Covid-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმას კორუფციის პრევენციის კომპონენტი აკლია — TI
ფოტო: Robin Lee / Shutterstock
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI) განცხადებით, Covid-19-ის დანერგვის ეროვნულ გეგმაში კორუფციული რისკები არაა შეფასებული და არაა გათვალისწინებული არაკეთილსინდისიერი ქმედებების საწინააღმდეგო ღონისძიებები. TI-ში მიაჩნიათ, რომ კორუფციის რისკების წინასწარ არგათვალისწინებამ, შესაძლოა, პრობლემები და შეფერხებები იმუნიზაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს შეუქმნას.
"პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის ეტაპი, პროცედურა და პასუხისმგებელი პირი/დაწესებულება, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ვაქცინაცია.
თუმცა, პრობლემურად მიგვაჩნია, რომ გეგმაში არ არის სათანადოდ გათვალისწინებული იმუნიზაციის პროცესში ჩართული მრავალი ადამიანისა თუ დაწესებულების მიერ (ამცრელები, მობილური ბრიგადები, ჯანდაცვის ცენტრები, მუნიციპალური ორგანოები და ა.შ.) მათთვის დელეგირებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენცია, აღმოჩენა და მათზე რეაგირება", — ამბობენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, არაკეთილსინდისიერი ქმედებების რისკი ნამდვილად არსებობს და TI-შ9 აღნიშნავენ, რომ მას სამი ძირითადი გარემოება განაპირობებს:
- მოთხოვნადი და ძნელად ხელმისაწვდომი პროდუქტის არსებობა — Covid 19-ის ვაქცინის მოსაპოვებლად ადამიანთა ნაწილმა შესაძლოა წესების დარღვევის გზას მიმართოს;
- უფლებამოსილების განაწილება მრავალ ადამიანზე / დაწესებულებაზე — იმუნიზაციის პროცესის მასშტაბიდან გამომდინარე აუცილებელია უფლებამოსილების განაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალ ადამიანსა და დაწესებულებაზე. უფლებამოსილ პირთა რაოდენობის ასეთი ზრდა შესაბამისი საპრევენციო ზომების გარეშე ზრდის კორუფციული დარღვევების რისკს;
- იმუნიზაციის სისტემაში დამატებით გარე პირთა ჩართვა — როგორც გეგმაშია აღნიშნული, დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა იმუნიზაციის სისტემის არსებული შესაძლებლობის (აცრების რაოდენობა) თითქმის გაოთხმაგება. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესში საჭირო იქნება დამატებით ისეთი ადამიანების ჩართვა, რომლებისთვისაც ახალი იქნება იმუნიზაციის ანდა სამედიცინო სფერო, რამაც შესაძლოა არაკეთილსინდისიერად მოქცევის რისკი გაზარდოს.
"მართალია, ვაქცინაციის გეგმა ითვალისწინებს პროცესში ჩართული ადამიანებისთვის მასშტაბურ ტრენინგებს, თუმცა ამ ტრენინგების შინაარსობრივ ნაწილში არ არის განსაზღვრული კეთილსინდისიერებისა და დარღვევებზე რეაგირების კომპონენტები.
გეგმით ასევე გათვალისწინებულია ამცრელებისთვის სატელეფონო ცხელი ხაზის არსებობა. თუმცა, აქაც ცხელი ხაზის ფუნქცია პროცედურების სწორად წარმართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა და არა დარღვევების ან არაკეთილსინდისიერი ქმედებების შეტყობინება / მხილება", — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, მისასალმებელია, რომ ვაქცინის მარაგების, დისტრიბუციისა და აცრილთა აღრიცხვის მართვა დიდ წილად ელექტრონულად მოხდება. პროცესების ამგვარი ავტომატიზაცია და ელექტრონულ რეჟიმში წარმართვა კორუფციის რისკებს შეამცირებს. თუმცა, აღნიშნავე, რომ იმუნიზაციის პროცესის მასშტაბისა და მრავალეტაპიანობიდან გამომდინარე მაინც არსებობს კორუფციისადმი შედარებით მეტად მიდრეკილი ეტაპები, რომელთა წინასწარი გამოვლენა აუცილებელია. მაგალითად, რა ხდება, თუ:
- რომელიმე მოქალაქე გადაწყვეტს ნაცნობობის, ქრთამის, გავლენის ან თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით ვაქცინის დროზე ადრე მოპოვებას?
