მოძრაობა "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" ნობელის პრემიაზე წარადგინეს მშვიდობის დარგში
ფოტო: Roberto Schmidt / AFP / Getty Images
სამოქალაქო მოძრაობა Black Lives Matter ("შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია") 2021 წლის ნობელის პრემიაზე, მშვიდობის დარგში, ნორვეგიელმა პარლამენტარმა, პეტერ აიდემ, წარადგინა.
აიდეს თქმით, BLM, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ძალად ჩამოყალიბდა, "რასობრივი უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება" და აგრძელებს ისეთი საზოგადოებრივი აქტივიზმის მემკვიდრეობას, როგორიც აშშ-ში "სამოქალაქო უფლებების მოძრაობა", სამხრეთ აფრიკაში კი ანტიაპარტეიდული მოძრაობა იყო. აღსანიშნავია, რომ ორივე მოძრაობის სულისჩამდგმელებს ასევე აქვთ ნობელის პრემია მიღებული მშვიდობის დარგში: მარტინ ლუთერ კინგმა პრიზი 1964 წელს, ალბერტ ლუთულიმ 1960 წელს, ნელსონ მანდელამ კი 1993 წელს მიიღო.
"ნობელის პრემიის კომიტეტისთვის უჩვეულო ნამდვილად არაა (რასობრივ) უთანასწორობასთან ბრძოლასა და მშვიდობას შორის კავშირის დანახვა", — აღნიშნავს აიდე, რომელიც ნორვეგიის მემარცხენე სოციალისტურ პარტიას წარმოადგენს, — "სამართლის გარეშე მშვიდობა ვერ იქნება".
პრესტიჟულ პრემიაზე წარდგენას გამოეხმაურნენ მოძრაობის ლიდერებიც.
"მსოფლიოს ისტორიაში ჩვენ უდიდესი საზოგადოებრივი მოძრაობა ვართ. დღეს ჩვენ ნობელის პრემიაზე წარგვადგინეს მშვიდობის დარგში. ხალხი იღვიძებს და მოქმედებას იწყებს, რათა აღადგინოს რასობრივი სამართლიანობა, ბოლო მოუღოს ეკონომიკურ უთანასწორობას, რასისტულ გარემოსა და თეთრკანიანთა უპირატესობას. ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ", — აცხადებს BLM ტვიტერზე.
ფოტო: Maddie Meyer / Getty Images
"შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" 2013 წელს დაფუძნდა, თუმცა მსოფლიოსათვის მოძრაობის საქმიანობა გასულ წელს გახდა მეტად ცნობილი, როცა ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ აშშ-ში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო.
გასულ წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაეროს საკვების მსოფლიო პროგრამამ მიიღო.
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა "ურანის" გაყიდვის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები