვის შპს-ში 35 ადამიანია დასაქმებული. პარკირება ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში დღემდე პრობლემად რჩება.
პარკინგსერვისის ბიუჯეტს მოქალაქეები ავსებენ — პარკირების ადგილებისთვის იმ საფასურის გადახდით, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაადგინა. მიღებული შემოსავლით შპს-ს უნდა გადაეხადა იჯარის საფასური მუნიციპალური ქონებისთვის, რასაც ის შექმნის დღიდან ვერ ახერხებს.
ფოტო: TI
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებს პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო ეკისრებათ ჯარიმები, რაც ქალაქის ბიუჯეტში შედის. ჯარიმების ოდენობამ 2016 წელს 166 762 ლარი, 2017 წელს 301 600 ლარი, 2018 წლის 260 490 ლარი, 2019 წელს 293 749 ლარი, ხოლო 2020 წელს — 241 773 ლარი შეადგინა.
"ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის გაანალიზება ცხადყოფს, რომ ქუთაისში მანქანებით მოსარგებლეებს ჯარიმის სახით წელიწადში საშუალოდ 252 800 ლარის გადახდა უწევთ, ხოლო, პროცესის ადმინისტრირებაზე წელიწადში დაახლოებით 447 630 ლარი იხარჯება, რაც არაეფექტურ მენეჯმენტზე მიუთითებს", — აცხადებენ TI-ში.
იჯარის უზუფრუქტით ჩანაცვლება
რადგან პარკინგსერვისი თანხას ვერ იხდიდა, ქუთაისის მერიამ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ქონების უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
პირველად საკრებულომ ამ საკითხზე მერიას თანხმობა 2019 წლის 27 თებერვალს მისცა, თუმცა მერიას შესაბამისი მოქმედებები არ განუხორციელებია. 2020 წლის 30 სექტემბერს საკრებულომ კვლავ იმსჯელა ამ საკითხზე და მერიას ქონების გადაცემის, დავალიანების განწილვადების და პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების თანხმობა მისცა.
მერის 2020 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით მერიასა და პარკინგსერვისს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება გაუქმდა და დაგროვილი დავალიანება 10 წელზე გადანაწილდა — დავალიანებამ 1 784 890 ლარი შეადგინა. TI ამბობს, რომ მერიამ მხოლოდ 2019 წლის 27 თებერვლამდე არსებული დავალიანება დაითვალა, მას შემდეგ არსებული დავალიანების გადახდისგან კი კომპანია გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ხელშეკრულება ამ თარიღიდან თითქმის ორი წლის შემდეგ გააუქმა.
დავალიანების გადახდისთვის გაწერილი გრაფიკის მიხედვით, პირველი შენატანი, 50 000 ლარი, პარკინგსერვისს 2020 წელს უნდა განეხორციელებინა. თუმცა, მას ბიუჯეტში თანხა არ შეუტანია. მეტიც, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, 2020 წელს მერიამ კომპანიას სუბსიდიის სახით 26 700 ლარი გამოუყო, რაც, მათი თქმით, პანდემიამ გამოიწვია.
შეფასება
საერთაშორისო გამჭვირვალოაბ — საქართველოში მიიჩნევენ, რომ ქუთაისის მერიის მიერ პარკირების პრობლემის მოსაგვარებლად დღემდე გადადგმული ნაბიჯები ეფექტური არ გამოდგა, რაც მერიის არასწორ მენეჯმენტზე მიუთითებს.
ორგანიზაციის აზრით, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა შპს პარკინგერსვისი უნდა გააუქმოს და იზრუნოს პარკირების სერვისის ტენდერის ან აუქციონის მეშვეობით შესყიდვაზე. ამასთან, მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს ტენდერის გონივრული ფასი, რომელიც არ იქნება იმაზე მეტი, რაც თავად დაუწესა მუნიციპალურ შპს-ს.
"მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს როგორც შპს პარკინგსერვისის საქმიანობა, ასევე ამ კომპანიისა და მერიის ურთიერთობა, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებს გადასცეს", — აცხადებენ TI-ში.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
კომენტარები