რა იგულისხმა ვაქცინის კომერციულად შემოტანაში — მამუკა ხაზარაძის განმარტება
ფოტო: ლელო
2 კვირის წინ, ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს პარალელურად, ნებადართული უნდა იყოს კომერციული ვაქცინის შემოტანა, წინასწარ დათქმული პირობების შესაბამისად. მისი აზრით, ეს ვაქცინაციის ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებს და ეკონომიკასაც უფრო სწრაფად აამუშავებს.
ხაზარაძის ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტრომ პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა. მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს ინიციატივა არასერიოზულია, რადგან სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ მიიღებს ვაქცინას. NCDC-ის ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ თუ კერძო სექტორს აქვთ საშუალება, "კი", მაგრამ მწარმოებლები ჯერ მათ არ ესაუბრებიან.
ხაზარაძის ინიციტივას კრიტიკულად შეხვდა მოსახლეობის ნაწილი. მათი მტკიცებით, ასე ვაქცინა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვისაც დიდი შემოსავალი აქვს; რომ ეს კერძო კომპანიის ინტერესებია და არა მოსახლეობის. ხაზარაძე კი განმარტავს, რომ ეს იდეა არა ვაქცინით ფულის კეთების სურვილით, არამედ ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებით არის ნაკარნახევი.
პლატორმა Clubhouse-ის ერთ-ერთ ოთახში პირდაპირი საუბრები მამუკასთან On.ge-ს კითხვის პასუხად ხაზარაძემ თქვა, რომ ვაქცინა უნდა კეთდებოდეს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის.
"მოცემულობა ვნახოთ, სად ვდგავართ დღეს. დღეს არის ასეთი სიტუაცია, რომ 29 500 ვაქცინას ელოდება საქართველო, რომელიც უკვე 1 წელია პანდემიის პირობებში არსებობს. ნახეთ, 3 მილიონ 700 ათასი კაცი ვართ, 29 ათას 500 ათასი ვაქცინა ვიშოვეთ და ისიც არ ჩამოსულა ჯერ. დანარჩენი როდის ჩამოვა, კაცმა არ იცის. ეს არის დიდი კოლაფსი ჩვენი ხელისუფლების და არა ის, რომ ვთქვათ, მელიას დაჭერა-არდაჭერაზე მოხდა რაღაც განხეთქილება. განხეთქილება კი არა, თავს უშველა მთავრობამ და პრემიერმა, რომელიც გაექცა ამ პასუხისმგებლობას. იმიტომ, რომ ხვალ ეს კითხვა, როდესაც დამთავრდება ეს ყველაფერი, არის ყველაზე მწვავე — როდის აიცრება ჩვენი მოასხლეობა. [...]
კომერციულადაც უნდა გაიყიდოს, მაგრამ უნდა დაავალდებულო იგივე ბიზნესი, ვისაც მისცემ ამის უფლებას, რომ თავიანთი თანამშრომლები უპირველეს ყოვლისა აცრან. ჩვენთვის ამოცანა რა არის? რაც შეიძლება სწრაფად იქნას აცრილი ადამიანები, ამაშია საქმე. ან იგივე სახელმწიფომ დააფიანანსოს ეს ყველაფერი, ტექნიკის თემაა. მთავარია, ჩვენ ვაქცინა შემოვიტანოთ და არა ვინმემ ვაქცინაზე ფული გააკეთოს. ეს არ იყო ამ წინადადებაში ჩადებული", — განაცხადა მან.
რაც შეეხება იმას, რომ კერძო სექტორი ვაქცინის შესყიდვას ვერ ახერხებს, ხაზარაძის აზრით, ამაში მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს.
"თუ შენ გყავს სტრატეგიული პარტნიორები, ისეთი, როგორიც არის უკრაინა, როგორიც არის შეერთებული შტატები და ა.შ. უნდა მოახერხო კერძო სექტორთან ერთად და იმ კონტაქტების საშუალებით, რომელიც არსებობს — ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, უამრავი ბიზნესმენია, უამრავი ნაცნობობა არსებობს... როცა უკრაინა ყიდულობს 12 მილიონ ვაქცინას, [უნდა] მოახერხო 12 მილიონ 200 ათასი ვაქცინის ყიდვა და 200 ათასში მზად უნდა იყო, რომ გადაიხადო კომერციული ფასი, რომ რაც შეიძლება სწრაფად აცრა შენი მოსახლეობა.
