სექსიზმი და გენდერული სტერეოტიპები სოციალურ მედიაში — MDF-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში
ფოტო: MDF
4 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მედიის განვითარების ფონდმა სოციალური მედია დაამონიტორინგა, რის შედეგადაც სოციალურ სივრცეში სექსიზმისა და გენდერული სტერეოტიპების მაგალითები გამოვლინდა.
MDF დააკვირდა სოციალური მედიის ანგარიშებს, კერძოდ:
- ფეისბუკ გვერდებს: პარტიული, პარტიების მხარდამჭერი, ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული, მედიის და სხვადასხვა თემატური გვერდები;
- საჯარო ფეისბუკ ჯგუფებს, სადაც პოსტებს სხვადასხვა გვერდი ან ინდივიდუალური პროფილები აქვეყნებენ;
- ინდივიდუალურ ფეისბუკ ანგარიშებს.
საბოლოო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის პერიოდში სექსიზმისა და სტერეოტიპიზაციის 308 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ანგარიშის ავტორმა, ქეთი მსხილაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, ქალი პოლიტიკოსები თავდასხმის სამიზნეები ძირითადად ხდებოდნენ პოლიტიკური კუთვნილებისა და ქმედების (187 შემთხვევა), ასევე, მათი გენდერული იდენტობის გამო (109 შემთხვევა).
ფოტო: MDF
ანგარიშის თანახმად, დარღვევების ტიპოლოგიის მიხედვით, ექვსი კატეგორიიდან ხუთში ხელისუფლების ოპონენტების მადისკრედიტირებელი ანგარიშები ლიდერობდნენ, კერძოდ:
- მორალური კრიტერიუმებით თავდასხმა — 58 შემთხვევა 115-დან;
- გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით — 27 შემთხვევა 57-დან;
- გარეგნული მახასიათებლების ნიშნით — 27 შემთხვევა 56-დან;
- გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა — 20 შემთხვევა 52-დან;
- ეიჯიზმი — 4 შემთხვევა 8-დან.
ამასთან, სექსიზმის/მიზოგინიის კატეგორიაში (18) დარღვევების რაოდენობით პირველობა ანტილიბერალურ ჯგუფებთან დაკავშირებულ ანგარიშებს ჰქონდა.
რაც შეეხება დარღვევების ტიპოლოგიას, ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ხშირად ქალ პოლიტიკოსებს შეურაცხყოფას მორალური კრიტერიუმების საფუძველზე აყენებდნენ (115 შემთხვევა), რომელსაც გონებრივი შესაძლებლობების (57) და გარეგნული მახასიათებლების ნიშნით დაცინვა/შეურაცხყოფა (56) მოსდევდა. რაოდენობრივად მათზე ოდნავ ნაკლები იყო გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვა (52).
ფოტო: MDF
ანგარიშში განმარტებულია, რომ მორალური კრიტერიუმებით თავდასხმებში გამოიყენებოდა სექსისტური სიძულვილის ენის ფორმა, რომელსაც slut-shaming, ანუ სლატშეიმინგი ეწოდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სლატშეიმინგი სიტყვა სიტყვით ბოზობით შერცხვენას ნიშნავს და მას იყენებდნენ ადრესატების გასაკიცხად სტერეოტიპულ წარმოდგენებთან შეუსაბამო გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცევის გამო.
"პოლიტიკის სფეროში სლატშეიმინგს ქალის სექსუალურ ობიექტად წარმოსაჩენად იყენებენ. ეს მომდინარეობს იმ სტერეოტიპული და დისკრიმინაციული შეხედულებიდან, რომლის თანახმადაც პოლიტიკა ქალის საქმე არ არის, რადგან ქალს ამ სფეროში საქმიანობისთვის საჭირო უნარები აკლია და თუ ქალი მაინც არის პოლიტიკაში, ის კაცი პოლიტიკოსის პროტეჟეა. პროტეჟეს ქვეშ კი, უმეტეს შემთხვევაში, საყვარელი იგულისხმება. ასეთი სტერეოტიპული შეხედულებების საფუძველზე შეიმუშავა საფარმა სლატშეიმინგის ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი ინდიკატორი "ვინმეს ქალი", რომელიც "კაცი პოლიტიკოსის საკუთრებად ქალი პოლიტიკოსის ნებისმიერი ფორმით მოხსენიებას" ნიშნავს", — განმარტებულია დოკუმენტში.
რაც შეეხება გონებრივი შესაძლებლობების ნიშნით შეურაცხყოფა/ დაცინვას, დოკუმენტის მიხედვით, დარღვევის ეს კატეგორია მოიცავს დისკრიმინაციას/შეურაცხყოფას ინტელექტუალური უნარების, გამოცდილების, კომპეტენციების ნიშნით. ქალი პოლიტიკოსების მიმართ იყენებდნენ ისეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, როგორებიცაა: შტერი, იდიოტი, ოროსანი, დებილი, ჩლუნგი, გაუნათლებელი.
გარეგნული მახასიათებლით დაცინვის შემთხვევაში კი, რომლის 56 ფაქტი გამოვლინდა, ქალ პოლიტიკოსებს გარეგნული მახასიათებლების ნიშნით ესხმოდნენ თავს. კერძოდ, მათ დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ცალკეული ნაკვთების, სხეულის წონის, საუბრის მანერის, ჩაცმულობის, გემოვნების თუ ჰიგიენის ნიადაგზე. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ კატეგორიას შეესაბამება საფარის მიერ შემუშავებულ სექსისტური სიძულვილის ენის ინდიკატორები: სხეულის ნიადაგზე შერცხვენა და ემოციური საუბარი.
გარდა ამისა, ვხვდებოდით გენდერული სტერეოტიპებით გაკიცხვის მაგალითებსაც. დოკუმენტის მიხედვით, ეს კატეგორია აერთიანებს სექსიზმის ყველა იმ ფორმას, რომელსაც გენდერული სტერეოტიპები ქალის ფუნქციის, როლების, ქცევის, მოვალეობის თუ პროფესიების შესახებ კვებავს.
"დარღვევების რაოდენობის მიხედვით, სექსისტური თავდასხმების ყველაზე ხშირი ადრესატები იყვნენ ევროპული საქართველოს (95 შემთხვევა), ნაციონალური მოძრაობის (80) და ქართული ოცნების (29) წარმომადგენლები", — ნათქვამია საბოლოო ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, კონკრეტული ადრესატების შემთხვევაში სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული სტერეოტიპიზაციის ყველაზე ხშირი სამიზნე ევროპული საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია იყო (54 შემთხვევა), რომელსაც მოსდევენ ამავე პარტიის საარჩევნო კამპანიის აქტივისტი თამარ ჩერგოლეიშვილი (26), ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი (26), პარტია სამართლიანობისთვის დამფუძნებელი, ეკა ბესელია (23). ხელისუფლებიდან ყველაზე ხშირი სამიზნე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია (16).
ფოტო: MDF
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პროექტი გენდერბარომეტრი – სექსისტური განცხადებების მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს მედიის განვითარების ფონდი (MDF) კავშირ საფართან პარტნიორობით ახორციელებს. მონიტორინგის მიზანია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ ქსელებში ქალი პოლიტიკოსების და სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტების ქალი წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული სექსისტური სიძულვილის ენის და გენდერული სტერეოტიპების, ასევე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით წარმოებული კამპანიების გამოვლენა.
-
რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს რუსეთში აშშ-ს საელჩო შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევასთან დაკავშირებით გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
-
სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის სექტემბერში მომზადებული 10 ქვიზი, რომლებიც შენს ინტუიციას გამოცდის
გადახედვა
-
WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელი: რუსეთის მხარეს დამატებითი ინფორმაცია მოვთხოვეთ პნევმონიის მიზეზის შესახებ
გადახედვა
-
TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია TI: უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების ქმედებები თანხვედრაშია
გადახედვა
-
მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
"მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს? "მცხეთობა" წელს 355 000 ლარი დაჯდება — ვინ რამდენად იმღერებს?
გადახედვა
-
გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან გაბრაზებული წიწილა და გაპრანჭული ნიანგი — ნახეთ ცხოველების 12 ყველაზე სასაცილო ფოტო 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს ნახეთ: ახალი სიმულაცია ჩვენი გალაქტიკის დაბადებას გვიჩვენებს
გადახედვა
-
Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა Cadillac-ის რეგიონული გაფართოება გრძელდება — ლეგენდარული ბრენდი მალე საქართველოში შემოვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები