2020 წელს საქართველოს მოსახლეობა 11 715 ადამიანით გაიზარდა
ფოტო: Getty Images
საქსტატმა დემოგრაფიის მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 728 573 ადამიანი ცხოვრობს. ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობა 0,3%-ით, ანუ 11 715 ადამიანით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს 4 017 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა, თუმცა მოიმატა იმიგრირებულთა სალდომ (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის), რამაც მოსახლეობის საერთო რიცხვი გაზარდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020-ში იმიგრანტთა რაოდენობა 15 732-ით აღემატებოდა ამ პერიოდში საქართველოდან ემიგრირებულებს — ეს ის მთავარი მიზეზია, რის გამოც გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა გაიზარდა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59,4% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. ამასთან, თბილისში მაცხოვრებელთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს.
მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობა ამგვარად გადანაწილდა:
- 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20,5%-ს შეადგენს;
- შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) — 64,2%-ს;
- 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი —15,2%-ს;
რაც შეეხება სქესობრივ განაწილებას, 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 1.79 მილიონი კაცი ცხოვრობდა, ხოლო ქალების რაოდენობა 1,93 მილიონი იყო. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში უფრო მეტი კაცი ცხოვრობს, ვიდრე ქალი, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
საქსტატის ანგარიშში საუბარია მიგრაციასთან დაკავშირებითაც და აღნიშნულია, რომ 2020 წელს ემიგრანტების რაოდენობა 74 264 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29,3%-ით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხვი 7,1%-ით შემცირდა და 89 996 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ იმიგრანტების 85,8% და ემიგრანტების 86,2%, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
-
გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ გამოავლინეს აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც ტვინის ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ
გადახედვა
კომენტარები