Facebook-მა პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტროლების ქსელი წაშალა
ფოტო: @estebanpdl / DFRLab via patriots.ge
არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ფეისბუქმა პრორუსულ პარტიასთან, პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ქსელი წაშალა. მასში ჩართული მომხმარებლები არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევას ახორციელებდნენ და მათი სამიზნე წინასაარჩევნოდ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ქსელის პოსტების შინაარსი შიდა პოლიტიკასა და არჩევნებს მოიცავდა.
როგორც DFRLab-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, პროდასავლური ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის, პატრიოტთა ალიანსის პარტიის პოპულარობისა და ანტიდასავლური ნარატივის გასაზრდელად, ქსელის წევრები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, ფეისბუქ გვერდებსა და ჯგუფებს.
ფეისბუქის განცხადებით, ქსელი ჯერ კიდევ ახალი შექმნილი იყო, როდესაც ის აღმოაჩინეს და წაშალეს.
"ყალბი ანგარიშები ქმნიდნენ არარსებულ პიროვნებებს, აკომენტარებდნენ მომხმარებლების პოსტებზე, აქვეყნებდნენ პოსტებს ჯგუფებში და მართავდნენ გვერდებს. ამ ფეისბუქ გვერდების ნაწილი ახალი ამბების გამავრცელებლადაც პოზიციონირდებოდა", — აცხადებს ფეისბუქი.
კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის დროს, პოსტებით ისინი განიხილავდნენ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, აქვეყნებდნენ მიმებს ამავე თემაზე, მხარს უჭერდნენ პატრიოტთა ალიანსის გადაწყვეტილებებს, აკრიტიკებდნენ მათ პოლიტიკურ ოპონენტებს და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სწრაფვას.
ქსელის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე პოსტი საქართველოში ამოქმედებულმა ფეისბუქის ფაქტჩეკმა ყალბ ამბად მონიშნა. ფეისბუქი აცხადებს, რომ მათ მოქმედება 2019 წლის დეკემბერში დაიწყეს და თავდაპირველად, მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდნენ. 2020 წლის მაისში, მათ ფოკუსი გადაიტანეს პოლიტიკური პარტიის, ქართული არჩევანის სასარგებლოდ.
ფეისბუქმა ამ ქსელის გამოვლენის შემდეგ წაშალა 54 ანგარიში, 14 გვერდი, 2 ჯგუფი და 21 ინსტაგრამის ანგარიში.
პატრიოტთა ალიანსი
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
რადიკალურად მემარჯვენე, პრორუსული და ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ როგორც ონლაინ, ისე მის გარეთ. 2016 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პატრიოტთა ალიანსმა პირველი ექვსი ადგილი მოიპოვა საქართველოს პარლამენტში.
დოსიეს ბოლოდროინდელი გამოძიების თანახმად, პატრიოტთა ალიანსი რუსეთისთვის, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობდა და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პროდასავლური პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციას ცდილობდა. დოსიე ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც კრემლის კრიტიკოსს, მიხეილ ხოდორკოვსკის ეკუთვნის. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პატრიოტთა ალიანსი კრემლის მიერ ფინანსდება და სწორედ მოსკოვი ახორციელებს პარტიის საარჩევნო კამპანიას.
პატრიოტთა ალიანსი დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ამ მიზნით, მისი ლიდერები და ქართველი დეპუტატები მოსკოვშიც გაემგზავრნენ.
პატრიოტთა ალიანსი ასევე ცნობილია ანტიდასავლური, ქსენოფობიური და თურქოფობიური განცხადებებით. ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ საპარლამენტო არჩევნებიდან პატრიოტთა ალიანსის ჩამოშორებას და გენერალური პროკურატურას მოუწოდებდნენ გამოეძიებინა მათი კავშირი კრემლთან. ქართულ პარტიებსა და კანდიდატებს ეკრძალებათ უცხოური და ანონიმური შემოწირულობების მიღება.
DFRLab-ს წვდომა ჰქონდა იმ 54 ანგარიშთან, რომლებიც ფეისბუქმა წაშალა. 54-დან 33 ანგარიში საჯარო ფოტოებთან ერთად სხვა პიროვნებების სურათებსაც იყენებდა და არარსებული ადამიანების ვინაობებით პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიაზე აუდიტორიის გაზრდას ცდილობდა.
მათგან ერთ-ერთი გახლდათ "ნუგზარ ჩოლოყაშვილი", რომელიც სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლექტორის სურათს იყენებდა. წაშლილი ანგარიშების ნაწილი ჰომოფობიურ, ანტი-დასავლურ და კრემლის მხარდამჭერ დამოკიდებულებებს ავლენდა. მათზე გამოძიება მითების დეტექტორმა დაიწყო.
წაშლილ ყალბ ანგარიშებს შორის იყო პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული პირების პროფილები. მათ შორის ომარ მძევაშვილისა და ნიკა ინაშვილის, რომელიც ირმა ინაშვილის ძმის შვილია.
ფეისბუქგვერდები
ფეისბუქმა წაშალა გვერდი, სახელად Tinp.ge — დღეს პოლიტიკაში (Today in Politics). ადმინისტრატორის მიერ, გვერდი პოზიციონირდებოდა, როგორც მეინსტრიმული ონლაინ მედია. ის 2019 წელს შეიქმნა და აზიარებდა სტატიებს საიტიდან tinp.ge, რომელიც ცდილობდა რადიკალურად მემარჯვენე პარტიების აქტივისტების პოპულარიზაციას და აქტიურად ავრცელებდა ანტიდასავლურ ნარატივებს.
მითების დეტექტორის გამოძიების მიხედვით, გვერდი ასევე აფინანსებდა პატრიოტთა ალიანსისა და NDI-ისა და IRI-ის მადისკრეტირებელ რეკლამებს.
Tinp.geის ადმინისტრატორი ომარ მძევაშვილი გახლდათ, რომელიც ასევე მართავდა ფეისბუქის ჯგუფებს. ანგარიშების წაშლის პარალელურად წაიშალა მისი პერსონალური პროფილიც.
POSTV
ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) განცხადებით, ფეისბუქის მიერ წაშლილ პატრიოტთა ალიანსის ქსელს კავშირი აქვს POSTV-სთან. კერძოდ, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე წაშლილ ფეისბუქგვერდს და ცრუმედიას მართავდა POSTV-ის სოციალური ქსელების მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ამაშუკელი.
"DFRLab-მა გამოავლინა, რომ ამ ქსელს კავშირი აქვს POSTV-სთან, პროსახელისუფლებო არხთან, რომელიც ხშირად ესხმის თავს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიებს, პროდემოკრატიულ აქტივისტებს და NGO-ებს", — წერია მათ განცხადებაში.
მათივე თქმით, გიორგი ამაშუკელისა და პატრიოტთა ალიანსის ქსელის ერთ-ერთი ფიგურანტის, ბექა წულაიას ანგარიშები, ასევე, საჯარო ჯგუფ Dailyinfo.ge-ს ადმინისტრატორები არიან, რომელიც წინასაარჩევნოდ გადაკეთდა და მანამ "მილანის ქართველი გულშემატკივარები" ერქვა.
DFRLab-ში განმარტავენ, რომ ეს ვებგვერდები დაკავშირებულია პატრიოტთა ალიანსთან აფილირებულ მედია Tinp.ge-სთან, რომელიც ღიად არ პოზიციონირებს, როგორც ამ პარტიის მედიაგამოცემა, თუმცა მათ უწევს პროპაგანდას. მათივე თქმით, ამ ქსელის გასაფართოებლად ისინი ქმნიდნენ სხვადასხვა ცრუმედია გვერდს.
