ეუთო/ოდირი ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული 8 რეკომენდაციით მიმართავს
ფოტო: ლანა კოკაია / On.ge
ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას 8 რეკომენდაციით მიმართავს. ეს რეკომენდაციები არჩევნების ჩატარების პროცესის გაუმჯობესებას ეხება და თანხვედრაშია საერთაშორისო ვალდებულებებთან. კერძოდ:
- შეთანხმებული და სტაბილური საარჩევნო სისტემისთვის აუცილებელია კანონმდებლობის გადახედვა, რათა ის უფრო მეტად შეესაბამებოდეს ეუთოს ვალდებულებებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და მოწინავე პრაქტიკას;
- საარჩევნო კომისიის მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, შეიძლება მისი შემადგენლობა გადაიხედოს. შესაძლებელია, გადაიხედოს დანიშვნის ფორმულა, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობა და ერთი პარტიის ფაქტობრივი დომინირების თავიდან აცილება;
- გამჭვირვალობისა და ნდობის გაზრდისთვის, საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს ყველა არსებითი საკითხის კოლეგიალურ და საჯარო სესიებზე მსჯელობის შესაძლებლობა;
- იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობა უზრუნველყონ, შესაბამისმა უწყებებმა ამომრჩეველთა და კამპანიაში ჩართულ პირთა დაშინების შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი და ეფექტური ზომები უნდა მიიღონ;
- აუცილებელია საარჩევნო დავების სისტემის გადახედვა, რათა პროცესი გამარტივდეს, საკანონმდებლო ბაზა გაფართოვდეს და მოქალაქეებმა, რომელთა საარჩევნო უფლება დაირღვა, შეძლონ შეიტანონ საჩივრები;
- დავების განხილვისას გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის ყველა დავა კომისიებმა კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე უნდა განიხილოს, ასევე, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო კომისიისა თუ პასუხისმგებელი პირების ყველა გადაწყვეტილებისა თუ ქმედების სასამართლოში გადასინჯვის შესაძლებლობას;
- იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო დავების გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვა, საარჩევნო კოდექსი უნდა აწესებდეს ნათელ, ობიექტურ კრიტერიუმებს გადათვლისა და ანულირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიები უნდა იყოს დაკომპლექტებული ადამიანებით, რომლებსაც ექნებათ დავების ეფექტურად განხილვის კომპეტენცია;
- სარეკლამო დროის განაწილების არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველა მონაწილეს ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის ჩატარების თანაბარი შესაძლებლობები.
ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ მზადაა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში და რეკომენდაციების შესრულებაში.
საბოლოო შეჯამებაში ეუთო/ოდირი მიმოიხილავს როგორც წინასაარჩევნო პროცესს, ასევე, უშუალოდ არჩევნების დღესა და შემდგომ განვითარებულ პროცესებს. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნები კონკურენტული იყო და საერთო ჯამში, დაცული იყო ძირითადი მოთხოვნები, თუმცა, საზოგადოებაში სანდოობა შეამცირა ფართოდ გავრცელებულმა მოსაზრებამ ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის შესახებ და ადმინისტრაციულ რესურსსა და პარტიულ რესურსს შორის ზღვრის წაშლამ.
"მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ხშირად იშლებოდა, რაც ეუთოს ვალდებულებებსა და კარგ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. საარჩევნო კამპანიისას, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა გააკეთეს რიგი განცხადებებისა, რაც ხელს უწყობდა ამ შთაბეჭდილების შექმნას და ამომრჩევლის მოსყიდვის აღქმას.", — აღნიშნულია ანგარიშში.
ეუთო/ოდირი ამბობს, რომ საარჩევნო ზღვრის დაწევამ პარტიების კონკურენტუნარიანობა გაზარდა და პოლიტიკურ არენაზე ახალი პარტიები გამოჩნდნენ. მათივე შეფასებით, ერთმანდატიანი ოლქების საზღვრები პოლიტიკური პროცესის ფარგლებში განისაზღვრა, თუმცა კონსენსუსის შედეგად.
ორგანიზაცია ასევე ამბობს, რომ საკანონდებლო ბაზა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას მთლიანობაში უზრუნველყოფს, თუმცა, მიუხედავად მათი რეკომენდაციებისა, საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზები რჩება, რამაც გარკვეულ შემთხვევებში კანონის არათანმიმდევრული გამოყენება გამოიწვია.
