კახა კალაძემ "თბილისობის" დღესასწაულზე 32 ადამიანს "საპატიო თბილისელის" წოდება მიანიჭა. კალაძემ "საპატიო თბილისელებს" სიგელთან ერთად დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

"იყო თბილისელი, ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარი ქალაქის წინაშე — გიყვარდეს, ზრუნავდე და უფრთხილდებოდე მას. ხოლო იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, განსაკუთრებული პატივია და, ამავდროულად, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა. საპატიო მოქალაქის წოდება მხოლოდ ჯილდო არ არის. ეს არის თბილისის მადლობა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი აჩუქეს," — განაცხადა კალაძემ დაჯილდოვებაზე.

წლევანდელი "საპატიო თბილისელები" არიან:

  • ივანე კუზანოვი — ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • გრიგოლ (გია) მურღულია — პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
  • ნუგზარ რუხაძე — ჟურნალისტი, დიპლომატი;
  • ნინო სალუქვაძე — სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი;
  • რამაზ ხეცურიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • დავით გორდელაძე — ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • მიხეილ კილოსანიძე — ხმის რეჟისორი;
  • ვლადიმერ პაპავა — მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ლერი ხაბელოვი — სპორტსმენი;
  • ავთანდილ დემეტრაშვილი — იურისტი, პროფესორი;
  • იური ოსიპოვი — მოფარიკავე;
  • კირა ანდრონიკაშვილი — მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;
  • რევაზ კლდიაშვილი — ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი;
  • მამუკა მიქელაძე — მხატვარი, მონუმენტალისტი;
  • ირმა გურიელი — ჟურნალისტი, მსახიობი;
  • იანო ალიბეგაშვილი — მომღერალი, ოპერის სოლისტი;
  • გიორგი ქორქაძე — მუსიკოსი;
  • დავით მეტრეველი — ექიმი, ენდოკრინოლოგი;
  • მურმან გელენიძე — მხატვარი;
  • ლევან ჯაფარიძე — ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
  • ტარიელ ონაშვილი — მომღერალი;
  • გივი შუღაროვი — ინჟინერი, პოლიტიკოსი;
  • ნუგზარ მეძმარიაშვილი — მხატვარი, მონუმენტალისტი;
  • თენგიზ ასათიანი — ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;
  • ედიშერ მაჩაიძე — სპორტული მსაჯი, პროფესორი;
  • ელგუჯა ადამია — ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;
  • რევაზ ჯავახიშვილი — მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
  • ბესარიონ დოჭვირი — მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი;
  • გიორგი ალიბეგაშვილი — პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
  • ზურაბ გოშაძე — პოეტი, ფილოლოგი;
  • რამაზ ხუროძე — ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
  • ჯემალ ძაგანია — პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.