მნიშვნელოვანია, ქართველი ერი პირველი კონსტიტუციის ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდეს — აშშ-ის საელჩო კონსტიტუციის იუბილეზე
ფოტო: ლელო
ამერიკის შეერთებული შტატები საქართელოს ქვეყნის პირველი კონსტიტუციის იუბილეს ულოცავს. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ახლა, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი პირველ კონსტიტუციაში განმტკიცებული მთავარი ღირებულებების ირგვლივ გაერთიანდეს. საელჩოში აღნიშნავე, რომ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საუკუნოვანი მტკიცე ძალისხმევისა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ.
"თქვენ, მართლაც, უნდა იამაყოთ ამ კონსტიტუციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ დროისთვის, როდესაც ის იქმნებოდა. იგი აღიარებდა სახელმწიფოს თავისუფლებასა და განუყოფლობას, იცავდა ძირითად სამოქალაქო და ადამიანის უფლებებს და ადგენდა ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე. იგი ითვალისწინებდა გენდერულ თანასწორობას, იცავდა უმცირესობებს, უზრუნველყოფდა რწმენის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას.
სამწუხაროდ, რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად, ქართველმა ხალხმა დაკარგა ამ თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა მომდევნო 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს პირველ კონსტიტუციაში გამოხატული ღირებულებები ისეთივე მნიშვნელოვანია 2021 წელს, როგორც — 1921 წელს და ამ ღირებულებებს აფასებს და იზიარებს ამერიკელი და ქართველი ხალხი", — ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
მათივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ხშირად გადის გამოცდას, თუმცა, აშშ-ის ბოლო პერიოდის გამოწვევები ადასტურებს იმას, თუ რაოდენ სიცოცხლისუნარიანია დემოკრატია და რამდენად ერთგული უნდა დარჩეს საქართელო უფრო სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნისა, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციაშია აღწერილი.
"ახლა, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდეს თქვენს პირველ კონსტიტუციაში განმტკიცებული მთავარი ღირებულებების ირგვლივ. მოქალაქეებმა, არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
"ზუსტად ისე, როგორც 1921 წელს, არსებობენ ისინი, ვისაც სურთ საქართველო ამ ძალისხმევის წინაშე დამარცხებული იხილონ, ვინც საქართველოს დემოკრატიის წარმატებას საფრთხედ აღიქვამს. ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი შრომა გასწია ქვეყანაში პირველი დემოკრატიის დასამყარებლად, ბევრი იბრძოლა მის დასაბრუნებლად 30 წლის წინ და უამრავი სისხლი, ოფლი და ცრემლი დაღვარა მის აღსადგენად. დემოკრატიისთვის შრომა რთულია და ის არასოდეს მთავრდება, სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომასა და მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში ერთად წინსვლისთვის. თქვენ უნდა იამაყოთ ამ დღით და ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა ბოლო 100 წლის განმავლობაში", — წერია მილოცვის ტექტსში.
აშშ საქართველოს მოუწოდებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ქვეყნის თითოეული თანამოქალაქის სახელით, განაახლონ ერთგულება უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ.
100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, საბჭოთა ოკუპაციის საფრთხის ფონზე ქვეყნის პირველი კონსტიტუცია მიიღო.
გაიგეთ მეტი:
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
-
გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა გიორგი კალანდია: სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ ლევან იოსელიანი: [თითით შეღწევა არის თუ არა დათვალიერების პროცედურის ნაწილი] დებულებაში უნდა ვნახოთ
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
კომენტარები