ღარიბაშვილმა ენმ შულავერის კომიტეტს შეადარა
საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კონსტიტუციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ნაციონალური მოძრაობა ე.წ. შულავერის კომიტეტს შეადარა.
"დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა [ენმ] გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან. დღეს 21-ე საუკუნის, არც ამას მოვერიდებოდი — შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს", — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა გამოიყენა ფრანგული სიტყვა დეჟავიუ და განაცხადა, რომ ის რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს 100 წლის წინ.
"თებერვლის სუსხიანი დღეები გვახსენებს საუკუნის წინანდელ წარსულს, როდესაც ქართულ სახელმწიფოებრიობის შიდა მტრები, ჩვენი დიდი, ეროვნული იდეის მოღალატეები, ქართველი ბოლშევიკები შემოუძღვნენ საბოჭოთა რუსეთის მე-11 არმიას და გაანადგურეს ყველაფერი ის, რაც გარანტირებული იყო რამდნიმე დღით ადრე მიღებული პირველი ქართული კონსტიტუციით.
მე მინდა სიტყვა ვიხმარო ფრანგული — დეჟავიუ, რომელიც მოგეხსენებათ, რომ ნიშნავს უკვე ნანახს და როდესაც დღეს, ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე ისევ ვხედავთ ჩვენი სახლემწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომლებსაც სამიზნედ სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ, გვახსენდება, რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს. უკვე ნანახი გვაქვს ჩვენი რეპრესიები ასი წლის წინ და 10 წლის წინაც. ჩვენ გვქვს ნანახი ეკლესიების ნგრევა მაშინაც და არც თუ ისე შორეულ წარსულში. უკვე ორგზის გვაქვს ნანახი ჩვენ პროგრესის სახელით ძეგლების აფეთქებაც, ჩვენი მოქალაქეების კერძო საკუთრების ექსპროპრიაციაც და თავისუფალი აზრის ცენზურაც. ჩვენ უკვე ორგზის ნანახი გვაქვს სერგო ორჯონიკიძეები, ჩვენ უკვე ორჯერ გავიარეთ ქართული ტერიტორიების გასხვისება. ეს დღესაც გრძელდება", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
1921 წლის თებერლვაში კომუნისტურმა პარტიიის ეგიდით სოფელ შულავერში შეიქმნა ე.წ. რევოლუციური კომიტეტი, რომელმაც რუსეთის საბჭოთა მთავრობას სთხოვა დახმარება თითქოსდა ქართველი აჯანყებული მშრომელების მხარდასაჭერად. ამ დროს საბჭოთა რუსეთი უკვე აწარმოებდა ბრძოლებს საქართველოს წინააღმდეგ. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ კომიტეტის წევრები მოღალატეებად გამოაცხადა. გასაბჭოების შემდეგ ამ კომიტეტის წევრები მმართველ თანამდებობებს იკავებდნენ.
გაიგეთ მეტი:
- "ამ ძალას ფეხქვეშ გათელილი ჰქონდა კონსტიტუცია" — ღარიბაშვილმა კონსტიტუციის დღეზეც ენმ გააკრიტიკა
- უგრეხელიძე: ეს კონსტიტუცია რომ ადამიანი ყოფილიყო, ჩვენი ეკლესია წმინდანად შერაცხავდა
- პოლიტიკური ინტერესებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის სურვილი აქვთ — კობახიძე კონსტიტუციის იუბილეზე
- დიდ დროს ვკარგავთ გაუთავებელ დაპირისპირებაში — პრეზიდენტი კონსტიტუციის იუბილეზე
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
კომენტარები