ეს არ ნიშნავს, რომ კომერციული ფასი იქნება [ისეთი, რომ მოხერხდეს] მხოლოდ მდიდარი მოსახლეობის აცრა. ამას არ ნიშნავს. აცრა საბოლოო ჯამში მაინც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, იმიტომ, რომ კერძო ბიზნესს ამის საშუალება არ გააჩნია. თუმცა, თუ [კორონავირუსის] ვაქცინა იქნება, თუ გრიპის ვაქცინის აცრა შეიძლება, რატომ არ შეიძლება, რომ კლინიკებსაც შეეძლოს ამის გაკეთება? ეს უკვე მეორე ეტაპია და უფრო ლოჯისტიკაა და უფრო აღსრულებას ეხება", — განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფომ ამ საკითხზე რეაგირება ძალიან დააგვიანა, რადგან მოლაპარაკებები არ უწარმოებია. ხაზარაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს სხვა ქვეყნების გამოცდილება უნდა გაეზიარებინა.
"ყველგან შეიძლება... ისრაელთან ერთად, ხომ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი. ისრაელმა სამოცდა რაღაც პროცენტი აცრა ქვეყანაში. როგორ არ შეიძლება, 50 ათასი, 100 ათასი ვაქცინა გეშოვა კომერციული ფასით. ისრაელმა რა გგონიათ, რატომ აჯობა ყველას — ორმაგად დიდი თანხა გადაიხადა ამ ვაქცინაში, მაგრამ ასევე შესთავაზა იმ კომპანიებს, რომლისგანაც იყიდა, ვაქცინაციაზე ინფორმაციის, data რასაც ქვია, მიწოდება. ამით დააინტერესა და ასეთი ქმედება ჩვენთან არ ჩატარებულა, ჩვენ ყოველ საღამოს განვიხილავდით, რამდენი ინფიცირებულია და რამდენი შპრიცი შემოვიდა.
ეს არის დიდი პრობლემა, ქვეყანას მენეჯმენტი არა ჰყავს სამწუხაროდ. აღარ ჰყავს არც კრიზის მენეჯმენტი და არც პოლიტიკური. არანაირი ხედვა არ არის არც ეკონომიკის და არც ვაქცინაციის. ეს იყო ჩემი წინადადება და არა სხვა რამ", — თქვა ხაზარაძემ.
ექსპრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში თებერვლის ბოლომდე კოვაქს პლატფორმიდან 29 250 Pfizer-ის ვაქცინა შემოვიდოდა, რომელიც 14 ათასზე მეტი ადამიანის სამყოფი დოზაა, რადგან ეს ვაქცინა ორჯერ კეთდება. პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ტესტირება იგეგმება, შემდეგ კი, 75 წელს ზევით გადაცილებულების.
გაიგეთ მეტი:
-
რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები? რამდენად ჯანსაღია შენი ყოველდღიური ჩვევები?
-
აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა" აღმოაჩინეს ფენიქსი პლანეტა, რომელიც მკვდარი ვარსკვლავის "ფერფლიდან აღდგა"
გადახედვა
-
ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა
გადახედვა
-
შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას შესაძლოა EU-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გაიხსნას
გადახედვა
-
თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
-
შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს შსს: ბოლო დღეებში ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 107 მოქალაქე გააძევეს
გადახედვა
-
ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი ტრამპმა დიზელის საწვავზე ფასების შესამცირებლად აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი
გადახედვა
-
შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი შავ ზღვაში სავაჭრო გემი ჩაიძირა — დაიღუპა კაპიტანი
გადახედვა
-
1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება 1990-იანების 10 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც დღეს უცნაურად ითვლება
გადახედვა
-
ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია ბაზისბანკის ბარათით თანხის განაღდება იგივე პირობებით უკვე ლიბერთის 700-მდე ბანკომატიდანაც შესაძლებელია
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
კომენტარები