"ვებსაიტები Dailyinfo.ge, Sporty.ge და blogsport.ge, AoP-თან დაკავშირებულ Tinp.ge-სთან ერთად შეიქმნა იმავე ვებსაიტის დიზაინერი კომპანიის, Srudio GB-ის მიერ. ამ ქსელში სხვა გვერდები იყო ფარული და ჰქონდათ შეცდომაში შემყვანი ისეთი ზოგადი სახელები, რაც გვერდის ოპერატორებს საშუალებას აძლევდა, გაეძლიერებინათ კონკრეტული კონტენტი, პოლიტიკური მიკერძოების აშკარა ნიშნის გარეშე", — წერია განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge-მ PosTV-ის მეწილესთან და ტელეწამყვანთან, შალვა რამიშვილთან სცადა დაკავშირება და ამ საკითხზე კომენტარის მიღება, თუმცა ის სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.
ქართული არჩევანი
ფეისბუქის მიერ წაშლილ ანგარიშებს შორის იყო კავშირები პარტია ქართულ არჩევანთანაც. პარტია პატრიოტთა ალიანსის ყოფილმა წევრმა, ბეჟან გუნავამ, ცოტა ხნის წინ ჩამოაყალიბა. გუნავას ალიანსიდან წამოსვლის მიზეზი "საზოგადოების ინტერესებისგან დისტანცირებული და ერთპიროვნული გადაწყვეტილებები" გახდა. მან პარტია 2020 წლის ივნისში დატოვა.
ქართული არჩევანი ამ წლის ივლისში შეიქმნა და მისი წევრების უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენენ. პარტიას არ აქვს ვებგვერდი და მისი საარჩევნო პროგრამა ასევე მიუწვდომელია. პარტიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით, ქართული არჩევანი სოციალურ საკითხებზე და რეგიონებზე აკეთებს აქცენტს. მისი აქტივობები მეინსტრიმულ მედიაში არ ხვდება და პარტიას ფეისბუქზე მხოლოდ 6 ათასი გამომწერი ჰყავს. გვერდი თავდაპირველად 2013 წელს შეიქმნა და მას "პოეზია" ერქვა. მისი სახელი 2020 წლის აპრილში გადაკეთდა "ქართულ არჩევნად".
აღნიშნულ ქსელში, ფეისბუქმა საპარლამენტო კანდიდატების ორი პერსონალური ანგარიში წაშალა, რომლებიც ბეჟან გუნავასა და ქეთევან ბუტურიშვილს ეკუთვნოდა. ასევე პარტიის ლიდერების, მარიამ მარგველანისა და დავით დარსაძის. ფეისბუქმა ის ყალბი ანგარიშებიც წაშალა, რომლებიც ქართული არჩევანის პოპულარიზაციას კოორდინირებული არაავთენტური ქცევით ცდილობდნენ.
ინსტაგრამის ანგარიშები
ქსელი ასევე მოიცავდა ინსტაგრამის 18 ანგარიშს. მათი ნაწილი იყო საქართველოს არჩევანის პოლიტიკოსების და ობიექტივის ჟურნალისტების და ასევე Tinp.ge-ის ფეისბუქგვერდებისა და ჯგუფების ადმინისტრატორების პერსონალური ანგარიშები. ზოგ მათგანს 2 ან 3 ანგარიშიც ჰქონდა. ფეისბუქმა ასევე წაშალა ის ანგარიშები, რომლებიც გართობის შინაარსის შემცველ მასალას ავრცელებდა და გამომწერების მცირე რაოდენობა ჰქონდა.
ფეისბუქმა ინსტაგრამზე ასევე წაშალა ობიექტივის წამყვანის, გვანცა გიორგობიანის პროფილიც. აღნიშნული მედია ცნობილია სიძულვილის ენის გავრცელებითა და ანტიდასავლური და პრორუსული გაშუქებებით. ტელევიზია, რომელიც არჩევნებში ღიად უცხადებდა მხარდაჭერას პატრიოტთა ალიანსს, ირმა ინაშვილის დაარსებულია, რომელიც ნიკა ინაშვილის მამიდაა.
ბოლო სამი წელია, Facebook-ი იკვლევს კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას და მსგავს ქსელებს საკუთარი პლატფორმიდან შლის. აქამდე საქართველოში ქართულ ოცნებასთან, სარეკლამო კამპანია პანდასთან, კოკა ყანდიაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები წაშალეს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა




კომენტარები