რა ქონებას ფლობენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები
ფოტო: posztos / Shutterstock
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 6 მოადგილე ჰყავს. მათგან 2 გიორგი (გია) ვოლსკი და ზვიად ძიძიგური წინა მოწვევის პარლამენტში იყვნენ. თამარ ჩუგოშვილი, სერგი კაპანაძე, ილია ნაკაშიძე და ირმა ინაშვილი პარლამენტში პირველად მოხვდნენ.
გთავაზობთ მათ მიერ შევსებულ დეკლარაციებს
თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში ქართული ოცნების სიით მოხვდა. მან დეკლარაცია 2016 წლის 31 დეკემბერს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მას ჰყავს მეუღლე - გიორგი მიხანაშვილი და შვილი - ნინო მიხანაშვილი. ჩუგოშვილის სახელზეა რეგისტრირებული 136 მ2 ბინა თბილისში. მის ოჯახს არ აქვს მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლარს აღემატება.
რაც შეეხება ჩუგოშვილის ფინანსებს, მას აქვს 5 ათასლარიანი დებეტი (ვალი) საქართველოს ბანკში. 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩუგოშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტში ანაზღაურების სახით 52 ათასი ლარი აიღო. მისმა ქმარმა კი - 42 ათასი. ჩუგოშვილმა 2013 წელს 11-წლიანი, 135 ათასი ლარის ოდენობით, იპოთეკური სესხი აიღო საქართველოს ბანკიდან, საიდანაც 23 ათასი 2015 წელს დაფარა. იგივე ოდენობის თანხა დახარჯა სამომხმარებლო სესხში მისმა ქმარმაც 2015 წელს.
გიორგი (გია) ვოლსკი
ჩუგოშვილის მსგავსად, პარლამენტში ქართული ოცნების სიით მოხვდა გიორგი (გია) ვოლსკი. მან ჩუგოშვილზე 1 დღით ადრე შეავსო დეკლარაცია. ის უკვე მეორე მოწვევის პარლამენტის წევრია. მას ჰყავს ცოლი - ნინო სოლოღაშვილი და შვილი - გიორგი ვოლსკი. დეპუტატის სახელზეა რეგისტრირებული თბილისში - 60 მ2 და ახმეტაში - 120მ2 სახლი და 600 მ2 მიწის ნაკვეთი.
ვოლსკის და მის ცოლს ბანკში არაერთი ანგარიში აქვთ გახსნილი. დეპუტატს 383 ევრო, 647 ამერიკული დოლარი და 2 277 ლარი აქვს ანგარიშებზე, მის ცოლს კი - 19 387 ლარი და 1 016 ამერიკული დოლარი. გიორგი ვოლსკის შემოსავალი 2015 წელს, პარლამენტის წევრად მუშაობის დროს, 60 047 ლარი იყო. დეკლარაციის მიხედვით, იგივე პერიოდში მის ცოლს ან შვილს ხელფასი არ აუღიათ.
სერგი კაპანაძე
პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე სერგი კაპანაძეა. ის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა, დეკლარაცია კი 2017 წლის 4 იანვარს შეავსო. მას ჰყავს ცოლი - ეკა აკობია და შვილები - ანა და ლუკა კაპანაძეები. დეპუტატს ეკუთვნის 135 მ2 ბინა თბილისში და 2002 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა ML 350, მის ცოლს კი - 2011 წელს გამოშვებული Hyundai.
დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, დეპუტატს საბანკო ანგარიშებზე ჯამში 6 011 ლარი ერიცხებოდა, მის ცოლს კი - 3 500 ლარი. ნაღდი ფულის სახით კაპანაძეს 900 ლარი ჰქონდა.
კაპანაძეს და მის ცოლს 2016 წელს ხელფასის სახით 200 ათას ლარამდე აქვთ აღებული. კაპანაძემ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე 33 042 ლარი, საქართველოს რეფორმების ასოციაციაში დირექტორის თანამდებობაზე - 50 230 ლარი, ხოლო სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანად და მოწვეულ ლექტორად კავკასიის უნივერსიტეტში - 56 560 ლარი გამოიმუშავა. ეკა აკობიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 53 525 ლარი მიიღო და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი - 7 849 ლარი. მათი ხარჯი სესხის დასაფარად 2016 წელს 31 125 ლარი და 5 570 დოლარი იყო.
ილია ნაკაშიძე
ილია ნაკაშიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ილია ნაკაშიძე პარლამენტში ქართული ოცნების სიით მოხვდა. მან დეკლარაცია 30 დეკემბერს შეავსო. მას ყავს ცოლი - ციური აბულაძე. მისი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული 2 ბინა ბათუმში (ჯამში 295 მ2) და ერთიც თბილისში (95 მ2). ილია ნაკაშიძეს კი 2 მსუბუქი ავტომობილები - Mersedes E-320 და GLA-250 და ფორტეპიანო ეკუთვნის.
