ზურაბ ჯაფარიძე

31 Mar. 2021, 01:52

ჩემი აზრით, ჩვენს მეგობრებს დღემდე, მათ შორის დღევანდელი მოლაპარაკების პროცესში, უჭირავთ მცდარი პოზიცია, როდესაც პასუხისმგებლობას აკისრებენ ორივე მხარეს და ორივე მხარეს მოუწოდებენ კომპრომისისკენ. მე არ მესმის, რას ნიშნავს კომპრომისი, როცა სასამართლოს დამოუკიდებლობაზეა საუბარი ან როცა არჩევნების ჩატარებაზეა საუბარი, რომ უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ან არის სასამართლო დამოუკიდებელი, ან არის ბიძინასი. მანდ კომპრომისი სად გადის, არ მესმის, ისევე, როგორც არ მესმის, სად გადის ჩემი პასუხისმგებლობა, როცა 8 წელია ერთი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში და პრობლემები რომ არსებობს, ეს წერია ხუთივე პუნქტში. მე რანაირად ვარ ამაზე პასუხისმგებელი, გაუგებარია. მანამ, სანამ ჩვენი მეგობრების პოზიცია იქნება ასეთი დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, ქართული ოცნება არ დათმობს არაფერს, იმიტომ რომ ივანიშვილს ესმის მარტო ძალის ენა.

ეს განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, როცა ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს

მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას აქვეყნებს. მათი ცნობით, ქვეყნის…