"რიგი რეკომენდაციებისა რჩება შეუსრულებელი, მაგალითად, აგიტაციასთან, არჩევნების ადმინისტრირებასთან, კამპანიის დაფინანსებასთან, მედიასთან, საჩივრებთან და აპელაციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, შედეგების გადათვლისა და ანულირების პროცესთან", — აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს, ზოგადად, თავისუფლად და ზედმეტი შეზღუდვების გარეშე შეეძლოთ კამპანიების წარმოება, თუმცა იყო ძალადობის ცალკეული შემთხვევები.
"ამასთან, პარტიის მომხრეთა და საჯარო სექტორის თანამშრომლების დაშინების შესახებ ინფორმაცია ფართოდ ვრცელდებოდა. ეუთოს ვალდებულებებისა და საერთაშორისო დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ხშირად ბუნდოვანი იყო", — აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში მითითებულია, რომ მისიის წევრებმა, არჩევნების დღეს, 28 საარჩევნო უბანი მოინახულეს. მათი თქმით, უმრავლესობაში ხმის მიცემის პროცესი იყო გამჭვირვალე და საარჩევნო წესებს, ძირითადად, იცავდნენ, თუმცა ხანდახან ამომრჩევლის ვინაობას პირბადის მოხსნის გარეშე ადგენდნენ, ხანდახან კი, მარკირება არასათანადოდ მოწმდებოდა. ამასთან, საუბარია იმაზეც, რომ იყო ამომრჩეველთა ფოტო ან ვიდეო გადაღების ფაქტები, მათი ნებართვის გარეშე, რაც დამაშინებელ გარემოს ქმნიდა.
"პარტიის კოორდინატორებისა და აქტივისტების ყოფნა უმეტეს უბნებზე, რომლებიც ხშირად მმართველი პარტიის სახელით მოქმედებდნენ, გამოკითხულების შეფასებით დამაშინებლად მიიჩნეოდა. [...] ამასთან, პარტიის წარმომადგენლებისა და პარტიასთან დაკავშირებული მოქალაქეების დამკვირვებელთა ჯგუფების რაოდენობა გადაჭარბებული იყო. ისინი ზოგჯერ საარჩევნო პროცესში ერეოდნენ ან აქტიურად განსაზღვრავდნენ ვინ უნდა შესულიყო კენჭისყრის შენობაში", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, წინასაარჩევნო დღეს, დაახლოებით, 350 საჩივრის აბსოლუტურ უმრავლესობას დაშვებაზე უარი სათანადო განხილვის გარეშე ეთქვა, რაც ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას ძირს უთხრის.
"არჩევნების შემდგომ კი, 1 660 საჩივრის განხილვა დაძაბულ ვითარებაში მოხდა, იმ რვა ოპოზიციური პარტიის მიერ არჩევნების შედეგების უარყოფის ფონზე, რომლებმაც საპარლამენტო ბარიერი გადალახეს. ფორმალური ნიშნით საჩივრების უმეტესობის სისტემურმა უარყოფამ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება მნიშვნელოვნად შეზღუდა", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ ცესკოში მმართველი პარტიის დომინირება უარყოფითად აისახა საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით, ქვედა დონეებზე.
დოკუმენტში მოხვდა ცესკოსთან გამართული აქციის დაშლაც. ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ პროტესტზე ხელისუფლების რეაქციამ გამოიწვია როგორც დემონსტრანტების, ასევე, ჟურნალისტების ტრავმები, რომელთაც საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდათ.
ეუთო/ოდირი საუბრობს სასულიერო პირების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში აქტიურობაზეც, ასევე, მედიაზე. მისიის შეფასებით, პოლიტიკური ხაზისა და ბიზნეს ინტერესების გამო, მრავალფეროვანი და პლურალისტული მედია გარემო პოლარიზებული იყო. ანგარიშში მითითებულია, რომ მედიამონიტორინგის მიხედვით, ყველა კერძო მაუწყებელი აშკარად მიკერძოებული და აშკარად პარტიული იყო.
"მაშინ, როცა ძირითადი კანდიდატები საზოგადოებრივ არხებზე თანაზომადი ოდენობის ძირითადად ნეიტრალური გაშუქებით იყო უზრუნველყოფილი, ძირითადი კერძო მაუწყებლების მიკერძოებულმა სარედაქციო გაშუქებამ, მმართველ პარტიასა და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატების არარსებობამ, კამპანიის გაშუქების კონფრონტაციულმა ტონმა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი, მნიშვნელოვნად შეამცირა. უფრო მეტიც, ნამდვილი საგამოძიებო პროგრამებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის გამო, კამპანიის გაშუქება ზოგჯერ ყოველდღიური კამპანიის საქმიანობის გაშუქებით და ძირითადი პოლიტიკური პარტიების მიერ გამოთქმული ბრალდებებით შემოიფარგლებოდა", — აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
კომენტარები