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, დეპუტატს ანგარიშზე 9 ათასი ლარი და ნაღდი ფულის სახით 6 ათასი ლარი ჰქონდა. 2015 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კი ჯამში 156 ათასი ლარი მიიღო. ამ თანხიდან ყველაზე დიდი წილი - 130 ათასი ლარი ჯანმრთელობის ცენტრ - მედინაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის თანამდებობაზე მუშაობით მიიღო, თითქმის მეხუთედი - 24 ათასი ლარი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სრული პროფესორის თანამდებობაზე, დარჩენილი 2 ათასი ლარი კი შპს პარაცელსში პარტნიორობით.
2015 წელს მისი შვილების სწავლის საფასურის ჯამური თანხა 45 ათასი ლარი იყო.
ზვიად ძიძიგური
ზვიად ძიძიგური
ზვიად ძიძიგური
ფოტო: ნეტგაზეთი
ზვიად ძიძიგური პარლამენტში უკვე მეორედ მოხვდა ქართული ოცნების სიაში. ბოლო დეკლარაცია 2017 წლის 2 იანვარს შეავსო. მას ცოლი - ეკა კუტალია, 5 შვილი - გიორგი, დემნა, ალექსანდრე, ვაჩე და ელენე ძიძიგურები და და მარინე ძიძიგური ჰყავს.
მისი ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მასზეა რეგისტრირებული ქონება. მას ეკუთვნის საცხოვრებელი სახლები თბილისსა (243 მ2) და აბაშაში (110.2 მ2), მიწის ნაკვეთებიც ამავე ადგილებზე - თბილისა (685 მ2) და აბაშაში (3 597 მ2). გარდა ამისა, აქვს მსუბუქი ავტომობილი, 2009 წლის Toyota Prius
რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ძიძიგურს სახელფასო ანგარიშზე 558 ლარი ჰქონდა. მან ხელფასის სახით საქართველოს პარლამენტში 2016 წელს 76 065 ლარი ჰქონდა. თუმცა, მისი ხარჯი ჯამში 68 800 ლარი იყო. საიდანაც 55 ათასი საცხოვრებელი სახლის მიმდინარე მშენებლობა იყო, 9 400 ლარი შვილების სწავლის საფასური, დარჩენილი 4 400 ლარი კი იპოთეკური სესხის დასაფარად დახარჯა.
ირმა ინაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე ირმა ინაშვილია. ის საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდა პარლამენტში. მისი დეკლარაცია, 17 იანვრის მონაცემებით, გამოქვეყნებული არ იყო.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ქონებრივი დეკლარაციის ნახვა შეგიძლიათ აქ.
-
კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან კახა კალაძემ დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში აშშ-ის სახდეპის დელეგაციას ელოდებიან
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
-
The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა The New York Times: ირანმა აშშ-ს საკუათარი სამშვიდობო გეგმა შესთავაზა
გადახედვა
-
ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა ეს 10+ ქვიზი მარტში მოგიმზადეთ — ნახე, რომელიმე ხომ არ გამოგრჩა
გადახედვა
-
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია The Times: ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
გადახედვა
-
POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება POLITICO: ჯეი დი ვენსი მზადაა ჩაერთოს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში, თუ მიმდინარე კომუნიკაცია მაღალი დონის შეხვედრებში გადაიზრდება
გადახედვა
-
არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის არქის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის
-
ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება ჯეი დი ვენსი უნგრეთში გაემგზავრა — ის ვიქტორ ორბანს შეხვდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
-
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
-
რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან რა გავიგეთ ჰარი პოტერის სერიალის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმიდან
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
-
სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ სერბი სამხედრო მაღალჩინოსნები უნგრეთის გაზსადენთან დაკავშირებულ ინციდენტში უკრაინის მონაწილეობას უარყოფენ
გადახედვა
-
27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი 27-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა — საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე? Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე?
გადახედვა
-
12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი 12-13 აპრილს თბილისის მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ — დაწესდება 9 დროებითი მარშრუტი
გადახედვა
-
დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში დაიხარჯე — შეივსე — პარი სერ ჟენმენის (Paris Saint-Germain) ვარსკვლავები წყალი მთის ახალ კამპანიაში
-
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწიეს
გადახედვა
-
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს — ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა
გადახედვა
-
სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს მეუღლის ცნობით, საქართველოდან გაძევებული აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს
გადახედვა






კომენტარები