ევექსი ჰოსპიტლები ინფიცირებული პაციენტების სამართავად საწოლფონდის გაზრდას აანონსებს
ფოტო: ევექსი
ევექსი ჰოსპიტლებმა Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ქვეყნის მასშტაბით თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში უკვე გამოყო 634 საწოლი.
თბილისში ჰოსპიტალური ქსელის ორი მძლავრი სამედიცინო ცენტრი — ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი და ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (სულ 377 საწოლი) სრულად გადაეწყო ინფექციური პროფილის კლინიკებად, სადაც მხოლოდ კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მომსახურება ხორციელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ კლინიკებში კოვიდ-დადებითი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სრული გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიღება.
რეგიონებში კი ინფიცირებულ პაციენტებს ევექსი ჰოსპიტლების ქობულეთის, ფოთისა და ქუთაისის 3 სამედიცინო ცენტრი, ჯამში 257 საწოლი ემსახურება. ინფექციური პროფილით გადაკეთებული ჰოსპიტლები საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფენ, სადაც სარეზერვო გუნდებად დაკომპლექტებული სამედიცინო პერსონალი მკურნალობის პროცესში მონაცვლეობით ერთვება.
"ქვეყანაში ინფიცირებულთა მკვეთრი მატების მიუხედავად, ჰოსპიტალური ქსელის მიერ დღემდე გამოყოფილი საწოლფონდის სრული დატვირთვა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, კომპანია განაგრძობს მოსახლეობის მხარდაჭერას და სამომავლოდ დამატებითი საწოლების გამოყოფას აანონსებს.
ამ ეტაპზე, კომპანია ინფიცირებული პატარა პაციენტების სამართავად თბილისში, ი.ციციშვილის სახელობის კლინიკის და ბათუმში, იაშვილის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს შესაფერისი მიმართულებით გადაწყობაზე და მედპერსონალის გადამზადებაზე მუშაობს. უმოკლეს დროში ორივე კლინიკა შეძლებს ინფიცირებული პაციენტების მიღებას", — აცხადებენ ევექსში.
მათივე ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ევექსი ჰოსპიტლების მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოყოფილ სამედიცინო ცენტრებში წარმატებით იმართა და ბინაზე გაეწერა 700 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ევექსი ჰოსპიტლები კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ქსელში დასაქმებულ მედპერსონალს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის.
"ევექსი ჰოსპიტლები იყო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო ქსელი ქვეყანაში, რომელმაც კოვიდ 19-ის პანდემიის პირველივე დღეებიდან დაინფიცირებული პაციენტების სამართავად 700 საწოლის გამოყოფაზე მზაობა გამოთქვა", — აცხადებენ ევექსში.
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა 21-ე სკოლის მსგავსად, მისაქციელის სკოლაში რეაბილიტაციის გამო სწავლა 1 კვირით შეწყდა
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს? ბითლზების ფილმის გადაღებებიდან ახალი კადრები ვრცელდება — რამდენად უხდებიან მსახიობები როლებს?
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება — მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
კომენტარები