- იმუნიზაციის რომელ ეტაპზეა ამის ყველაზე მეტი რისკი?
- და არის თუ არა მოფიქრებული ასეთი შემთხვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების მექანიზმები?
TI-ის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის გეგმაში არ არის ნახსენები კორუფციისა და არაკეთილსინდისიერი ქმედებების ამგვარი რისკები, იმაზე მიანიშნებს, რომ ამ რისკების შეფასება არ მომხდარა და მათი შესაძლო პრევენციის მექანიზმების მოფიქრების სამუშაო არ ჩატარებულა.
ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ იმუნიზაციის პროცესში კორუფციის რისკების შესამცირებლად აუცილებელია:
- ვაქცინაციის დანერგვის ეროვნულ გეგმას კეთილსინდისიერების კომპონენტი / თავიდაემტოს, რომელიც დაეფუძნება კორუფციული რისკების შეფასებას და რომელშიც გაწერილი იქნება როგორც ამ რისკების შემცირების ზომები, ისე დარღვევების დადგენის შემთხვევაში გამოსაყენებელი შესაბამისი სიმკაცრის სანქციები;
- დაინერგოს იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული დარღვევების მხილებისა და ასეთ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმი. დარღვევების მხილება შესაძლებელი უნდა იყოს ამცრელებისთვის მოქმედი ცხელი ხაზის საშუალებით, სადაც მამხილებელთა ანონიმურობა სრულად იქნება დაცული;
- იმუნიზაციის გეგმით გათვალისწინებულ ტრენინგებს უნდა დაემატოს კეთილსინდისიერების კომპონენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება კორუფციის რისკების შეფასების შედეგებზე და ტრენინგის მონაწილეებს მიაწვდის ინფორმაციას, თუ, რა უნდა მოიმოქმედონ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში;
- იმუნიზაციის პროცესი წარიმართოს სრული გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით, რათა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს ჰქონდეს პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. ეს გულისხმობს, როგორც ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა კონტრაქტის (მაგ: ვაქცინების, სახარჯი მასალების, იმუნიზაციის სერვისების შესყიდვა და ა.შ.) გამოქვეყნებას, ისე აცრილი მოსახლეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის დროულად გასაჯაროებას.
TI იმედს გამოვთქვამს, რომ ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე კორუფციის რისკების შეფასება და საპრევენციო მექანიზმების დანერგვა მოხდება, რათა არაკეთილსინდისიერმა ქმედებებმა და კორუფციამ იმუნიზაციის პროცესის დაზიანება ვერ შეძლოს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გეგმის შემუშავების პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი, გეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი და მისი განახლება თავიდანვე იგეგმებოდა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებების გათვალისწინებისთვის მზად არიან.
"კორუფციის რისკი ეპიდემიის, პანდემიის პირობებში, როცა ბაზარზე ასეთი დეფიციტია ვაქცინებთან მიმართებაში მაღალია და მე გუშინაც ვახსენე ის, რომ სამინისტრომ აქამდეც მიიღო გარკვეული შუამავლებისგან შეთავაზებები, რომლებიც ვერ ადასტურებენ მათ კავშირს მომწოდებლებთან. რა თქმა უნდა, ასეთი რისკებისგან გადაზღვევა მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ ეს ნაწილი გავითვალისწინოთ", — განაცხადა გაბუნიამ.
2021 წლის 14 იანვარს საქართველოს მთავრობამ Covid-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე ქვეყნის სრულწლოვანი მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაცია უნდა მოხდეს.
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
კომენტარები